გართობაკულტურა

ყველაზე მდიდარი მიცვალებულები

fd540987173e

ჟურნალმა Forbes იმ უმდიდრესი ადამიანების ტრადიციული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც „შოულობენ“ ფულს. ამჯერად ყველაზე მდიდარი გარდაცვლილების სიაში პირველი ელიზაბეტ ტეილორია, რომელიც 2011 წლის მარტში გარდაიცვალა. მან უკან ჩამოიტოვა მაიკლ ჯეკსონი, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო.

Forbes–ის შეფასებით, ელიზაბეტ ტეილორმა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე 210 მილიონი დოლარი „გამოიმუშავა“. ამ თანხის ნაწილი იმ აუქციონებიდან შემოვიდა, რომელზეც მსახიობის სამკაულები, ტანსაცმელი და პირადი ნივთები გაიყიდა.

 

მაიკლ ჯეკსონის წლიური შემოსავალი Forbes–მა 145 მილიონ დოლარად შეაფასა. წინა წელს მისი მუსიკალური პროდუქციისა და სუვენირების გაყიდვით ოჯახმა 170 მილიონი დოლარი მიიღო. მესამე ადგილზე ამ სიაში 55 მილიონით ელვის პრესლია. სულ უმდიდრესი მიცვალებულების სიაში 13 ადამიანია შეყვანილი. იგი ასე გამოიყურება:

 

1.ელიზაბეტ ტეილორი – 210 მილიონი;

 

2. მაიკლ ჯეკსონი – 145 მილიონი;

 

3. ელვის პრესლი – 55 მილიონი;

 

4. ჩარლზ შულცი – 37 მილიონი;

 

5. ბობ მარლი – 17 მილიონი;

 

6. ჯონ ლენონი – 12 მილიონი;

 

7. მერილინ მონრო – 10 მილიონი;

 

8. ალბერტ აინშტაინი – 10 მილიონი;

 

9. დოქტორ სიუზი – 9 მილიონი;

 

10. სტივ მაკკუინი – 8 მილიონი;

 

11. ბეტი პეიჯი – 8 მილიონი;

 

12. რიჩარდ როჯერსი – 6 მილიონი;

 

13. ჯორჯ ჰარისონი – 5,5 მილიონი.

 

წყარო : http://www.geworld.ge

gugito93

:)) ,,,

მსგავსი ამბები

Back to top button