ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

ცნობილი საიტები (14 ნაწილი)


AskFm – სოციალური ქსელი რომელიც დაარსდა 2010 წელს ირლანდიაში მარკ ტერებინის მიერ საიტი ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე.

სოციალური ქსელი რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში იქნებოდა 2010 წლისთვის სიახლე იყო ამიტომაც საიტი ხალხმა ადვილად აიტაცა და მომხმარებელთა რიცხვიც მნიშვნელოვნად გაიზარდა საიტზე დარეგისტრირების შემდეგ შეგიძლიათ ატვირტთოთ ფოტოები ისევე როგორც ყველა სოციალურ ქსელში საიტი ძირითადად გამოიყენება კითხვა-პასუხისთვის ამიტომაც თქვენთვის სასურველ ადამიანებს შეგიძლიათ დაუსვათ სასურველი კითხვები როგორც საჯაროდ ასევე პრივატულადაც. საჯარო კითხვებს უფრო ხშირად შეხვდებით საიტზე მაგრამ პრივატული კითხვების ფუნქციის დამატების შემდეგ გაიზარდა პრივატული კითხვების რომელსაც მხოლოდ გამგზავნი და მიმღები ნახულობენ როგორც პასუხამდე ასევე პასუხის გაცემის შემდეგაც. როგორც პოსტის დასაწყისში ვახსენე საიიტ მრავალ ენაზეა თარგმნილი მათ შორის ქართულადაც რადგან საიტზე ქართველი მომხმარებლები საკმაოდ მრავლად არიან და რაც მთავარია აქტიურად არიან ჩართულნი კითხვა-პასუხის რეჟმში. საიტის აპლიკაციები ხელმისაწვდომია თანამედროვე სმატფონებზე.

ძველი დიზაინის და ახალი დიზაინის სურათები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.


AskFm – სიახლეებს ხშირად გვთავაზობს ბოლო და მნიშვნელოვანი განახლება მოხდა მაშინ როდესაც შეიცვალა საიტის ძველი დიზაინი და მნიშვნელოვნად დაიხვეწა დიზაინი და ინტერფეისი რაც უფრო მოსახერხებელი გახდა მომხმარებლებისთვის. საიტზე დასმული კითხვები და ასევე თქვენი ანგარიში ანუ პროფილი შეგიძლიათ გააზიაროთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში რადგან მეგობრებმაც აქტიურად დაგისვან კითხვები. მათთვის ვისაც სურს რეგისტრაციის მარტივად გავლა შესაძლებელია სოციალური ქსელების ანგარიშის მიბმა საიტზე და მარტივად რეგისტრაცია რის შემდეგაც პირდაპირ სხვა სოციალური ქსელიდან გაივლით ავტორიზაციას მათ კი ვისაც კლასიკური რეგისტრაცია სურს შეუძლია შეავსოს რეგისტრაციის ფორმა და დარეგისტრირდეს.

საიტზე დიდი ყურადღება ეთმობა ცენზურას და იკრძალება უხერხული ასევე ინტიმური შეკითხვების საჯაროდ დასმა და თუ მაინც და მაინც ასეთ შეკითხვებზე პასუხი გაინტერესებთ უნდა მონიშნოთ პრივატული კითხვის განყოფილება მაგრამ თქვენ დაბლოკვისგან დაზღვეული არც მაშინ ხართ რადგან ვისაც კითხვას დაუსმევთ შეიძლება გაასაჩივროს მესიჯი რადგან ის უცენზუროა და დიდი ალბათობის დაიბლოკებით რაც ნამდვილად არაა კარგი და მიზანშეწონილი.  გვერდის გალამაზების მხრივ საიტს მრავალი უკანა ფონი აქვს რომლის მონიშვნის და არჩევის შემთხვევაში თქვენი პროფილის უკანა ფონი სურვილისამებრ და სასურველი დიზაინით შეიცვლება რაც რათქმაუნდა მნიშვნელოვნად გაალამაზებს თქვენს პერსონალურ გვერდს და შესძენს მეტ ელეგანტურობას. მათთვის ვისაც სურს ხალხის გაცნობა და საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება ასევე თქვენთან დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა ეს ნამდვილად კარგი ადგილია დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.

 

loading...
თეგები
Close
Close