გართობაკულტურა

ცნობილი საიტები (12 ნაწილი)

363c4974f64f
Bing – ცნობილი საძიებო სისტემა რომელიც Microsoft-ს ეკუთვნის საიტი დიდი პოპულარობით სარგელობს და იგი 17 ადგილზეა მსოფლიოში.

Bing – შეიქმნა და გაეშვა 2009 წელს ასე თუ ისე ის კონკურენციას უწევს მის ოპონენტ საძიებო სისტემას მაგრამ იმ დონეზე ვერა რომ მან Google-ს გადაუსწროს. საიტზე ძებნისას თქვენ შეხვდებით ბევრ სხვაობას მიუხედავად იმისა რომ საძიებო სისტემებს ერთი დანიშნულება აქვს და გასაკვირი არაა რომ დიზაინით ისინი ერთმანეთს გავს მაგრამ Google-ს სურათების და იგივე ვიდეოების ძებნა უფრო ადვილია და იპოვით ბევრად მეტ ხარისხიან და ახალ მასალას ვიდრე Bing-ში მაგრამ ამ საძიებო სისტემასაც რათქმაუნდა ჰყავს თავისი მომხმარებლები ისინი ძირითადად არიან Windows Phone-ს მომხმარებლები ამიტომაც უწევთ მობილურიდან Bing-ის მოხმარება.

Bing-ზე შესაძლებელია სურათების, ვიდეოების, ტექსტური მასალების, დოკუმენტების და ახალი ამბების მოძიება რომლებიც მუდმივად განახლებადია. ისევე როგორც თითქმის ყველა საძიებო სისტემას Bing-საც აქვს ონლაინ რუკა რომლის მოხმარებაც უფასოდ მარტივად და ადვილად შეგიძლიათ ის ძალიან დახვეწილია. მათ ვისაც არ ესმის და არ იცის ინგლისური ელემენტარულ დონეზე მაინც მათთვის ქართული ენა Bing-ს არ აქვს Google-სგან განსხვავებით. აქვე გეტყვით იმასაც რომ პირდაპირ Bing-ის მთავარი გვერდიდანვე შესაძლებელია Microsoft-ის სხვა სერვისებით სარგებლობა მაგალითად ონლაინ ელ-ფოსტა Outlook-ით ასევე საინფორმაციო საიტით რომელსაც Msn ეწოდება.

ისევე როგორც ყველა ცნობილ საიტს და კომპანიას Bing-საც აქვს მობილური მოწყობილობების მხარდაჭერა და საიტის აპლიკაციის ჩაწერა შეიძლება Android ასევე IOS და Windows Phone-ს პლატფორმებზე ამათგან ყველაზე აქტიურად რათქმაუნდა საიტს Windows Phone-ს მომხმარებლები მოიხმარენ რადგან ისევე როგორც Bing ასევე Windows Phone ორივე Microsoft-ს ეკუთვნის.

Back to top button