ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

ცნობილი საიტები (15 ნაწილი)


Myspace – ცნობილი სოციალური ქსელი რომელის დაარსდა 2003 წელს კრის დევულფის და ტომ ანდერსონის მიერ საიტი ხელმისაწვდომია 14 ენაზე.

Myspace – საიტი ძირითადად გათვლილია მომხმარებლებზე რომელთაც უყვართ მუსიკა ცხელ-ცხელი სიახლეები შოუბიზნესიდან და საკუთარი ინტერნეტების შესაბამისად ადამიანების გაცნობა. საიტზე რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც კლასიკურად ელ-ფოსტის გამოყენებით ასევე შეიძლება Facebook-ზე და Twitter-ზე ავტორიზაციის გავლა და მსგავსად რეგისტრაცია ანუ საიტზე შეხვალთ Facebook-ზე ან Twitter-ზე გამოყენებული ელ-ფოსტის და პაროლის გამოყენებით. საიტზე აქტიურად ნახლდება ინფორმაციები სელებრითების შესახებ ასევე შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიოს ცნობილი რადიოების ჰიტები და მოუსმინოთ მათ ონლაინ რეჟმში. საიტზე ყოფნის დროს ამოგიგდებთ საიტის დაბლა მოცემულ პატარა ფლეიერს სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ სასურველი სიმღერა და Myspace-ზე ყოფნის დროს მოუსმინოთ მას. ცნობილ მომღერლებს აქვთ Myspace-ს გვერდები ამიტომაც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი მუსიკალური შემსრულებლის გვერდისთვის თვალის დევნება და სიახლეების ნახვა. საიტს ყავს მომხმარებლების ფართო აუდიტორია ამიტომ არ გაგიჭირდებათ თქვენს მუსიკალურ გემოვნებასთან და ინტერნესებთან ადამიანის დამთხვევა და ინტერესების მიხედვით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მათი მოძებნა. საიტს აქტიურად არ მოიხმარენ საქართველოდან მაგრამ ასე თუ ისე მომხმარებლები ჩვენი ქვეყნიდანაც არიან. ვიდეოების მოყვარულთათვის აქ სპეციალური კატეგორიაა სადაც მომხმარებლების მიერ ატვირთულ ვიდეოების იხილავთ.

Myspace-ზე დარეგისტრირების შემდეგ შეგიძლიათ თქვენს გვერდზე განათავსოთ ფოტოები ასევე სხვადასხვა ლინკები და სიახლეები რათა ისინი გაუზიაროთ მეგობრებს. ასევე მეტი სილამაზისთვის შეგიძლიათ თქვენი პერსონალური გვერდის გალამაზება უკანა ფონებით და მრავალფეროვანი Wallpaper-ებით. ისევე როგორც ყველა სოციალურ ქსელში Myspace-ზეც არის მესიჯების სისტემა მაგრამ ის არც თუ ისე დახვეწილია ამიტომაც მე არ გამჩენია მიმოწერის სისტემით სარგებლობა. საიტი ძირითადად რახან გათვლილია მუსიკაზე აქ მეტწილად იკრიბებიან მუსიკის მსმენელები და ადამიანები ვისაც აქტიურად აინტერესებს შოუ-ბიზნესი ამიტომაც არამგონია ვინმე აქტიურად მოიხმარდეს მაინც და მაინც მესიჯების სისტემას რადგან საიტის ძირითად სპეციფიკაში ნამდვილად არ დევს მესიჯები და ხალხის აქტიური გაცნობა. ამისათვის არსებობს სხვა ბევრი სოციალური ქსელი მაგალითისათვის Facebook და ბევრი სხვა.

საიტს აქვს აპლიკაციები Android სისტემისთვის ასევე IOS და Windows Phone-სთვის ეს აპლიკაციები საკმაოდ დახვეწილია და მისი ჩაწერა და მოხმარება თავისუფლად შეგიძლიათ. Myspace პოპულარობით ძირითადად მაშინ სარგებლობდა როდესაც ის დაარსდა და სწორედ დაარსებიდან პირველ რამოდენიმე წელიწადში ჰყავდა ბევრი მომხმარებელი მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მისი პოპულარობა მცირდება განსხვავებით მისი კონკურენტი სოციალური ქსელებისგან მაგალითად Facebook-ისგან და Twitter-ისგან რომლის ნაირი შედეგებიც Myspace-ს ალბათ არასოდეს ექნება თუ რაიმე სასწაული არ მოხდა. მიუხედევად საიტის რეიტინგის კლებისა საქართველოში აქტიურად იციან ამ საიტის შესახებ და უცხოელებიც ინფორმირებულნი არიან. სტატიის ბოლოში გეტყვით რომ თუ გინდათ საიტით სარგებლობა იმ მიზნით რომ ადამიანები გაიცნოთ ცოტაა ამის შანსი მაგრამ მათთვის ვისაც მუსიკალური სიახლეები აინტერესებს ეს საიტი ნამდვილად გამოგადგებათ.

loading...
თეგები
Close
Close