გასართობისაკითხავისასარგებლო

10 პლანეტა რომლებიც ადამიანებისთვის საცხოვრებლად პოტენციურად შესაფერისია


ჩვენი გაგებით ერთადერთი პლანეტა, რომელიც ესადაგება ადამიანის ბუნებას არის დედამიწა, მაგრამ ადამიანებმა დღემდე არ ვიცით ერთადერთები ვართ სამყაროში? გთავაზობთ 10 პლანეტას რომლებიც ადამიანებისთვის საცხოვრებლად პოტენციურად შესაფერისია.

10.პლანეტა ტაუ კიტა ე

ეს არასაკმარისად შესწავლილი ეგზოპლანეტა აღმოჩენილია 2012 წელს და შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ადამიანებისთვის საცხოვრებლად შესაფერისი პოტენციური პლანეტა. ის დედამიწაზე 4-ჯერ უფრო მასიურია და დაშორებულია 11 905 სინათლის წლით და მზის მსგავსი ვარსკვლავისგან – ტაუ კიტასგან დაშორებით იგი არის რიგით მეოთხე თავის სისტემაში. ტაუ კიტა ე ბევრად უფრო ახლოსაა თავის მზესთან ვიდრე ვენერა დედამიწის მზისგან, ის ასევე დედამიწაზე სწრაფად მოძრაობს. თუკი გავითვალისწინებთ ტემპერატურის მაჩვენებლებს პლანეტა შეიძლება დასახლდეს ადამიანებით. ამ პლანეტაზე ადამიანები, რომ ცხოვრობდნენ მზე იქნებოდა ყვითელი, ხოლო წელი გაგრძელდება 168 დღეს.

9.პლანეტა Kepler-283 c

პლანეტა Kepler-283 c დედამიწისგან დაშორებულია 1743 სინათლის წლით. ის მდებარეობს მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. პლანეტა აღმოჩენილი იქნა 2014 წელს მსგავს პლანეტასთან ერთად. ორივე პლანეტა მოძრაობს ორბიტაზე Kepler-283-ის ვარსკვლავის გარშემო. პლანეტა Kepler-283c ადამიანებისთვის საცხოვრებლად პოტენციურად შესაფერისი პლანეტაა და მასზე 1 წელი გრძელდება 93 დღეს.

8.პლანეტა EPIC 201367065 d

EPIC 201367065 ეს არის ცივი და წითელი ჯუჯა ვარსკვლავი, რომელიც ზომითა და წონით დედამიწის მზის ნახევარია და მის გარშემო ბრუნავს სამი პლანეტა. ის შედის იმ ათეულობით ვარსკვლავთა სიაში, რომლის გარშემოც ბრუნავენ პლანეტები. იმ პლანეტების სახელები, რომლებიც მის გარშემო ბრუნავენ ქვიათ შემდეგი სახელები: 2.1; 1.7 და 1.5. ისინი დედამიწას 1.5-ჯერ აღემატებიან ზომით. ყველაზე პატარას ქვია EPIC 201367065 d და ბრუნავს ორბიტის გარშემო, რომელიც იმის გათვალისწინებით, რომ ვარსკვლავისგან დაშორებულია საკმარისად ვარგისიანია სიცოცხლის წარმოსაქმნელად. სწორედ ამ დაშორებით იღებს პლანეტა საკმარის სითბოს და სინათლეს. ეს პლანეტა ჯერ მეცნიერების მიერ არ არის შესწავლილი, მაგრამ სავარაუდოდ მისი ზედაპირი ისეთივე ქვიურია, როგორც დედამიწაზე, ამის გათვალისწინებით პლანეტა EPIC 201367065 d-ზე შეიძლება იყოს წყალი ან რაიმე მსგავსი სითხე.

7.პლანეტა Gliese 832 c

კიდევ ერთი პლანეტა, რომელიც პირობებით გავს დედამიწას არის პლანეტა სახელად Gliese 832 c და დედამიწისგან დაშორებულია 16 სინათლის წლით წეროს თანავარსკვლავედში. Gliese 832 c ბრუნავს წითელი Gliese 832-ის გარშემო. ეს არის რიგით მეორე ყველაზე ახლო პლანეტა დედამიწისგან, რომელზეც შესაძლებელია სიცოცხლის წარმოქმნა. მისი მასა დედამიწის მასაზე ნაკლებია და 1 წელი გრძელდება 36 დღეს. მართალია პლანეტა თავის ვარსკვლავთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დედამიწა მზესთან, მაგრამ ვარსკვლავისგან მიღებული ენერგია საკმარისია. ტემპერატურული რეჟიმი ჰგავს დედამიწის სეზონურ ტემპერატურას.

