ახალი ამბებისაკითხავისაქართველო

მოსკოვში, წარადგინეს ახალი ორსართულიანი მატარებელი – “აეროექსპრეს ევრაზია”

460996c24fba
რამდენიმე კვირის წინ, ლენინის სახელობის დეპოში, წარმოდგენილი იყო შვეიცარული კომპანია “Stadler”-ის სატარნსპორტო საშუალება- ახალი ორსართულიანი მატარებელი, რომელსაც რუსული კომპანია “აეროექსპრესი“ შეისყიდის და ლენინის სახელობის დეპოს ბაზაზე შექმნის სამგზავრო მატარებლების განახლებისა და მოდერნიზაციის სიმძლავრეებს. რუსეთის რკინიგზის მენეჯმენტი უკვე თვეებია სწავლობს შესაძლებლობას და აწარმოებს მოლაპარაკებებს შვეიცარულ და გერმანულ ელმავლების ლიდერ მწარმოებელ კომპანიებთან, რომ 2016 წელს მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში შეისყიდოს და მომხმარებელს შესთავაზოს მგზავრობა თანამედროვე ორსართულიანი ელექტრო მატარებლით.
54bc73e694a3
ორსართულიანი ელექტრომავალი “ევრაზია”, აღჭურვილია ყველა იმ კეთილმოწყობილობებით და კომფორტით, რომლებიც აუცილებელია აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე და უკან. ახალი მატერებელი „Aeroexpress Eurasia“ შედგება 4 ან 6 მოდერნიზებული ვაგონებისგან; სულ დაგეგმილია 25 მატარებლის შეძენა. პირველი 4 მატარებელი მზადდება შვეიცარიაში, G. Altenrhein-ის ქარხანაში, ხოლო დანარჩენი 21 მატარებელი წარმოებული იქნება მინსკის სიახლოვეს.
368fad8b2312
კომპანია “Stadler”-ის მატარებლები ექსპლუატირებულია ისეთი ქვეყნების მიერ, როგორიცაა ნორვეგია და ფინეთი, ასე რომ რუსული კლიმატი მათთვის არ უნდა იყოს პრობლემა.
ff1cdec0e29d
674d2ce1c2c3
ვაგონების ორივე სართულზე განთავსებულია დიდ ეკრანიანი ტელევიზორები- თხევადკრისტალური ტელევიზორები რეკლამების და საინფორმაციო ამბების პირდაპირი ტრანსლიაციით, რომელთა პლიუსია დაბალი ენერგომოხმარება და სურათის შესანიშნავი გეომეტრია… LCD ტელევიზორები ამავე დროს არ ქმნიან ელექტრო-მაგნიტურ ტალღებს და დროთა განმავლობაში მათი ეკრანი არ ”იწვება”.
e8cd6e6115b3
ბარგის განთავსება შესაძლებელია სავარძლების ქვეშ, ან მათ ზემოთ, ან სპეციალურ თაროებზე.
307b0b6a9391
სავარძლები ვაგონებში განლაგებულია პირისპირ, ასევე ცალ-ცალკე ერთ მწყობრში. კიბეებთან ახლოს არის განმარტოებული ადგილი, რომელიც შეგვიქმნის მშვიდ განწყობას…
4b84e230c5e9

3955dfdeee87
ვაგონებს შორის სივრცე გამოყოფილია ორი კარით. ისინი შეიძლება გავხსნათ, სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერით.
f60cda25013c
259e247aa90b
ბიზნეს კლასის ვაგონში მეტად კომფორტული სავარძლებია, თითოეულ სავარძელს აქვს დენის სოკეტები და განათება თავს ზემოთ.
e4429b4918b4
292aa85f2029
ჩვეულებრივი ვაგონი არ ითვალისწინებს დენის სოკეტებს ყოველ სავარძელზე, რადგანაც მატარებლის ელექტროობა ვერ გაუძლებდა ასეთ დატვირთვას.
d1ff9d53ba4a
e981eaeb7a35
ერთ-ერთ პირველ ვაგონში არის ადგილი ინვალიდის სავარძელში მჯდომი ადამიანებისათვის. აქ არის ლიფტი, რომლითაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეუძლიათ ისარგენლონ დამოუკიდებლად. ლიფტი შეიძლება დასჭირდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სჭირდება საპირფარეშოს გამოყენება.
7a2d8105f9fe
საპირფარეშო
708a041d7656

d42149c4e004
მემანქანის კაბინა. მისი სამუშაო ადგილი.
აეროპორტში მგზავრობის პირველი რეისი “აეროექსპრეს“-ით დაგეგმილია ივნისის თვეში.
6370b78c28ee

საქართველოს მოსახლეობისათვის სასიხარულო ფაქტი: საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი ამჟამად აწარმოებს ორსართულიანი სამგზავრო მატარებლების შესასყიდად მოლაპარაკებებს გერმანულ-შვეიცარიულ კომპანიასთან და მომავალი წლისათვის ჩვენც გვექნება მგზავრობა თანამედროვე ორსართულიანი ელექტრო მატარებლით. .

blogerlady

age: 14
Back to top button