არქივი

თბილისის ღირსშესანიშნაობები – ფუნიკულიორი

hl4w7
ყველაფერი თბილისელთათვის ყველაზე საყვარელ ადგილზე – ფუნიკულიორზე.

ისტორია

თბილისის ფუნიკულიორი, სამთო-საბაგირო რკინიგზის (ქვედა და ზედა სადგურებით), კულტურისა და დასვენების კომპლექსი მთაწმინდის პლატოზე. 1900 წლის ივლისს ქალაქის თვითმმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თბილისში ფუნიკულიორის გაყვანის შესახებ და დაამტკიცა ბელგიელი ინჟინრის ალფონს რობის პროექტი.

ხელშეკრულება ითვალისწინებდა შემდეგს: მშენებლობის დამთავრების შემდეგ ფუნიკულიორის გზის თვითმმართველობისათვის გადაცემას, 5 წლამდე ბავშვების, ფოსტის დამტარლებლებისა და პოლიცია-ჯანდარმერიის უფასო მგზავრობას, ბელგიის ანონიმური საზოგადოება ფუნიკულიორს ექსპლუატაციას გაუწევდა 45 წლის განმავლობაში, შემდეგ კი იგი უსასყიდლოდ გადაეცემოდა ქალაქს. ხელშეკრულებაში ნავარაუდევი იყო აგრეთვე მთაწმინდასა და კოჭორს შორის ელექტრული რკინიგზის გაყვანა.

ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო, მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები. მშენებლობის პროექტი შეადგენდა ფრანგმა ინჟინერმა ა. ბლანშმა, არქიტექტურული ნაწილი დაამუშავა თბილისელმა ხუროთმოძღვარმა ა. შიმკევიჩმა. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ი. რაგოლერი და ა. ფონტანა-როსი. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის.

გახსნა

ფუნიკულიორი გაიხსნა 1905 წლის 27 მარტს. მას საექსპლოატაციოდ გადაცემას დიდი ფერწერული ტილო უძღვნა ნიკო ფიროსმანმა.

თბილისის ფუნიკულიორი მსოფლიოს სამთო-საბაგირო გზებს შორის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი ნაგებობაა. გზის სიგრძე – 501 მ, ლიანდაგის დახრის კუთხე – 28-33°, ხოლო რელსებს შორის მანძილი – 0,98 მ.ვაგონში 50 კაცი ეტევა. ფოლადის ბაგირის დიამეტრი 33 მმ. გზის შუა ადგილზე მოწყობილია 70 მ სიგრძის სპეციალური ბაქანი, სადაც ვაგონები გვერდს უვლიან ერთმანეთს. აქედან უკავშირდებიან მგზავრები მთაწმინდის პანთეონს.

ფუნიკულიორის ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მ, ქვედა სადგურისა 460 მ, სადგურებს შორის დონეთა სხვაობა – 267 მ.

ფუნიკულიორის პირველი რეკონსტრუქცია ჩატარდა 1936-1938 წლებში, დაძველებული ზედა სადგურის ადგილას აშენდა ახალი (ავტორები არქიტექტორები: ზ. და ნ. ქურდიანები, თანაავტორი ა. ვალაბუევი), მეორე 1968-1969 წელს ამჯერად ძველი ქვედა სადგურის ნაცვლად აიგო ახალი შენობა, შეიცვალა ვაგონების ძარები და გაფართოვდა ფუნიკულიორთან მისასვლელი მოედანი.

ასე გამოიყურებოდა ძველი ფუნიკულიორის ქვედა სადგური

uq8t7

ესეც ზედა სადგური

24q7f

დღეს დღეობით ფუნიკულიორზე ასასვლელი რკინიგზა მწობრიდანაა გამოსული და ძალზედ სავავალო მდგომარეობაშია .
hm3iq

წყარო : ვიკიპედია . მე. By ZOE ;)

ZOE

MY SPIRIT iS ZOE !!!

მსგავსი ამბები

Back to top button