გასართობისურათებიუცნაური

მდიდარი, ცნობილი სელებრითების იაფფასიანი ავტომობილები (ნაწილი 2)


წარმოგიდგენთ ზოგიერთი მდიდარი, ცნობილი ადამიანების ათეულს, რომლებიც გამოიმუშავებენ იმდენ ფულს, რომ არც კი იციან რა მოუხერხონ ამდენ თანხას -მოკლედ მათზე ითქმის „ფული ჩეჩქივით“ აქვთ-ო. ყველა სელებრითს, რომელიც განხილული იქნება დღევანდელ სიაში, აქვს საკმაოდ დიდძალი ქონება, ბევრი ფული, მაგრამ ყველა ისინი, რატომღაც, რაღაც მიზეზის გამო მგზავრობისთვის სიამოვნებით ირჩევენ იაფფასიან ავტომობილებს.
6) კლინტ ისტვუდი – (Clint Eastwood)

რეჟისორი და მსახიობი, კლინტ ისტვუდი (Clint Eastwood) ფლობდა საკუთარ კომპანიას Malpaso; სახელი გაითქვა სერჯიო ლეონეს ფილმებში მონაწილეობით, ამჟამად ისტვუდი ფლობს $375 მლნ კაპიტალს; მისი ჰონორარი მთავარი როლისათვის ხშირად შეადგენდა $5 მილიონ დოლარზე მეტს.
მსახიობი ატარებს GMC Typhoon, რომელიც ღირს დაახლოებით $30 000 დოლარი. ეს ავტოტრანსპორტი არის ყველაზე სწრაფი ჟიპი, რომელსაც შეუძლია განავიტაროს 100 კმ/სთ 5,3 წამში. გარდა ამისა, კლინტ ისტვუდის ეს მანქანა შეკვეთით იყო დამზადებული. გარდა ამ მანქანისა, მას ყავს Hennessey Venom GT, ორმაგი-ტურბოთი და V-8 ცილინდრიანი, რომელშიც გადაიხადა $1,200,000. ამ ავტომობილის წლიური წარმოება საკმაოდ შეზღუდულია და წელიწადში მხოლოდ 10 მოდელი გამოდის.
7) ჯენიფერ ლოურენსი – (Jennifer Lawrence)

ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი, რომელიც არის ოქროს გლობუსისა და ოსკარის ჯილდოების ლაურეატი, ფლობს $75 მილიონიან კაპიტალს და აგრძელებს ასე, ვთქვათ „თავბრუსდამხვევ“ კარიერას. ფილმი „შიმშილის თამაშები:(” The Hunger Games: Catching Fire”) გამოვიდა 2012 წელს და 3 დღეში ჯენიფერმა 25 მილიონი დოლარი გამოიმუშავა . ასეთი სიმდიდრის მფლობელი ლორენსი მართავს Volkswagen Eos, რომელიც ღირს დაახლოებით $35000 დოლარი…
Volkswagen Eos-ეს კომპაქტური სპორტული მანქანაა, რომელიც იწარმოება 2006 წლიდან, თუმცა ლოურენს თავისუფლად შეეძლო ყოლოდა ყველა დროის ყველაზე ლამაზი მანქანა Maybach Landaulet $1,380,000…
8) კონან ო’ბრაიენი – (Conan O’Brien)

კონან ო’ბრაიენი არის ამერიკელი კომიკოსი, ტელეწამყვანი და სცენარისტი. 2010 წელს ო’ბრაიენმა საკუთარი პროგრამა „კონანი“ დაიწყო. ცნობილი კომიკოსი ალბათ, ძალიან ამაყობს თავისი 1992 წლის Ford Taurus SHO-ით. მაგრამ, ისმის კითხვა, თუ რატომ ეს პიროვნება, რომელიც ფლობს $75 მლნ. დოლარს და $20 მილიონიან ვილას Pacific Palisades-ში, მგზავრობს ასეთი იაფფასიანი ავტომობილით?
კონან ო’ბრაიენს შეუძლია არ თქვას, თუ ასე ძალიან რატომ უყვარს ეს მანქანა, მაგრამ ფფაქტია, რომ ის ხშირად იღებს ფოტოებს Ford Taurus SHO-ის ფონზე. ეს მანქანა, რასაკვირველია, არ არის მხოლოდ ერთადერთი, რომელსაც ფლობს ცნობილი ტელეწამყვანი, მაგრამ უეჭველად, ეს არის კონანის ყველაზე ცნობილი „რკინის ცხენი“;
9) დევიდ სპეიდი – (David Spade )

