გასართობისაკითხავისასარგებლო

10 სასარგებლო პროდუქტი, რომ ტკბილად დაგეძინოთ


ალბათ ყველა ადამიანმა იცის ის, რომ გახდომისთვის დაძინებამდე 2 საათის განმავლობაში არაფერი არ უნდა ჭამოს, მაგრამ დაძინებამდე ყველა ადამიანს უჩნდება სურვილი შეიხედოს მაცივარში, მაგრამ არის კარგი ამბავიც: ზოგჯერ ღამითაც შეიძლება შეჭამოს ადამიანმა რაიმე სასარგებლო და თან ისე, რომ არ გასუქდეს.

ბანანი

არ გეძინებათ? შეჭამეთ ბანანი. ბანანი მდიდარი არის კალიუმით რაც ახდენს ადამიანის კუნთების მოდუნებას და დასვენებას. მწვანე ხილი კალიუმის გარდა ასევე შეიცავს მაგნიუმს, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ნერვების დაწყნარებას.

ორაგული

წითელი თევზის სტეიკი არის იდეალური ვახშამი, რომელიც გარანტიას გაძლევთ, რომ ტკბილად დაგეძინებათ. ამაში დარწმუნებულები არიან არამხოლოდ დიეტოლოგები, არამედ ფსიქოლოგებიც. ორაგულში არის ცხიმიანი მჟავა ომეგა-3. დამტკიცებულია ის, რომ ეს მჟავა ახდენს სტრესის ჰორმონების მოზღვავებას და უზრუნველყოფს სიწყნარეს და სასიამოვნო განწყობას ადამიანში. კიდევ რა არის საჭირო ტკბილი ძილისთვის?

ალუბლის წვენი

არ გეძინებათ? დალიეთ, ოღონდ არა ალკოჰოლი, არამედ ერთი ჭიქა ალუბლის წვენი. 2010 წელს ავტორიტატულმა და სპეციალიზირებულმა ჟურნალმა Journal of Medicinal Food ჩაატარა გამოკვლევა იმ ადამიანებზე, რომლებიც იტანჯებიან უძილობით. მიზანი იყო ჰიპოთეზის დამტკიცება ან გაქარწყლება, რომლის თანახმადაც ალუბლის წვენი არის მელატონინის ბუნებრივი წყარო, რომელსაც შეუძლია არასასიამოვნო სიმპტომების შემსუბუქება. მეცნიერების ვარაუდი გამართლდა. წითელი სასმელი მართლაც ეხმარება ადამიანს დაძინებაში, ასევე ალუბლის წვენს იდეალურ კომპანიონობას უწევს სოიოს რძე და ცოტაოდენი ყინული. დალიეთ ეს კოქტეილი და ტკბილად დაიძინეთ.

კომბოსტო

საქართველოში კომბოსტო ასოცირდება ან ტოლმასთან ან ბორშთან, მაგრამ არა ძილთან, მაგრამ სულ ტყუილად. კომბოსტოს ფოთლები შეიცავენ მაგნიუმს და კალიუმს, რაც ბანანის მსგავსად ხელს უწყობს ადამიანის სასიამოვნო ძილს. ამგვარად კომბოსტოს ფოთოლი ღამით არავის არ აწყენს და ზედმეტ კალორიებსაც არ შეიცავს.

ნუში

მაგნიუმი+პროტეინი=კარგ ღრმა ძილს; მაგრამ ნუშიც ბევრი არ უნდა მოგივიდეთ რადგან ის ძალზედ კალორიული პროდუქტია.

კვერცხი

რა არის ცილების საუკეთესო წყარო? რათმაუნდა კვერცხი. რა კავშირშია ცილებთან ძილი? ცილები ასტაბილურებენ შაქრის დონეს სისხლში, რაც პირდაპირ კავშირშია სასიამოვნო ძილთან. ასე, რომ ორი ცალი მაგრად მოხარშული კვერხი არის არამხოლოდ კარგი საუზმე, არამედ კარგი ვახშამიც.

რძე

დედებს და ბებიებს ტყუილაზე არ ასმევენ ბავშვებს რძეს საღამოობით. რძე არის ალფა-ამინომჟავების და ტრიპტოფანის ერთ-ერთი მთავარი წყარო. ტრიპტოფანიდან ხდება მელატონინის ჩამოყალიბება – ჰორმონისა, რომელიც არეგულირებს დღეღამურ რითმებს. ასე, რომ თბილი და ოდნავ ტკბილი რძით სავსე ერთი ჭიქა – ნამდვილად უნივერსალური საშუალებაა “შიდა დროების” კორექტირებისთვის, თუკი მათ უეცრად გიმტყუნეს.

ნატურალური მარცვლებისგან დამზადებული მიუსლი

წინა პუნქტში ჩვენ გავიგეთ თუ როგორ გვეხმარება რძე დაძინებაში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მიკროელემენტები, რომლებსაც შეიცავს მარცვლეული უფრო ეფექტურად ახდენს ტრიპტოფანის ტრანსპორტირებას პირდაპირ ტვინში. ასე, რომ მიუსლი და რძე ნამდვილად კარგი წყვილია, მაგრამ საუზმესთვის ეს ვარიანტი არ მუშაობს, იგივე “ძილიმომგვრელი” ეფექტის გამო.

შვრიის ღერღილი

შვრიის ღერღილი არის კიდევ ერთი ტრადიციული საუზმე, რომელიც როგორც აღმოჩნდა კარგად ესადაგება ვახშამსაც. შვრია ახდენს ორგანიზმის კალციუმის, კალიუმის და მაგნიუმის აუცილებელი დოზით მომარაგებას, რაც თავისთავად ხელს უწყობს სწრაფად დაძინებას. მთავარი წესი – ნაკლები შაქარი. შაქარი უმჯობესია შეინახოთ საუზმესთვის.

გვირილის ჩაი

ეს სასმელი პოპულარული ტყუილაზე არ არის. გვირილის ჩაი ახდენს არამხოლოდ ადამიანის სწრაფ დაძინებას, არამედ ახანგრძლივებს ღრმა ძილის ფაზებს, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის სასიამოვნო ძილს. გვირილა კარგად მოქმედებს მწვანე ჩაის მცირე დოზასთან ერთად, რომელიც არის რელაქსანტ – L-ტიანინის ბუნებრივი წყარო.

მსგავსი ამბები

Close
Close