ახალი ამბებიგასართობიკრეატივი

ქალაქ Breckenridge-ში გაიმართა თოვლის სკულპტურების საერთაშორისო ჩემპიონატი

292adeb20811
ყოველ წელს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბრეკენრიჯში (Breckenridge-კოლორადოს შტატი), ზამთრის დღესასწაულების პერიოდში ტარდება ყოველწლიური „თოვლისა და ყინულის სკულპტურების“ ფესტივალი. ამ წელს კი, 2016 წელს კოლორადოს შტატის ქალაქ ბრეკენრიჯში გაიმართა 26-ე ყოველწლიური თოვლის ქანდაკებების საერთაშორისო ჩემპიონატი. „International Snow Sculpture Championship“-ის ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 15 გუნდი (შეიძლება ერთი ქვეყნიდან 2 გუნდის მონაწილეობაც): დიდი ბრიტანეთი, კანადა, ესტონეთი, საფრანგეთი, ფინეთი, გერმანია, უკრაინა, მონღოლეთი, მექსიკა, შვეიცარია და ამერიკის შეერთებული შტატები. (ნახეთ ვიდეო:)
ამ პოსტში წარმოგიდგენთ, ადამიანების ოსტატობის და შემოქმედებითობის 25 გასაოცარ მაგალითს.
ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ, როგორც ადგილობრივი მოქანდაკეები, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული გამოჩენილი ოსტატები – ძირითადად კანადიდან, ნიდერლანდებიდან, რუსეთიდან, შვედეთიდან და სხვ. ეს ხელოვანი პიროვნებები გვხიბლავენ თავიანთი ტალანტით და სილამაზის შექმნის არაჩვეულებრივი უნარით.
მოდით, დაათვალიერეთ თოვლის ფესტივალის გამარჯვებულების ნამუშევრები:

d4cca6bc9b90
56b347ee0fe6
ჩემპიონატის გამარჯვებული (1 -ადგილი): გუნდი აშშ-დან (ვერმონტის შტატი (Vermont,Vt), მდებარეობს ახალი ინგლისის რეგიონში.
b6ee15168354
მე-2 ადგილი: ეს ადგილი დაიკავა გუნდმა ესტონეთიდან; წარმოადგინეს „გაბრაზებული ლომი“. ამ ფოტოსურათზე გარკვევით ჩანს,თუ როგორ ღრიალებს გამძვინვარებული და გაბრაბული ლომი, გაბრაზება კი, როგორც წესი ატომური ბომბის აფეთქებას ჰგავს, ოღონდ ყოველგვარი “გვერდითი მოვლენების” გარეშე . ლომმა როგორც წესი, მხოლოდ ღრიალი იცის დამაჯერებელი, თორემ ღრიალს იქით წყენა მალე ავიწყდება.
a7d5f5b96f3b
მე-3 ადგილი დაიკავა: „დაღუპვისგან გაქცევა“ (Bolting from Extinction). ეს სკულპტურა წარმოგვიდგინა ლოვლენდას გუნდმა, კოლორადოს შტატიდან (Lovlenda), რომელიც სიმბოლურად წარმოადგენს იდეას, რომ ბუნებას არ შეუძლია განადგურება, დაღუპვა. მას მარტო შეუძლია კონვერტაცია, ანუ გარდაქცევა.
a0fc02d10372
59121fbb93c3
მხატვრების არჩევანი (მე-4 ადგილი). ეს ადგილი დამსახურებულად დაიკავა შეერთებული შტატების გუნდმა უისკონსინის ( Wisconsin) შტატიდან, რომელმაც წარმოადგინა თავისი სკულპტურა, სახელწოდებით „გარდაცვლილთა დღე“ (Day of the Dead), რომელიც ეძღვნება ამავე სახელობის მექსიკის დღესასწაულს.
91dd74efc40f
4daacff70854
ჯილდო -„მაყურებლის სიმპათია“ ერგო Breckenridge-ის გუნდის ქანდაკებას (შეერთებული შტატები).

2b18227a4b49
პრიზი – „ბავშვების სიმპათია“ ერგო ესტონეთის გუნდის ქანდაკებას (ესტონეთი)
6c883b90ee0e
d851a1f687a4
სკულპტურა „მოპირდაპირე, საპირისპირო მხარეები“ (Converse) დამზადებულია მექსიკის გუნდის მიერ
სკულპტურა (Converse) გამოსახავს ორი ზოდიაქოს ნიშნის იდენტურობას და ფუნქციურ მსგავსებას, მმაგრამ საპირისპირონი არიან ერთმანეთის მიმართ; ცნობილი მეცნიერის თქმით, თუ მოპირდაპირე მხარეები, სხვადასხვა მიმართულებით მიდიან და ერთ ზოლზე არიან განლაგებულნი, მაშინ ერთი-მეორეს აბალანსებენ და ბევრი რამ საერთო გააჩნიათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სხვადასხვა გზით მიდიან …

3ec4c5c44c1b
ახლა კი, დავათვალიეროთ ჩემპიონატის მონაწილეთა სხვა ნამუშევრები…დამეთანხმებით თუ ვიტყვი, რომ ადამიანის ფანტაზიას, ნიჭს და შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს:
ფოტოსურათები წარმოგვიდგინა, Breckenridge-ის ტურისტულმა სააგენტომ –
(The Breckenridge Tourism Office).

აღსანიშნავია, რომ ეს ჩემპიონატი– ერთერთი უდიდესი ზამთრის ღონისძიებაა აშშ-ში, რომელიც ყოველწლიურად იზიდავს უფრო და უფრო მეტ ადამიანებს, თავიანთი ოსტატობის და შემოქმედებითობის გამოსავლენად. დაათვალიერეთ:

444666d5a352
3068a16b06a9
6bfb7d8897f1
26e6678927bb
7184b47a14fd
378feb809033
5ec133009642
b6c01d1a298e
d7a5d21bae58
ნახეთ ვიდეო, თუ როგორ შრომებენ ჩემპიონატში მონაწილეები:

blogerlady

age: 14
Back to top button