6.პლანეტა Kepler-452 b

ამ არც თუ ისე დიდიხნის წინ აღმოჩენილ ეგზოპლანეტას უწოდებენ “დედამიწის უფროს ბიძაშვილს”. ასტრონომები გაოგნებულები იყვნენ იმით, რომ პლანეტაზე ბუნებრივი პირობები ძალიან გავს დედამიწაზე საცხოვრებელ პირობებს, მაგრამ სამწუხაროდ პლანეტის დღეები დათვლილია. ის ბრუნავს დიდი, ნათელი ვარსკვლავის გარშემო იმ მანძილის დაშორებით, რა მანძილითაც დედამიწა არის დაშორებული მზისგან. 1 წელი ამ პლანეტაზე შეადგენს 385 დღეს, რაც 20 დღით მეტია დედამიწის 1 წელზე. ვარსკვლავი რომლის გარშემოც ბრუნავს Kepler-452 b ჩვენს მზეზე 1,5 მილიარდი წლით უფროსია, ხოლო თვითონ პლანეტაზე ოდნავ უფრო თბილა ვიდრე დედამიწაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ის იღებს 10%-ით მეტ ენერგიას თავისი ვარსკვლავისგან, ვიდრე დედამიწა. ამის გარდა პლანეტა დედამიწაზე 1,6-ჯერ დიდია. ამის გათვალისწინებით მიზიდულობის ძალა პლანეტაზე უფრო მეტია, მაგრამ ადამიანები ამ პირობებს შეეჩვეოდნენ. მეცნიერები დღემდე იკვლევენ პლანეტის ზედაპირის მახასიათებლებს, შესაძლებელია ის ისეთივე ქვიურია როგორც დედამიწაზე. Kepler-452 b დედამიწისგან მდებარეობს 1400 სინათლის წლის დაშორებით. ვარსკვლავი რომლის გარშემოც ბრუნავს Kepler-452 b მალე დაიღუპება, ამიტომაც პლანეტაზე საცხოვრებელი პირობები არავარგისიანი გახდება ადამიანებისთვის და პლანეტა დაემსგავსება დღევანდელ ვენერას.

5.პლანეტა Kepler-62 e

Kepler-62 e ეს არის ეგზოპლანეტა, რომელიც საკმარისი მანძილითაა დაშორებული ვარსკვლავისგან, რომ ჩაითვალოს პოტენციურად საბინადრო პლანეტათ ადამიანებისთვის. Kepler-62 ცივია და ზომით ჩვენს მზეზე უფრო პატარაა. მეცნიერები თვლიან, რომ პლანეტაზე რომელიც დაშორებული დედამიწისგან 1200 სინათლის წლით და მდებარეობს ქნარის თანავარსკვლავედში შეიძლება იყოს წყალი და ესეიგი საცხოვრებლად ვარგისი პირობები. 1 წელი ამ პლანეტაზე შეადგენს 122 დღეს, ხოლო პლანეტა 1.6-ჯერ დიდია დედამიწაზე.

4.პლანეტა Kepler-442 b

Kepler-442 b არის ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ზომებით გავს დედამიწას. 1 წელი ამ პლანეტაზე შეადგენს 112 დღეს. Kepler-442 b დედამიწისგან დაშორებული 1120 სინათლის წლით და მდებარეობს ქნარის თანავარსკვლავედში. 60% არის შანსი იმისა, რომ ამ პლანეტის ზედაპირი ქვიურია. ის თავისი ვარსკვლავისგან სინათლეს იღებს. მეცნიერები 97%-ით დარწმუნებულები არიან, რომ პლანეტაზე პოტენციურად დასახლება შეიძლება, მაგრამ აუცილებელია მისი კიდევ უფრო დეტალურად გამოკვლევა.

3.Gliese 667C c

Gliese 667C c მდებარეობს მორიელის თანავარსკვლავედში და დედამიწისგან დაშორებულია 23 სინათლის წლით. ის აღმოაჩინეს ევროპელმა და ამერიკელმა ასტრონომებმა. ის დედამიწაზე 4-ჯერ დიდია და შესაძლებელია ჰქონდეს ქვიური ზედაპირი. პლანეტა ბრუნავს იმ ორბიტის გარშემო, რომელიც მიახლოებულია თავის ვარსკვლავთან, რაც ოდნავ ნაკლები მანძილია მერკურიდან მზემდე. პლანეტაზე 1 წელი შეადგენს 23 დღეს და 14 საათს. ერთი შეხედვით შეიძლება ჩათვალოთ, რომ ამის გამო მასზე ადამიანები ვერ დასახლდებიან, მაგრამ ეს ასე არ არის. ის ბრუნავს წითელი ჯუჯის გარშემო, რომელიც ზომით მზეზე პატარაა, მაგრამ არის ერთი პრობლემა – პლანეტის ერთი მხარე მუდმივად მიტრილებულია თავისი ვარსკვლავისკენ და ამის გამო ძალიან ცხელა, ხოლო მეორე მხარეს შესაბამისად ცივა და ზოგჯერ ყინავს კიდეც.

2.პლანეტა Kepler-296 e

არის დადასტურება იმისა, რომ Kepler-296 e-ს ზომები ჰგავს დედამიწის ზომებს. პლანეტა ბრუნავს ვარსკვლავის გარშემო საკმარისი მანძილის დაშორებით, რაც ხელს უწყობს ადამიანებისთვის საცხოვრებელ პირობებს. 1 წელი ამ პლანეტაზე შეადგენს 34.1 დღეს.

1.პლანეტა Kepler-438 b

Kepler-438 b აღმოჩენილია ქნარის თანავარსკვლავედში და იგი დაშორებულია დედამიწისგან 470 სინათლის წლით. პლანეტა დედამიწაზე 1,2-ჯერ უფრო დიდია. 1 წელი ამ პლანეტაზე შეადგენს 35,2 დღეს. Kepler-438 b ბრუნავს ყვითელი ჯუჯის გარშემო და იღებს თავისი ვარსკვლავისგან 40%-ით მეტ სითბოს, ვიდრე დედამიწა მზისგან. პლანეტის 70% ქვიურია. მიუხედავად მასისა, ზომებისა, მიღებული ენერგიისა და მახასიათებლებისა ეს პლანეტა ნაკლებად ვარგისიანია ადამიანებით დასასახლებლად, რადგან ის მხოლოდ 83% ჰგავს მშობლიურ დედამიწას.

მსგავსი ამბები

Close
Close