ქვემოთ მოყვანილი ფაქტები ცხოველების შესახებ, არა მარტო საინტერესო, ზოგ შემთხვევაში, საკვირველიც კი არის. თქვენ გაიგებთ, რომ ზოგიერთი ცხოველი, ჩასახვიდან 8-12 დღეში იბადება, ზოგი ფეხმძიმედ იბადება, ზოგი საფრთხის შემთხვევაში, კვდება და საფრთხე რომ გადაივლის, ისევ ცოცხლდება…
ლომის და თეთრი დათვის ჩხუბის შემთხვევაში, თეთრი დათვი გაიმარჯვებს.
ერთი საშუალოსტატისტიკური ძროხა, დღეში 400 ლიტრ მეთანის გაზს გამოყოფს.
ხარი – დალტონიკია.
ინდოეთში 50 მილიონი მაიმუნი ცხოვრობს.
საშუალოდ, ქათამი წელიწადში 190 კვერცხს დებს.
გედების მიერ შექმნილი წყვილებისა და ერთგულების შესახებ, ყველასთვის არის ცნობილი. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ შავი გედების წყვილებში, ხშირად არა დედალი და მამალი, არამედ 2 მამალი ერთიანდება. ისინი დედალ გედს მხოლოდ გამრავლების მიზნით მოიხმობენ და როდესაც კვერცხს დადებს, მას აგდებენ და კვერცხებზე მორიგეობით სხდებიან.
ჩაო-ჩაო ერთადერთი ძაღლია, რომელსაც ენა ვარდისფერი არა აქვს.
ოქროს თევზე 3 წამიანი მეხსიერება აქვს.
ყველაზე მაღალი სისხლის წნევა ჟირაფს აქვს.
ყველა ცოცხალ არსებას შორის, პროსტატიტი მხოლოდ ადამიანს და ძაღლს შეიძლება რომ ჰქონდეს.
ტროპიკული ტყის 10 კვადრატულ კილომეტრზე, იმაზე მეტი მწერია, ვიდრე მოსახლეობა მილიონიან ქალაქში.
სტეპებში, 1 კვადრატულ კილომეტრზე უფრო მეტი მწერია, ვიდრე მოსახლეობის
რაოდენობა დედამიწაზე.
ძაღლებს შორის, ყველაზე ჭკვიანი ბორდერ-კოლი არის.
ძაღლებს შორის, ყველაზე შტერი ავღანური მწევარი არის.
ძნელი წარმოსადგენია უფრო დიდი სიყვარული, ვიდრე ლომებს აქვთ. წყვილები ერთმანეთს ერთი წამითაც არ შორდებიან და ერთმანეთს გამუდმებით ვნებიანად უყურებენ.
აქლემი წყლის გარეშე 2 კვირა ძლებს.
ჟირაფი წყლის გარეშე უფრო დიდ ხანს ძლებს, ვიდრე აქლემი.
დედამიწაზე, ცხოველებს შორის, წყლის გარეშე, ყველაზე დიდ ხანს ვირთხა ძლებს.
კენგურუსებური ვირთხა წყალს საერთოდ არა სვამს. მასზე მოთხოვნილებას, ის საკვებში არსებული სითხით იკმაყოფილებს.
თხის რძეში ცხიმის შემცველობა 5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ძროხის რძეში. ორგანიზმის მიერ, ძროხის რძის ათვისება1 სთ-ში ხდება, ხოლო თხის რძის – 20 წუთში.
ვეფხვებს შორის ყველაზე დიდი – უსურიულია. მისი სიმაღლე მიწიდან კისრის ქვედა მალამდე 115 სმ-ია, სხეულის მაქსიმალური სიგრძე – 3 მ-ზე მეტი, მაქსიმალური წონა– 280 კგ.
ყველაზე დიდი ალიგატორი ფლორიდაში დაიჭირეს. მისი სიგრძე 4 მ. და 35 სმ. იყო, ხოლო წონა – 297 კგ.
