თბილისი Live
“თბილისი LIVE” უკვე კარგა ხანია, 2010 წლის აპირილიდან გადის “ტელეიმედის” ეტერში. შოუ-ბიზნესი, კულტურა და ცნობილი ადამიანები, ეს გადაცემის მთავარი თემებია. კვირაში ერთხელ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების, ელიტარულ პრეზენტაციების, ასევე ცნობილი ბრენდებისა, თუ პერსონების შესახებ ვიღებთ ინფორმაციას.
გადაცემის ეთერში გასვლას საზოგადოება სხვა და სხვა კუთხით შეხვდა, ზოგს მოეწონა “თბილისი LIVE-ის” იდეა, ზოგსაც პირიქით. თუმცა გადაცემის ვარგისიანობაზე მეტად ჩოჩქოლი და მითქმა-მოთქმა მისმა წამყვანმა თიკო სადუნიშვილმა გამოიწვია.
ეს გოგონა კარგა ხანი, უფრო ზუსტად 3 წლის განმავლობაში აღარ ჩანდა ეკრანზე და მისმა ასეთმა უეცრად, თან ასეთ ამპულაში გამოჩენამ დიდი გაკვირვება გამოიწვია. დიდი ხნის წინ, ლექს-სენთან ჩაწერილმა დუეტმა თიკოს ნამდვილად მოუტანა პოპულარობა. მათი სიმღერა “გესმოდეს” თვეების განმავლობაში არ თმობდა ათეულების პირველ ადგილს, მაგრამ გავიდა დრო, სცენაზე შორტებიანი, ქერა მომღერალი გოგო ბევრს გადაავიწყდა და ვინ იფიქრებდა, რომ 3 წლის შემდეგ ამხელა ცვლილებით დაუბრუნდებოდა ეკრანს.
ასე იყო თუ ისე, თიკომ ყურადღება არ მიაქცია მის წინააღმდეგ აბობოქრებულ ჭორებსა თუ პრეტენზიებს და პატიოსნად განაგრძო გადაცემაზე მუშაობა, რომელიც თან და თან, უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. ზაფხულის თვეებში თბილისსაც არ დასჯერდა და ბათუმისაკენ აიღო გეზი, სადაც სხვა და სხვა “ივენთების” ნაკლებობას არავინ უჩიოდა და არც ცნობილი სახეების პოვნა გაგიჭირდებოდათ. როგორც შემდგომში გახდა ცნობილი თიკოს თან 3 ჩემოდანი, 5 საცურაო კოსტუმი და 60 კაბა ჰქონია წაღებული. :lol2: საცურაო კოსტუმების არ ვიცი, მაგრამ აშკარა იყო კაბებს მშვენივრად ირგებდა და ყოველ კვირას ბათუმის სხვადასხვა დაწესებულებებიდან კეკლუცად ესალმებოდა მაყურებელს.
დღესდღეობით “თბილისი LIVE” ერთ-ერთ საკმაოდ ყურებად გადაცემად ითვლება. ჭორებიც წამყვანისა და “LIVE-ს” შესახებ შედარებით ჩაცხრა, თუმცა ერთიც და მეორეც ყოველთვის ექცევიან ყურადღების ცენტრში და მათ შესახებ საუბარზეც არავინ ამბობს უარს.
Lexseni-tiko – gesmodes(Fans.ge) by – N.B
P.S. იმედი მაქვს პოსტზე დადებულ სიმღერას იუმორით შეხედავთ და უაზრო კომენტარერების წერას არ დაიწყებთ მასთან დაკავშირებით. :)