1990-იან წლებში, მსახიობის და კომიკოსის ბრწყინნვალე, თვითმყოფადი თამაში აიძულებდა მაყურებელს ეცინა და ეტირა. დევიდ სპეიდმა, როგორც მსახიობმა გამოიმუშავა $40 მილიონი ჯერ მარტო 2 ფილმით „ბინძური ჯო„ (Joe Dirt) და „დიკი რობერტსი: ვარსკვლავური ბავშვი“ (Dickie Roberts: Former Child Star). ამ თანხით დევიდს შეეძლო შეეძინა ძვირადღირებული, მდიდრული ავტომობილი, მაგრამ ამის ნაცვლად სპეიდმა აირჩია 1987 წლის „ბუიკი“ – Buick Grand National, რომლის ძრავის სიმძლავრე შეადგენს 245 ცხენის ძალას და არაფრით არ შორდება ამ ავტო-ტრანსპორტს; შეიძლება მიზეზი იყოს სენტიმენტალობაში, იმიტომ რომ მან შეიძინა Buick Grand National იმ წელს, როცა მისი დებიუტი იყო კინოში „პოლიციის აკადემია 4“.
10) მარკ ცუკერბერგი – (Mark Zuckerberg )

ცნობილი სოციალური ვებ-გვერდის Facebook-ის დამფუძნებელი და ბიზნესმენი- მარკ ცუკერბერგი დაახლოებით $ 46.5 მილიარდის მფლობელია; ცუ ერბერგმა Facebook შექმნა თანაკურსელებთან ერთად ჰარვარდში სწავლის პერიოდში, ხოლო რაც შეეხება მისი კომპანიის, Facebook Inc-ის ღირებულების ზუსტი შეფასება რთულია, რადგან მარკი არ ჩქარობს თავისი კომპანიის აქციების გამოშვებას და ბირჟაზე გამოტანას;
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ Facebook-ის დამფუძნებელი დაიწყებს დიდი თანხის დახარჯვას მდიდრულ მანქანებზე, მაშინ თქვენ ცდებით.
მარკმა შეიძინა სახლი პალო-ალტოში $7 მილიონ დოლარად და იმავე წელს მან შეიძინა ავტომობილიც -Acura TSX , რომელზეც დახარჯა მხოლოდ $30000 . Acura TSX-ის ძრავის მოცულობა შეადგენს 5 ლიტრს და აქვს 550 ცხენის ძალა. ეს კომპაქტური ავტომობილი დამზადებულია იაპონიაში და იყიდებოდა 2004 – 2014 წლებში …
ვაჟის-მაქსის დაბადებასთან დაკავშირებით, მარკმა თავის მეუღლეს პრისცილა ჩანის აჩუქა Maybach Landaulet, რომლის ღირებულება შეადგენს $1,380,000. ეს არის ყველაზე ძვირადღირებული სედანის კლასში და საერთოდ ყველზე მდიდრული მანქანებიდან, რაც ოდესმე შექმნილა. Maybach Landaulet იკავებს მე-4 ადგილს 10 ყველაზე ძვირადღირებულ მანქანათა შორის; მაგრამ პრისცილა ჩანი აცხადებს, რომ ის და მარკი, მანქანის თანხას ადამიანების პოტენციალის განვითარებასა და მომავალი თაობის ყველა ბავშვის თანასწორობისთვის დახარჯავენ. მათ მეორე შვილი-ქალიშვილიც შეეძინათ…

loading...

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close