კუს სიცოცხლის ხანგრძლივობა, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას გავს. ზოგი მათგანი 100 წლამდე ცხოვრობს, ზოგი კი ამ ასაკზე ბევრად უფრო მეტ ხანს.
ყველაზე სწრაფები, ხმელეთის მწერებს შორის, ტარაკანები არიან. მათ შეუძლიათ 6, 5 კმ/სთ. სიჩქარით ირბინონ.
მუშისა და დაცვის ფუნქციას ყოველთვის მდედრი ჭიანჭველები ასრულებენ. მამრ ჭიანჭველებს მხოლოდ ერთი მოვალეობა აკისრიათ – შეწყვილება.
დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცოცხალი ორგანიზმის 95% უხერხემლოა.
მეცნიერებისთვის ცნობილია 1 100 000 სახეობის ფეხსახსრიანი, 24 500 სახეობის თევზი, 9 000 ძუძუმწოვარი და ფრინველი, 8 000 სახეობის ქვეწარმავალი, 5 000 ამფიბია და 260 000 სახეობის მცენარე.
ირლანდიაში, ისლანდიაში, გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე გველები არ არიან.
ბასენჯი – ძაღლის ერთადერთი ჯიშია, რომელსაც ყეფა არ შეუძლია.
გიგანტურ მიქსინს (ჭიაყელა) კბილები ენაზე აქვს განთავსებული.
ბუს არ შეუძლია ტყავის, ბუმბულის და ძვლების გადამუშავება. ის ჭამიდან
რამოდენიმე საათის შემდეგ, ღებინებით ითავისუფლებს კუჭს ამ სახის ნარჩენებისგან.
ინდურ კობრას შხამის გადაფურთხება 2, 4 მ-ზე შეუძლია.
დაჭრილი და შეშინებული ოპოსუმი მიწაზე ენარცხება, თვალები შუშისა უხდება, პირიდან შავი ქაფი გადმოსდის და გარეგნულად მკვდარს ემსგავსება. მას შემდეგ, რაც საფრთხე გადაივლის, ის ცოცხლდება და იკურნება.
მდედრი ბუგრები ფეხმძიმეები იბადებიან.
ზრდასრულ ბაღლინჯოს 1 წელი შეუძლია საკვების გარეშე არსებობა.
ტარანტულას საკვების გარეშე შეუძლია 2 წელი გაძლოს.
აზიური გიგანტური ონავარი, მწერებს შორის, ყველაზე მწარედ იკბინება.
ერათ საწოლში, საშუალოდ, 6 მილიარდი მტვრის ტკიპი ცხოვრობს.
ჭიანჭველები არასოდეს იძინებენ. ისინი დღეში 250-ჯერ, მხოლოდ 1-2 წთ-ით თვლემენ.
ჭრიჭინას ფრენა ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია – წინ, უკან და გვერდით. ეს ყველაზე სწრაფი მფრინავი მწერია, მისი სიჩქარე 100 კმ/სთ შეოძლება იყოს.
დედამიწაზე არსებული საკვების საერთო რაოდენობის მესამედს, მწერები ჭამენ.
კოღოებს უფრო მეტად ბავშვები უყვართ, ვიდრე დიდები, ქერები, ვიდრე შავგვრემანები. მათი საყვარელი ფერი ცისფერი არის.
მსოფლიოში 2 500 სახეობის კოღო არის ცნობილი. კოღოები წლის მანძილზე, უფრო მეტ ადამიანს კლავენ, ვიდრე სხვა არსებები, ერთად აღებული.
ძუძუმწოვრებს წითელი სისხლი აქვთ, მწერებს – ყვითელი. ომარებს (ზღვის დიდი კიბო) – ლურჯი.
ფუტკარი ზუზუნის ხმას, მოძრაობის დროს, ფრთებით გამისცემს. მისი ფრენის სიჩქარე 25 კმ/სთ-ა.
რწყილის სიჩქარე ხტომის დასაწყისში, უფრო მაღალია, ვიდრე კოსმოსური ხომალდის სიჩქარე ორბიტაზე.
