არქივი

9 მითიური რჩევა სახიფათო სიტუაციებში გადარჩენის შესახებ

94052d2ba34d
ყველა წიგნაკი გადარჩენის ან უსაფრთხოების შესახებ გვიყვება სირთულეების დაძლევის უამრავ შესაძლებლობებზე. მათი ყველა კითხულობს და სჯერა. გთავაზობთ 9 მითიურ რჩევას სახიფათო სიტუაციებში გადარჩენის შესახებ.

საკვების გარეშე
b3342ce2cbc5
ბევრ ადამიანს სჯერა, რომ სიცოცხლე შესაძლებელია საკვების გარეშე, მაგრამ ეს ასე არ არის. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები სპეციალურად მიდიან მოგზაურობაში პროდუქტების გარეშე და მხოლოდ წყლით. საქმე იმაშია, რომ ორგანიზმი მაინც იკვებება, მაგრამ მარაგით, რომელიც დაგროვებულია ქონის და სასარგებლო ნივთიერებების სახით მოგზაურობაში წასვლამდე.

გველის ნაკბენი
ec4b6121ecde
ყველამ იცის, რომ თუკი ადამიანს უკბენს შხამიანი გველი, მაშინ სასწრაფოდ აუცილებელია ჭრილობიდან შხამის ამოწუწვნა. ეს ყველაზე სახიფათო რჩევაა. შხამი ნერწყვით კიდევ უფრო სწრაფად ერევა სისხლს. უმჯობესია საერთოდ მოერიდოთ იმ რაიონებს, სადაც ბინადრობენ შხამიანი გველები.

თავის მომკვდარუნება
0321bc6df89b
ბევრი იძლევა რჩევას, რომ დათვთან შეხვედრისას უმჯობესია თავის მომკვდარუნება, მაგრამ ეს არ მუშაობს. თუკი წააწყდით დათვს და მის ბელებს, მაშინ შესაძლებელია თავის მომკვდარუნება, მაგრამ თუკი დათვის სანადიროთ გამოვიდა, მაშინ ეს თავის მომკვდარუნება ვეღარ გიშველით. საქმე იმაშია, რომ მურა დათვები თავს ესხმიან ზურგიდან და გარდა ამისა, ისინი ძალზედ ხარბიანები არიან ადვილათ ხელმისაწვდომი საკვების მიმართ, რომელიც თვითონ წევს გზაზე.

კაქტუსის წვენი
323799c2cb45
უდაბნო, სიცხე და უეცრად კაქტუსი. ბევრი თვლის, რომ კაქტუსში დიდი რაოდენობით წყალია, მაგრამ ეს წყალი შეიძლება აღმოჩნდეს სიცოცხლის უკანასკნელი წვეთი. თუკი დალევთ კაქტუსის წვენს, მაშინ თირკმელები შეწყვეტენ მუშაობას, რადგან კაქტუსის წყალში არის დიდი რაოდენობით ალკალოიდები, რაც გამოიწვევს ორგანიზმის პარალიზებას.

ზვიგენთან შეხვედრა
0ecb5d0109d8
ზვიგენები ძალზედ საშიში საზღვაო არსებები არიან. ისინი იშვიათად ესხმიან თავს ადამიანს, მაგრამ მაინც თუ დაესხმება ზვიგენი ადამიანს თავს, ყველამ იცის თუ რა უნდა ქნას – დაარტყას ზვიგენს ცხვირში. ზვიგენისთვის მუშტის ცხვირში ჩარტყმა ყოველთვის ვერ იხსნის ადამიანის სიცოცხლეს. ზვიგენმა რამდენიმე წამით შეიძლება გაუშვას მსხვერპლს კბილები, მაგრამ ის კიდევ უფრო აგრესიული აუცილებლად დაბრუნდა.

საჭმელად ვარგისიანი და საჭმელად უვარგისი
b68471ff53ed
ადამიანს საკვების გარეშე შეუძლია გაძლოს ერთი დღე, მაგრამ შემდეგ მაინც მოუნდება ჭამა. გარეულ ბუნებაში არის ბევრი მცენარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი შეიძლება ჩაიყარო პირში. არის სპეციალური ტესტი “საჭმელად ვარგისიანი და საჭმელად უვარგისი”, რომელიც აუცილებლად უნდა გაიარო და გაიგო, გადარჩებით თუ ვერა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის გარეულ ბუნებაში.

ალკოჰოლი ათბობს
d3c0a4c7221a
ალკოჰოლი აფართოვებს სისხლძარღვებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სისხლი კიდევ უფრო სწრაფად ცირკულირებს და სხეული თბება. მას შემდეგ რაც ალკოჰოლი მოხვდება ორგანიზმში, სისხლი ამოიწევა კანის ზედაპირზე და გექმნება გრძნობა, რომ გცხელა, მაგრამ ყველაფერი პირიქითაა. ადამიანი იყინება შიგნიდან, მაგრამ ის ამას ვერ გრძნობს.

შერჭობილი დანა
533002f7190d
თუკი მოხდა ისე, რომ ადამიანს დანა გაურჭეს სხეულში პირველი რასაც ის აკეთებს არის ის, რომ ცდილობს გამოიღოს სხეულიდან დანა, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება. აუცილებელია დანა დავტოვოთ სხეულში, დავაჭიროთ ჭრილობას ისე, რომ შევამციროთ სისხლის დაკარგვა და შევეცადოთ სწრაფად მოვხვდეთ საავადმყოფოში.

მიწისძვრის დროს დადექით კარის ზღურბლზე
91e2aa93d711
მიწისძვრის დროს არ უნდა დადგეთ კარის ზღურბლზე. თანამედროვე სახლებში კარებისთვის გაკეთებული ხვრელი კედლებში არცისე გამძლეა. თუკი მოხვდით ოთახის შიგნით მიწისძვრის დროს უნდა დაჯდეთ იატაკზე მაგიდის ქვეშ, არ ღირს გადაადგილება ან სცადოთ გარეთ გასვლა.

მსგავსი ამბები

Back to top button