გართობაკულტურა

ცნობილი საიტები (16 ნაწილი)

8fd13ce3abed
Linkedin – დასაქმებაზე და ბიზნესზე ორიენტირებული სოციალური ქსელია რომელიც დაარსებულია 2002 წელს რეიდ ჰოფმანის და სხვა პიროვნებების მიერ ბიზნეს კონტენტი საუკეთესო საიტებს შორის 17-ე ადგილს იკავებს. 

Linkedin-ზე ძირითადად დარეგისტრირებულები არიან მომხმარებლები რომელთაც აინტერესებთ ბიზნესი ან ეძებენ საკუთარ გემოვნებაზე მორგებულ სამსახურს შესაბამისი ხელფასით საიტზე მრავალ ცნობილ როგორც უცხოურ ასევე ქართულ კომპანიას აქვს თავისი გვერდი სადაც წერია კომპანიის საქმიანობის შესახებ აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ მათ დაარსების თარიღებს წინსწვლებს დაარსებიდან დღემდე და სამუშაო პერსონალს თუ ვინ მუშაობს ამ კომპანიაში ასევე გადახედოთ დირექტორებისა და დამფუძნებლების სიას. საიტს საკმაოდ კარგი მარკეტინგული ჯგუფი ყავს და მინდა მოგიყვანოთ ერთი კარგი მარკეტინგული მაგალითი რომელიც Linkedin-მა რამოდენიმე წლის წინ განახორციელა. კომპანიები რეკლამებს და მარკეტინგულ სვლებს მიმართავენ მაშინ ორდესაც საიტის პოპულარობა ეცემა ასე მოხდა Linkedin-ის შემთხვევაშიც კომპანიამ ყველა მომხმარებელს გაუგზავნა შეტყობინება ელ-ფოსტაზე სადაც ეწერა რომ მათი პროფილი ყველაზე მეტჯერ ნანახ 5 პროფილს შორის მოხვდა მომხმარებლებს ეს გაუხარდათ და დაიწყეს ამ შეტყობინების სოციალურ ქსელებში გაზიარება მაგრამ თუ ისინი არ მიუთითებდნენ Linkedin-ის მისამართს მოცემული შეტყობინება არ გაზიარდებოდა ამიტომ ბრჭყალებში რომ ვთქვათ Linkedin-მა მომხმარებლები დააბოლა სანაცვლოდ კი მისი პოპულარობა გაზარდა გაზიარებულ პოსტებში მისი სახელის დაწერის ხარჯზე ამ სასიამოვნო სიახლის შედეგად საიტს უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი სტუმრობდა. უცხოელი და ქართველი სპეციალისტები კარიერულ წინსვლაში ხაზს უსვამენ Linkedin-ის მნიშვნელობას მათი აზრით საიტი გეხმარებათ ვაკანსიების მიღებაში და ადვილად დასაქმებაში ასევე პირდაპირ კონტაქტში გამყოფებთ პოტენციურ დამსაქმებელთან. საქართველოში და უცხოეთში უამრავი ვაკანსიების საიტია მაგრამ Linkedin-ი უფრო უსაფრთხო და რაც მთავარია ხარისხიანი სამსახურის მოძებნის გარანტიაა.

საიტზე დარეგისტრირების შემდეგ შეგიძლიათ ატვირთოთ სურათები ასევე მიუთითოთ თქვენი ბიოგრაფია ამბები თქვენს შესახებ ასევე დაბადების თარიღი და კომპანიის სახელწოდება რომელშიც მუშაობთ ან თავად დააფუძნეთ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი კომპანიისათვის Linkedin-ზე პროფილის შექმნა და თანამრშრომლების მოძებნა. საიტს ძალიან ბევრი ქართველი მომხმარებელი იყენებს თანაც საკმაოდ წარმატებულად ბიზნესის განსავითარებლად და სამუშაოს საძებნად Linkedin-ი შესანიშნავი საიტია. რეგისტრაციის შემდეგ ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი სამუშაო გამოცდილების და განათლების შესახებ ინფორმაცია. თანამედროვე საიტებს გააჩნიათ მობილური აპლიკაცები ამ მხირვ არც Linkedin-ია გამოანკლისი და სამუშაოს ძებნა მისი მობილური აპლიკაციის საშუალებითაც შეგიძლიათ. საიტი მნიშვნელოვანი მეთვალყურეობის ქვეშაა და ის მომენტალურად განახლებადია. მათ ვისაც სურს ბიზნესისთვის ადამიანების გაცნობა როგორც ქართველების ასევე უცხოელების გირჩევთ დარეგისტრირდეთ Linkedin-ზე და ისღა დამრჩენია გისურვოთ წარმატებები აქვე დაიმახსოვრეთ ის რომ თქვენი ბიზნესის და კომპანიის განვითარებაში ეს მშვენიერი სოციალური ქსელი რომელსაც დღეში მილიონობით ადამიანი მოიხმარს მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ და წაგადგებათ შემდგომი საქმიანობებისთვის რათა იყოთ წარმატებული. Linkedin დღემდე იმ სოციალურ ქსელად ითვლება სადაც რეკლამის განთავსება მომგებიანია ამიტომ შეგიძლიათ პირდაპირ საიტზევე დაარეკლამოთ თქვენი ბიზნესი.

კომპანიას ძალიან ლამაზი ოფისები აქვს ამიტომაც ქვევით შეგიძლიათ იხილოთ ოფისების რამოდენიმე ფოტო ჩემი აზრით კომპანიებს შორის ოფისების ლამაზად მოწყობაში Linkedin-ი ერთ-ერთი გამორჩეულია.
8c10e5929e2c
8a61925ac2e1
16b09021df8a
8e6fd33bacce
49110974059e

Back to top button