შავი ქვრივის სახეობის ობობის შხამი უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩხრიალა გველის.
თავისი ცხოვრების მანძილზე, მუდმივად მოფუსფუსე ფუტკარი, ჩაის კოვზის 1/12 რაოდენობის თაფლს ქმნის.
წლის მანძილზე, ფუტკრები უფრო მეტ ადამიანს კლავენ, ვიდრე გველები.
დედა ფუტკარი რამდენიმე ისეთ კვერცხს დებს, რომლიდანაც შეიძლება ახალი დედოფალი გამოიჩეკოს. ახლად გამოჩეკილი, ყველაზე მარდი და მკვირცხლი ფუტკარი,
პირველი რასაც აკეთებს, თავის დებს ხოცავს, რომ მომავალში, მარტო მან იბატონოს.
10 ყველაზე სახიფათო მწერი, ხიფათის კლების მიხედვით: კოღო, რწყილი, ფუტკარი, ბუზი ცეცე, ცესხლოვანი ჭიანჭველა, კალია, კრაზანა, აფრიკული ჭიანჭველა, აზიური ონავარი, მკოცნელი ბაღლინჯო.
მკოცნელმა ბაღლინჯომ, ასეთი სახელი იმიტომ მიიღო, რომ მისი საყვარელი ადგილი ადამიანის სხეულზე, სისხლის ამოსაწოვად, არის ზონა ტიჩების სიახლოვეს.
ყველაზე უტვინო ცხოველები დედამიწაზე, სტეგოზავრები იყვნენ. ცხოველს, რომელიც 3 ტონას იწონიდა, კაკლის ხელა ტვინი ჰქონდა.
ზვიგენები ავად არასოდეს ხდებიან.
ზვიგენს ხრტილოვანი ჩონჩხი აქვს და მისი წონა ცხოველის წონის 60% შეადგენს.
პეპელას გემოს შეგრძნების ორგანო თათებზე აქვს.
დელფინს, ძილის დროს, ცალი თვალი ყოველთვის ღია აქვს.
ახალდაბადებული სპლიყვე 100 კგ-ს იწონის.
სპილოს ფეხმძიმობის პერიოდი 22 თვე გრძელდება.
ჩრდილოამერიკული ოპოსუმის მაკეობა 8 დღე გრძელდება.
რწყილს გადაადგილება მხოლოდ ხტომით შეუძლია. მისი თათების კუნთები
კატაპულტივით არის მოწყობილი. მათში ენერგიის აკუმულირება ხდება და რწყილს ნახტომში «ისვრის».
გიგანტური კალმარისთვის ფოტოს გადაღება, მხოლოდ 2006 წელს მოახერხეს, რადგან ეს ნახევარტონიანი მონსტრი 200 – 1000 მ სიღრმეზე ცხოვრობს.
იმპერატორის პინგვინს 18 წთ-ით შეუძლია სუნთქვის შეკავება და 500 მ. სიღრმეზე ჩაყვინთვა.
ობობებს აქვს რვა ფეხი, მწერებს – 6. მოკლედ რომ ვთქვათ, ობობა მწერი არ არის, ის ობობისებრთა კლასს მიეკუთვნება.
მეცნიერებისთვის ცნობილია 750 000 სახეობის მწერი და 35 000 სახეობის ობობა.
მწერებს ფილტვები არა აქვთ, ისინი მთელი სხეულით სუნთქავენ.
ყველაზე პატარა ფრინველი – მუზარადიანი კოლიბრია, მისი სიგრძე 5 სმ-ს არ აღემატება.
ნიანგებს ქვების ყლაპვა უყვართ – ეს მათ საჭმლის მონელებაში, და ღრმად ჩაყვინთვაში ეხმარებათ.
ცისფერი ვეშაპები ყველაზე დიდი ცხოველები არიან დედამიწაზე.
საშუალო ზომის სპილო უფრო ნაკლებს იწონის, ვიდრე საშუალო ზომის ცისფერი ვეშაპის ენა.
