გასართობისაკითხავიუცნაური

ყველაზე უცნაური საქორწილო ტრადიციები


ადამიანები ოჯახებს ქმნიან კაცობრიობის არსებობის დღიდან და საქორწილო ცერემონია ახალი ოჯახის შექმნაში ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს. ცერემონიისას წყვილები იხსენებენ ტრადიციებს, რწმენებს და ასრულებენ რიტუალებს. ზოგიერთი ტრადიცია არის ძალზედ უცნაური, მაგრამ იქნება მართლა იცხოვროს წყვილმა ერთად 100 წელი ამ ტრადიციის დაცვის შემთხვევაში.

კოცნა

შვედეთში საქორწინო წყვილის ერთმა ნახევარმა ვერ მოასწრო მიბრუნება, როდესაც მეორე უკვე სულ ჩაკოცნეს, დაწყებული ქოჩრიდან დამთავრებული ფეხებით.

დამტვრეული ჭურჭელი

გერმანიაში ახლად დაქორწინებულ წყვილებს ჩუქნიან ჭურჭელს, რომ მათ ის დაამტვრიონ და შეაშინონ ბოროტი სულები.

ქვითინი

ჩინეთში პატარძლებმა, რომლებიც ტუცზის ეთნიკური ჯგუფიდან არიან უნდა იქვითინონ დღეში ერთი საათი ქორწილამდე. 10 დღეში შვილს უერთდება დედა, ხოლო მომდევნო 10 დღეში მათ უერთდება ბებია.

ჩაკეტილი ახალგაზრდობა

ბორნეოზე ახალგაზრდებს კეტავენ 3 დღით ოთახში და ტუალეტში გასვლის უფლებასაც კი არ აძლევენ, ხოლო საკვებს და წყალს კი გადასცემენ.

ჭუჭყის დასხმა

შოტლანდიაში პატარძალს ქორწილამდე ხეზე აბამენ და ასხამენ ყველაფერ საზიზღრობას, თუ ის ამას გაუძლებს, მაშინ გაუძლებს ოჯახურ ცხოვრებასაც.

ჭუჭული

დაურული ეროვნების(ჩინეთი) წყვილმა ქორწილამდე უნდა მოკლას დანით ჭუჭული, შემდეგ უნდა უნდა გამოიკვლიონ მისი ღვიძლი. თუ ღვიძლი კარგია მაშინ დაიგეგმება ქორწილი თუ არა მაშინ საჭიროა პროცედურის ხელახლა გამეორება და ეს შეიძლება განმეორდეს არაერთხელ.

საჭმელები

საფრანგეთის ადრეულ წლებში საქორწინო ცერემონიის ბოლოს სტუმრები ყველა მაგიდიდან აგროვებდნენ საჭმელებს და ყრიდნენ ყველაფერს ერთ ქვაბში. მათ ის მიჰქონდათ წყვილის ოთახში და აიძულებდნენ მის ჭამას, რომ წვილს მოეკრიბა ძალები ქორწილის წინა ღამეს. დღეს მაგიდიდან აკრებილი საჭმელები ჩაანაცვლა შამპანურმა და შოკოლადებმა.

ცემა

კორეული საქორწილო ტრადიციის მიხედვით, პირველი საქორწილო ღამის წინ ქმარს ფეხებს უბამენ და ურტყამენ ტერფებზე ჯოხით. ასე ხდება ქმრის ძალის და მოთმინების გამოცდა.

სამნი

ზოგიერთ აფრიკულ სოფელში წყვილის პირველ საქორწინო ღამეს მათთან ერთად მიდის სოფლის უხუცესი ქალიც. ხშირად ასეთი როლი ერგება პატარძლის დედას.

საერთო სამუშაო

გერმანიაში არის ტრადიცია, რომლის თანახმადაც წყვილმა პირდაპირ ქორწილში უნდა გადაჭრას ხის მორი საერთო ძალისხმევით. ეს არის იმის სიმბოლო, რომ ურთიერთობები ეს არის შრომა და რეზულტატის მისაღებად საჭიროა ძალისხმევა.

თეგები
Close
Close