TECH & მეცნიერებაგართობა

ბუდისტური ტაძარი – San Fran ტაილანდში

c15d180c719d
ამ საოცრებების ქვეყანაში, ტაილანდში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის მისი ღირსშესანიშნაობების სანახავად, რომ არაფერი ვთქვათ “თეთრი ტაძარზე”, რომელიც არქიტექტურის ნამდვილი შედევრია. ტაილანდის დედაქალაქი -ბანგკოკი აჯადოვებს ყველა მნახველს. ბანგკოკში მდებარეობს ისტორიული ძეგლები და 400-მდე ტაძარი. ამ პოსტში წარმოგიდგენთ უჩვეულო ბუდისტურ ტაძარს, რომელიც მდებარეობს პროვინცია სემ ფრენში (San Fran), დედაქალაქ ბანგკოკიდან (Bangkok) 45 კმ-ზე დასავლეთით. ტაძრის კომპლექსში არის ბუდას გიგანტური ოქროს ქანდაკება და რამდენიმე საშუალო ზომის სტატუა ტაძრის ცენტრალურ ნაწილში.

ef2f507916dd
ტურისტულ მიმზიდველობას შემდეგი ფაქტორი განაპირობებს: ეს არის 17 სართულიანი ვარდისფერი კოშკი, გიგანტური დრაკონით, რომელიც გარშემორტყმულია ტაძრის 17-ივე სართულის ირგვლივ… ყველაფერი ისეა დაპროექტებული, რომ კომბინირებულია ლისტი + ტრუბაკვადრატით და შესაძლებელია უსაფრთხოდ ასვლა ტაძრის გარედან, დრაკონის პირამდე; ხოლო ტაძრის შიდა ზოგიერთი ნაწილი დახურულია და დროებით დაკეტილია მნახველებისათვის.
c1bceab9b203
დრაკონის ბუდისტური ტაძარი- San Fran იშვიათადაა მოხსენებული ტურისტის მეგზურ-წიგნებში და რა თქმა უნდა, არ არის მონიშნული რუკებზე. მართალია, ზემოთ ნახსენები ტაძარი არ წარმოადგენს უდიდეს ღირშესანიშნაობას, თუმცა ბევრი ტურისტი და მოგზაური, რომლებმაც დრაკონის ტაძარი მოინახულეს, აფრთოვანებულები არიან იმ გამხნევებული, მშვიდი ატმოსფეროთი, რომელიც სუფევს ამ ადგილას.
ab70d2f428db
ვინ დააპროექტა ტაძარი და როდის იყო ის აშენებული, სამწუხაროდ რჩება საიდუმლოდ…
a36aba86b69b
c15d180c719d

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button