გასართობიმისტიკაუცნაური

“13 ნამდვილი ადგილი,რომელიც ზღაპრულს გავს”

null

ზოგიერთი უდიდესი მწერალი,მთელ თავის ცხოვრებას განსაცვიფრებელი და გამაოგნებელი წარმოსახვითი სამყაროს შექმნას უძღვნიდა,რათა შემდგომ ისინი ჩვენთვის გაეცნო.თუმცა როგორც ჩანს ამ ყველაფრის ხილვა მათი დახმარების გარეშეც შესაძლებელია,უბრალოდ საჭიროა ტროტუარზე დაგდებულ საღეჭი რეზინის მიღმაც გავიხედოთ რათა შევძლოთ ამქვეყნიური მაგიური სამყაროების ხილვა-ცისარტყელას ფერებად შეღებილი მთებიდან დაწყებული იმ გამოქვაბულებით დამთავრებული,რომლებიც გალაქტიკასავით ანათებს.აქ 13 რეალური ადგილია რომელიც ერთი შეხედვით ზღაპრების წიგნიდან ამოგლეჯილ ფურცლებს გავს:

null

1)”ვაიტომოს გამოქვაბული.ახალი ზელანდია”

ვაიტომოს გამოქვაბული ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და მანათობელი მწერების ერთ-ერთი სახეობითაა დასახლებული,რომელსაც Arachnocampa luminosa ეწოდება.მანათობელი მწერების გამოქვაბული 1887 წელს აღმოაჩინეს მაორელმა ტეინ ტინორაუმ და ინგლისელმა მკვლევარმა ფრედ მეისმა.წყვილი ჩირაღდნით მიიკვლევდა გზას როცა უცებ გამოქვაბულის იმ ნაწილს წააწყდნენ,რომელიც ღამის ცასავით ანათებდა.ეს სანახაობა შეგიძლია რომელიმე ტურზე იხილო,სადაც გიდები ტინოროუს შთამომავლები არიან.

null

2)”სალარ-დე-უიუნი.ბოლივია”

ჩვენ მთელ მსოლიოში ვეძებთ ცისა და დედამიწის გამყოფ ადგილს.სალარ-დე-უიუნი კი წვიმიანი სეზონების მერე თავისი თხელი და მშვიდი წყლის ფენით,სარკისმაგვარი ხდება და ადვილად ემსგავსება სწორედ ასეთ ადგილს.ეს მსოფლიოში უდიდესი მარილიანი ტბაა და სამხრეთ ბოლივიაში მდებარეობს.ძველი პრეისტორიული ტბიდან ბევრი არაფერია შემორჩენილი.მიმდებარე მთები მას ყველა პრობლემისაგან იცავენ,უბრალოდ წყალი აორთქლებულია და მხოლოდ მარილის საბადოებიღაა შემორჩენილი.

null

3)” აქლემის ეკლის ხეები.ნამიბია”

მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენჯერ შეხედავ ამ ფოტოს,იმიტომ რომ ყოველთვის ისეთი შეგრძნება გიჩნდება თითქოს ეს უბრალო სურათია,მას რეალურად ვერ აღიქვავ.მაგრამ,თუ მას სხვა მხრივაც დააკვირდები, შეძლებ ილუზია ცოტათი გაფანტო.ეს სურათი ფოტოგრაფმა-ფრანს ლენტინგმა გადაიღო როცა ჟურნალ “ეროვნული გეოგრაფიისთვის”(National Geographic) ერთ-ერთ დავალებას ასრულებდა.ეს ეფექტი დილით ამოსული მზის ძლიერმა ნათებამ გამოიწვია რომელიც ტბის გარშემო,ქვიშაზე ირეკლებოდა,ხოლო მისი წინა ნაწილი კი კვლავ დაჩრდილული იყო.ეს სურათი დაუმუშავებელია,მასზე არანაირი ეფექტი არაა დატანილი ფილტრის გარდა,რომელიც ამცირებს მის კონტრასტს.

null

4)”გეომეტრიულად გაყინული ტბა.შვეიცარია”

მეცნიერებს ჯერ კიდევ ვერ დაუდგენიათ ზუსტად თუ რატომაა წყალი ამ ტბაზე ესე გაყინული,თუმცა ვარაუდობენ რომ,ამ ტბაზე მიმდინარე ნელი გაყინვის პროცესის გამო,ზოგი ყინულოვანი კრისტალი ზომაში ძალიან გაიზარდა სხვებთან შდარებით და გარკვეული სახის მინერალები წარმოშვა.მინერალებმა კი ტბის ზედაპირს სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების ფორმა მისცეს.

null

5)”წითელი სანაპირო.პანჯინი.ჩინეთი”

ამ ლანდშაფტის წითელი ელფერი ბალახმა გამოიწვია,რომელსაც Suaeda salsa ჰქვია.ის ერთ-ერთი მცირე სახეობათაგანია ბალახებიდან,რომელსაც შეუძლია ტუტე ნიადაგზეც აყვავდეს და შემდგომ სისხლივით წითელ ფერს იძენს.მიუხედავად იმისა რომ ეს ყოველივე ამქვეყნიურია,NASA-ში ფიქრობენ რომ სხვა პლანეტებზე სულ ამგვარი ხედები უნდა იყოს.პლანეტა კეპლერ-186f-ის ორბიტალზე ვარსკვლავია,რომელიც წითლად ანათებს და მეცნიერები ფიქრობენ რომ მისი ნათება ზუსტად შეესაბამება ამ ჩინური ყვავილების ელფერს.

