გასართობისაკითხავისასარგებლო

ჟან ბედელ ბოკასა – ყველაზე სასტიკი კანიბალი მმართველი


კაცობრიობის ისტორიაში არიან ქარიზმატული და ასევე სასტიკი მმართველებიც. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჟან ბედელ ბოკასა, რომელიც XX საუკუნეში იკავებდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის იმპერატორის პოსტს. მმართველს უყვარდა ადამიანის ხორცის ჭამა. ბოკასა სახელმწიფოს სათავეში სამხედრო გადატრიალების შედეგად, რაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.

საშინელი ბოკასა

ამ მმართველის სახელი დღესაც შიშს გვრის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობას. ჟან ბოკასამ გაიკეთა ბრწყინვალე სამხედრო კარიერა. ეს ადამიანი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში საფრანგეთის მხარეს. ომის შემდეგ ბოკასა დაბრუნდა მშობლიურ ქვეყანაში, სადაც მოაწყო სამხედრო გადატრიალება და დაამხო ბიძამისის მთავრობა. ამან საშუალება მისცა ახალგაზრდა და ამბიციურ აფრიკელს დაეკავებინა მმართველის სავარძელი.
ჟან ბოკასას კორონაცია დაჯდა 20 მილიონი დოლარი, რაც უღარიბესი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისთვის რამდენიმე წლის ბიუჯეტია, მაგრამ იმპერატორს ეს ფაქტი არანაირად არ ანაღვლებდა. ამის გარდა ბოკასამ შეუკვეთა სუფთა ოქროსგან დამზადებული სამეფო ტახტი, რომლის წონაც შეადგენდა 2 ტონას.
იმპერატორს ძლიერ უყვარდა ქალები. ბოკასას ჰყავდა 17 ცოლი და მის მიერ აღიარებული 77 შვილი, მაგრამ მემკვიდრეები აღზრდაში ის მონაწილეობას არ ღებულობდა. იმპერატორი თავის შვილებს უკრძალავდა მხოლოდ “ღორის შაქრის” გასინჯვას, ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ადამიანის ხორცს. ბოკასა ნერვიულობდა იმაზე, რომ ადამიანის ხორცის გემოს გასინჯვის შემდეგ მის შვილებს მოუნდებოდათ მისი სამეფო ტახტიდან ჩამოგდება.

კანიბალი

თვითონ ბედელ ბოკასა აღმერთებდა ადამიანის ხორცს, განსაკუთრებით მისი მტრების ხორცს. მისი სასახლის მზარეულებს ხშირად აიძულებდნენ ადამიანის ხორცი მოემზადებინათ სხვადასხვა სოუსებში. ბოკასა არ ერიდებოდა ამდაგვარი კერძებით უცხოელი დიპლომატების გამასპინძლებას. ხშირად კანიბალი მმართველი ეპატიჟებოდა მოკლული ადამიანების ოჯახის წევრებს და ცინიკურად სთავაზობდა მათი ნათესავის ხორცის გასინჯვას. თუკი ადამიანები უარს ამბობდნენ ჭამაზე, მაშინ მათ უმალვე სიკვდილით სჯიდნენ. როდესაც ბოკასა საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, ის თავის ჩემოდანში ალაგებდა ადამიანის ხორცით დაკონსერვებულ რამდენიმე ქილას.
კანიბალ მმართველს განსაკუთრებით უყვარდა ლამაზი ქალების ხორცი. ბოკასას სასადილო მაგიდაზე აღმოჩნდა “მის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა”. გამარჯვებულმა ერთი დღეც კი ვერ იცოცხლა ტრიუმფის შემდეგ.

მმართველობის დასასრული

თავისი ძალაუფლებით ჟან ბედელ ბოკასა ტკბებოდა 1979 წლამდე. გადატრიალების შემდეგ ის აღმოჩნდა პატიმრების სავარძელზე. ყოფილი იმპერატორი დაადანაშაულეს უამრავ მკვლელობაში, კანიბალიზმში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. ბოკასა სასამართლოს არწმუნებდა, რომ მოწინააღმდეგეებს ის კლავდა მხოლოდ სარიტუალო მიზნებისთვის და არ ჭამდა მათ ხორცს. თავდაპირველად კანიბალს მიესაჯა სიკვდილით დასჯა, შემდეგ კი განაჩენი შეცვალეს 20 წლიანი პატიმრობით, მაგრამ ციხეში ჯდომის ვადა შეუმცირეს 6 წლამდე და ბოკასა 1993 წელს გაანთავისუფლეს. რამდენიმე წელწადში ყოფილი კანიბალი მმართველი გარდაიცვალა გულის შეტევით.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close