ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

საქართველო და მსოფლიო


ამ პოსტში წარმოგიდნენთ მონაცემებს თუ რა ადგილი უჭირავს სხვადასხვა კომპონენტში საქართველოს მსოფლიოს მაშტაბით. 

მშპ – მთლიანი შიდა პროდუქტი მას ასევე მოიხსენიებენ როგორც ერთობლივი შიდა პროდუქტი ეს არის ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის ამ შემთხვევაში საქართველოს საზღვრებს შიგნით წარმოებული პროდუქციისა ან მომსახურების საერთო ღირებულება. მშპ ხშირად და მეტწილად განსაზღვრავს ცხოვრების დონეს ქვეყანაში ბოლო 2015 წლის მონაცემებით ერთ სულ მოსახლეზე მშპს მონაცემების მიხედვით საქართველო 115 ადგილზე იმყოფება. 2014 წელს ქვეყანა 114 ადგილზე იყო ამ კომპონენტში ჩვენ ძალიან ბევრი განუვითარებელი ქვეყანა გვისწრებს. პირველ ათეულს კი იკავებენ ლუქსემბურგი, შვეიცარია, ყატარი, ნორვეგია, ამერიკის შეერთებული შტატები, სინგაპური, ავსტრალია, დანია, ისლანდია და სან მარინო.

ადამიანის განვითარების ინდექსი – ეს მონაცემი აერთიანებს ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლის განგრძლივობას ასევე განათლების დონეს და მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემებს ერთ სულ მოსახლეზე. გაეროს ეგიტით აღიარებულია ადამიანის განვითარების განმსაზღვრელ საშუალებად. 2015 წლის მონაცემებით ამ ნიშნულში საქართველო 76 ადგილზე იმყოფება. პირველ ათეულს კი შემდეგი ქვეყნები ინაწილებენ ნორვეგია, ავსტრალია, შვეიცარია, დანია, ნიდერლანდები ანუ ჰოლანდია, გერმანია, ირლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და ახალი ზელანდია.

მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით საქართველო 131 ადგილზე იმყოფება.

ფართობის მიხედვით საქართველო 119 ადგილზეა.

მიუხედავად იმისა რომ არც თუ ისე სახარბიელო მონაცემებია მაინც უნდა აღინიშნოს საქართველოს პროგრესი ბოლო წლებში დამოუკიდებლობიდან დღემდე. საქართველომ ძალიან ბევრს მსგავს მონაცემებში მიაღწია პროგრესს იგივე როგორიც არის ეკონომიკური განვითარების ინდექსი და სავაჭრო განვითარება ასევე საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანაა ინვესტორებისთვის და ბიზნესის წამოსაწყებად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ქვეყანამ წარმოებული პროდუქცია გაიტანა ევროპის ქვეყნებში რითიც საქართველოს პრესტიჟ ერთი-ორად ამაღლდა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close