გართობაკულტურა

პოპულარული ონლაინ ფაილსაცავები

115236c34e57
უცხოური ონლაინ ფაილსაცავები ბოლო დროს ძალიან პოპულარულია და ეს ინოვაცია ყველამ აიტაცა ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამოდენიმე საიტს სადაც ფაილების ატვირთვას შენახვას და გაზიარებას შეძლებთ.

DropBox – უცხოური ფაილსაცავია სადაც დარეგისტრირება შესაძლებელია როგორც კომპიუტერის ასევე მობილური აპლიკაციის საშუალებით. საიტს აქვს მარტივი ინტერფეისი რის გამოც მე მას უპირატესობას ვანიჭებ. Dropbox-ზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ელ-ფოსტით და ასევე Google-ს ანგარიშით რომელიც ავტომატურად გადაებმება საიტს. ფაილსაცავს აქვს ძალიან ნაზი და ლამაზი დიზაინი დარეგისტრირების შემდეგ ფაილების ატვირთვა და დახარისხება შეგიძლიათ სხვადასხვა კატეგორიაში მათ შორის ფაილების ფოტოების ვიდეოების ლინკების და აქ ასევე არის ივენთების კატეგორია თუ შემთხვევით წაგეშლებათ ატვირთული ფაილი წაშლილი ფაილების კატეგორიებიდან მათი აღდგენა ადვილადაა შესაძლებელი ასევე ბოლოს ნანახი ფოტოების და ვიდეოების მოძებნა და მრავალი სხვა რამე. საიტზე ყველა მომხმარებელს აქვს 2 გეგაბაიტიანი სივრცე რომელიც ბოლომდე შეგიძლიათ დატვირთოთ ატვირთული ფაილების გაზიარებას ადვილად შეძლებთ სოციალური ქსელების დახმარებით და მათთვის ვისაც სურს Dropbox-ის მობილური აპლიკაციის ხმარება შეგიძლიათ გადმოწეროთ და მოიხმაროთ. ონლაინ ფაილსაცავებიდან ჩემი ფავორიტი სწორედ DropBox-ია და აქტიურად ვიყენებ.
03056b689983
Google Drive – ფაილსაცავი რომელიც ინტერნეტ გიგანტ Google-ს ეკუთვნის ისევე როგორც კომპანიის სხვა პროდუქტები Drive-ც საკმაოდ ხარისხიანი ინტერნეტ ნაწარმია. აქაც შეგიძლიათ შეინახოთ და დაახარისხოთ ფაილები კატეგორიების მიხედვით ასევე Google-ს სერვისებში ჩართულ თქვენს მეგობრებს გაუზიაროთ თქვენი ფაილები და გამოაქვეყნოთ ისინი სოციალურ ქსელებში. საიტზე შეგიძლიათ ყველა სახის ფაილის შენახვა მათ შორის ფოტოები ვიდეოები დოკუმენტები და Pdf ფაილები. ეს სერვისი საკმაოდ დახვეწილი და სწრაფია ამიტომაც Google-ს მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. Google-ს ყველა სერვისს აქვს მობილური აპლიკაციების მხარდაჭერა და Drive-ც არაა გამონაკლისი. ის რაც არის ონლაინ ფაილსაცავების ყველაზე დიდი პლიუსი ალბათ ისაა რომ როდესაც დესკტოპზე გვიდებს ფოტოები ხშირად ისინი ჩვენდა უნებურად ვინდოუსის გადაყენების ან კომპიუტერზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად იშლება სწორედ ამიტომ ფაილსაცავები ძალიან გამოსადეგია რადგან ფოტოებს და სხვადასხვა ფაილებს ისე შეინახავთ რომ ისინი არასოდეს წაიშლება ფაილსაცავიდან.
2dda3b8eac83
Yandex Disk – რუსული საძიებო სისტემის Yandex-ის ფაილსაცავი რომელსაც მრავალი ენის მხარდაჭერა აქვს და საკამოდ დახვეწილი პროდუქტია მეტწილად ყველა ფაილსაცავი ერთმანეთს გავს მაგრამ მომხმარებლები ამა თუ იმ ნიშნის გამო სხვადასხვა საიტს ანიჭებენ ყურადღებას. Disk-ზე ატვირთული ფაილების დახარისხება შეიძლება თქვენივე შექმნილ საქაღალდეებში ანუ ფოლდერებში. წაშლილი ფაილები კი ადვილად შეგიძლიათ აღადგინოთ Yandex Disk-ის გამოსაყენებლად დარეგისტრირებული უნდა იყოთ Yandex-ზე. მე პირადად ეს სერვისი ძალიან მომწონს და აქტიურად ვიყენებ.
df3f1f6371fd
Cloud MailRu – ფაილსაცავების აქტიურად გახსნას ცნობილი კომპანიების მიერ არც რუსული საძიებო და ელექტრონული ფოსტის სისტემა ჩამორჩა და მანაც შემოგვთავაზა ფაილსაცავი მისი გამოყენებისათვის დარეგისტრირებული უნდა იყოთ MailRu-ზე იგი რაღათქმაუნდა სხვა ფაილსაცავებს გავს და როგორც სხვაგან ასევე აქაც შეიძლება ფაილების ატვირთვა და სურვილისამებრ გამოყენება ასევე Cloud-ის მობილური აპლიკაციის გადმოწერა და ტელეფონით მოხმარება.

მსგავსი ამბები

Back to top button