არქივი

ეგვიპტის 5 ნაკლებადცნობილი ღირსშესანიშნაობა

68907d531bdb
ეგვიპტეს გააჩნია ძალიან მდიდარი და გრძელი ისტორია. ტურისტების უმეტესობას სურს იხილოს პირამიდები და სფინქსი, მაგრამ ფარაონების ქვეყანაში გარდა პირამიდებისა და სფინქსისა არის კიდევ ბევრი ღირსშესანიშნაობა. რა შეიძლება ნახოთ ეგვიპტეში?!

მსფოლიოში ყველაზე დიდი ობელისკი
eed1064af079
სახელიდან გამომდინარე, ამ ობელისკის მშენებლობა არ დასრულება. მისი ამოკვეთა დაიწყეს პირდაპირ კლდებზე, მაგრამ შემდეგ რაღაც მიზეზის გამო მიატოვეს. ობელისკი თარიღდება ჩვენს ერამდე XVI-XIII საუკუნით. ის, რომ დაესრულებინათ მაშინ გახდებოდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ობელისკი. მისი ზომებია: სიმაღლე 42 მეტრი, ხოლო წონა 1200 ტონაზე მეტი. ამ ღირსშესანიშნაობის წყალობით თანამედროვე მეცნიერებმა მიიღეს დიდი რაოდენობით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ამუშავებდნენ ქვას ძველი ეგვიპტელები.

ტაძარი ქალაქ კომ ომბოში
68907d531bdb
ამ ტაძრის ასაკი, რომელიც მდებარეობს ქალაქ კომ ომბოში შეადგენს 2000 წელს, მაგრამ ეგვიპტის უძველეს ღირსშესანიშნაობებთან შედარებით ის არის ძალზედ ახალგაზრდა ღირსშესანიშნაობა. ეგვიპტის ბევრი ტაძარი აშენებულია ერთი ღმერთისთვის, ხოლო ეს ტაძარი აშენებულია ორისთვის: ტაძრის ჩრდილოეთ მხარე განკუთვნილია შევარდნისთავიანი ღმერთისთვის გორასთვის, ხოლო სამხრეთ მხარე კი ნიანგისთავიანი ღმერთისთვის სებეკისთვის. აღსანიშნავია ის, რომ ტაძრის მხარები ერთმანეთის სიმეტრიულია. მართალია ტაძარი 2000 წლისაა მიწისძვრებმა და ნილოსმა თავისი შავი საქმე მაინც გააკეთეს. ტაძარში ბევრი საინტერესო არტეფაქტი იქნა აღმოჩენილი მათ შორის 300 მუმიფიცირებული ნიანგი.

ამარნის სტელები
1e757ef59425
უძველესი ეგვიპტის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი არის ეხნატონის მმართველობა, როდესაც მან უარყო ძველი საღვთო კულტები და ეგვიპტეში შემოიღო მონოთეისტური რელიგია, რომლის მიხედვითაც ეგვიპტე თაყვანს სცემდა მზის ღმერთ ატონს, მან ამის აღსანიშნავად ააშენა ქალაქი ამარნიც. ქალაქის გარე საზღვრებზე აღნიშნული იყო ის, რომ ამარნი თაყვანს სცემს ატონს. ეხნატონის მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და ფარაონის სიკვდილის შემდეგ ხალხი დაუბრუნდა ძველ რელიგიას. იმის შემდეგ გავიდა 3400 წელი და ამარნი გადაიქცა ნანგრევებად, მაგრამ ის სტელები, რომლებიც ერთ დროს ერტყა კედლებს დღესად დგანან.

მერიტამონის ქანდაკება
7a7ee201f563
რამზეს დიდმა თავისი ზედმეტსახელი მიიღო წარმატებული და დიდხნიანი მმართველობის გამო, ის ეგვიპტეს მართავდა ძვ.წ. 1279-დან 1213 წლამდე. ის საკმაოდ დიდხანს მართავდა, რომ მოენელებინა თავისი ცოლები და ცნობილი გახდა იმით, რომ ქორწინდებოდა თავის ქალიშვილებზე. სწორედ იგივე ბედი ეწია მერიტამონსაც. რამზესის და მისი საყვარელი ცოლის – ნეფერტარის შვილი გახდა დიდებული დედოფალი თავისი დედის სიკვდილის შემდეგ. ფარაონის ცოლობით მერიტამონმა მოიპოვა გამოსაჩენი ადგილი საზოგადოებაში. მის სამატივცემულოდ ტაძარ მინაში აგებული იქნა მერიტამონის ქანდაკება. ტაძარი მინა მდებარეობს ქალაქ აჰმიმში.

ჰათჰორის ტაძარი დენდერში
264759db748f
დენდერეს სატაძრო კომლექსი აღსანიშნავია იმით, რომ ის საკმაოდ კარგად იქნა შენახული და მას პრაქტიკულად არ შეხებიან შავი მთხრელები და არქეოლოგები. კომპლექსის მთავარი ღირსშესანიშნაობა არის ქალღმერთ ჰათჰორის ტაძარი. თავდაპირველად ის იქნა აშენებული პტოლემეების მმართველობის ეპოქაში, მაგრამ შემდეგ ტაძარში ცვლილებები შეიტანეს რომაელებმა.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button