null

6)”მთა გრინელი.მონტანა.აშშ”

ეს მთა “გლაციერის ეროვნულ პარკში” მდებარეობს და ჩვეულებრივი,ნაცრისფერი შეფერილობისაა.ეს სურათი ფოტოგრაფმა-ჰარი ლიჩმენმა გადაიღო მზის ამოსვლის დროს,როცა მისმა სხივებმა ეს მთა გაანათეს.თავიდან ისე ჩანდა თითქოს მთა იწვოდა.როგორც ჩანს,”გლაციერის ეროვნული პარკი” გარკვეულწილად ჯადოსნური მიწასავითაა,იმიტომ რომ ეს მთა არაა ერთადერთი გამორჩეული ობიექტი ამ ტერიტორიაზე.მისი ტბებიც უჩვეულო ფერის,გამორჩეული ქვებითაა სავსე.

null

7)”ჟანგუეს ეროვნული გეოპარკი.ჩინეთი”

ფერები დანალექი ქანების ფენების საშუალებით წარმოიქმნა,რომელიც მილიონობით წლების განმავლობაში ყალიბდებოდა,ჯერ კიდევ მაშინ როდესაც დინოზავრები არსებობდნენ.საბოლოო სახე კი იმ ტექტონიკური აქტივობების შედეგად მიიღო,რამაც ჰიმალაი შექმნა.საუკეთესო დრო ამ ნათელი ფერების დასაფიქსირებლად წვიმის შემდგომი პერიოდია,როცა ყველაზე ღია ფერებიც კი მკაფიოდ ჩანს.

null

8)”ქარიშხალ გერტრუდის ზიანი”

ეს ადგილი ჩრდილოეთ ირლანდიაში მდებარეობს.ამ მშვენიერ ხეთა რიგები სტიუარტების ოჯახმა გააშენა 1700-იან წლებში და ხშირად არის გზის ეს მონაკვეთი ნაჩვენები ცნობილ ფილმებსა თუ სერიალებში,როგორიცაა მაგალითად: “სამეფო კარის თამაშები” და სხვა.

null

9)”ტბა ჰილიერი.აუსტრალია”

წყალს ვარდისფერ შეფერილობას აძლევს მიკროორგანიზმი Dunaliella salina.ეს პატარა არსება ტბის მარილზე რეაგიერბს და წითელ საღებავს წარმოქმნის.ფერი მუდმივია,ასე რომ ამ მიკროორგანიზმის ცალკე კონტეინერში გადაყვანაც კი ვერ შეცვლის ტბის ფერს.ასევე,წყალი სრულიად უსაფრთხოა ბანაობისთვის.

null

10)”ცისარტყელას ევკალიპტი.ინდონეზია”

Eucalyptus Deglupta ან ცისარტყელას ევკალიპტი,ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია გავრცელებული.ამგვარი სანახაობა მისი ქერქის აცილების დროს იქმნება.ახლად აცილებული ქერქი ტოვებს ღია მწვანე ლაქას,რომელიც შემდგომ ფერებს იცვლის-ჯერ ლურჯია,შემდეგ იასამნისფერი,სტაფილოსფერი და ბოლოს ყავისფერი.ამ ხეების პლანტაციებს ხშირად აშენებენ რათა შემდგომ ისინი თეთრი ქაღალდების სწარმოებლად გამოიყენონ.

null

11)”სინათლის სვეტები.ვიომინგი”

სინათლის სვეტები ჰაერში გაფანტული ყინულის კრისტალებით არის წარმოშობილი.ეს შუქი გამორჩეულია და ამბობენ რომ მას ცაზე ქალაქის რუკის გამოსახვაც კი შეუძლია.

null

12)”კრისტალების გამქვაბული.ნაიკა.მექსიკა”

გამოქვაბული სავსეა მსოფლიოში უდიდესი კრისტალებით,რომელთა სიგრძე დაახლოებით 40 მეტრია,ხოლო წონა კი 55 ტონა.აქ ყველაფერი ჩახუთულია,ტემპერატურა 58°C-ია და 100 % ტენიანობაა.ეს იმას ნიშნავს რომ აქ ჰაერი ბევრად უფრო თბილია და საშიში ჩვენი ფილტვებისათვის,აქ დაუცველად შესვლამ შეიძლება ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.

null

13)”ბაობაბი.მადაგასკარი”

ამ ბაობაბის ხეებიდან ზოგი 800 წელზე მეტი ხნისაც არი.ერთ დროს ამ ხეებისაგან შემდგარი მთელი ტყე იყო კუნძულზე განლაგებლი,თუმცა უმეტესობა მოსახლეობასა და სოფლის მეურნეობას ემსხვერპლა.სამწუხაროა რომ ამ ცოცხალ ძეგლებს არავინ არ იცავს იმიტომ რომ ინტენსიური ტყის გაჩეხვა მათ არსებობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close