გამოგონებაკრეატივისასარგებლო

Facebook Messenger-ი აპრილში რევოლუციურ ცვლილებებს გეგმავს

10012525_1456605284574137_1945039638_n
ვრცელდება ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ Facebook-ი საკუთარი Messenger აპლიკაციისათვის Bot Store-ის შექმნას აპირებს და ამის შესახებ ოფიციალურად აპრილში, F8 developer conference-ზე განაცხადებს.

Bot Store-ი მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს გადმოწერონ ავტომატური პროგრამების მთელი რიგი, რომელთაც ინტერაქცია პირდაპირ Messenger-ში შეეძლებათ.

ცვლილების შემდეგ მომხმარებლებს შეეძლებათ გადმოწერონ რობოტი, რომლის საშუალებითაც პიცის ან სასურველი საკვების შეკვეთას უბრალოდ მესიჯის გაგზავნით შესძლებენ. ასევე შესაძლებელი იქნება კინოს ბილეთებისა და რესტორნების დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, ბანკის ანგარიშის შემოწმება, ფრენებზე რეგისტრაცია და ეს ყველაფერი მხოლოდ ჭკვიანი რობოტისთვის მხოლოდ ერთი, ჩეულებრივი მესიჯის გაგზავნით. Facebook-ის რობოტს შეეძლება თავისუფლად ჩაანაცვლოს ბრაუზერი და სხვა აპლიკაციები, ყველაფერს თავი მოუყაროს ერთ მარტივ სერვისში.

რობოტის სერვისს უკვე კარგა ხანია რაც იყენებენ ისეთი ჩატ-პლატფორმები, როგორებიცაა Telegram-ი და Slack-ი.

წყარო : vitube.ge / 1tv.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close