ცისფერი ვეშაპები ყველაზე ხმაურიანი ცხოველები არიად დედამიწაზე. მათმა მელოდიურმა მღერამ შეიძლება გააყრუოს ადამიანი. ადამიანის სმენისთვის სახიფათო არ არის 85 დეციბელი, როკ-კონცერტებზე – 100 დეციბელი არის, ხოლო ცისფერი ვეშაპები 188 დეციბელზე მღერიან და მათი ხმა 800 კმ-ზე ისმის.
მამალი სირაქლემა პოლიგამური ფრინველია. ის ჰარემში ცხოვრობს, რომელიც 3-6 სირაქლემისგან შედგება. მამალი სირაქლიმა ერთ დიდ ბუდეს თხრის და შემდეგ
ყველა დედალი სირაქლემა იქ დებს კვერცხს. შემდეგ ის და ერთი დედალი სირაქლემა, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა, მორიგეობით სხდებიან კვერცხებზე.
ტერმიტების ბუდე შეიძლება ასობით წლის მანძილზე შენდებოდეს და სიმაღლეში 6 მ-ს აღწევდეს. აღმოჩენილ ბუდეებს შორის, ყველაზე მაღალი – 12, 8 მ. არის.
ყველაზე პატარა მფრინავი მწერები ტრიქოგრამები არიან. მათი ზომა 1 მმ-ზე ნაკლებია. ისინი სხვა მწერების, ძირითადად, პეპლების პარაზიტები არიან. მათ სოფლის მეურნეობაში სპეცდიალურად ამრავლებენ, რომ მავნებელი მწერები გაანადგურონ.
ჰადროზავრს 960 სიბრძნის კბილი ჰქონდა.
ალბატროსებს საკვების ბაზის მოსაძებნად, ძალიან შორ მანძილზე უწევთ ფრენა. გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ მათ ფრენის დროს სძინავთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოკეანის თავზე ფრენის შემთხვევაში, ისინი წყლის ზედაპირზე ისვენებენ და იძინებენ.
ყველაზე სახიფათო შხამი, გველებს შორის, სამეფო კობრას აქვს.
ახალდაბადებულ, 2 დღის გაზელს, შეუძლია 95 კმ/სთ სიჩქარით სირბილი.
ლოკოკინას სასქესო ორგანოები თავთნ ახლოს, მის ქვედა ნაწილში აქვს მოთავსებული.
ვირთხები იმდენად სწრაფად მრავლდებიან, რომ ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში, ერთი წყვილის შთამომავლების რიცხვმა, წელიწადნახევარში, შესაძლებელია 1 მლნ-ს მიაღწიოს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხენები ფეხზე მდგომ მდგომარეობაში იძინებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი ამ მდგომარეობაში, მხოლოდ თვლემენ. ძილით კი, დაწოლილებს სძინავთ.
გიგანტური არქტიკული მედუზის საცეცეების სიგრძე 36 მ. აღწევს.
კოლიბრები ისეთი მოხერხებულები არიან, რომ შეუძლიათ ზურგის მიმართულებით ფრენა.
გველები თვალებს არასოდეს ახამხამებენ, იმიტომ რომ მას თვალებზე ერთმანეთთან შეზრდილი გამჭვირვალე ქუთუთოები აქვთ გადაკრული.
მუხლუხას თავში 248 კუნთი აქვს.
ბაზს (ფუტკრისებრთა ოჯახი) თვალებზე ბეწვი ეზრდება. რაც მას მცენარის
მტვრის შეგროვებაში ეხმარება.
ხმელეთზე ყველაზე დიდი მტაცებელი თეთრი დათვია.
ტარაკანი თავის გარეშე, იქამდე ცოცხლობს, ვიდრე შიმშილით არ მოკვდება.
ძროხას 4 კუჭი აქვს.
ძაღლს ადამიანზე 100-ჯერ უფრო ძლიერი ყნოსვა აქვს.
ჟირაფს იმდენივე კისრის მალა აქვს, რამდენიც ადამიანს.
ციყვები საუკეთესო მებაღეები არიან. მილიონობით ხე მხოლოდ იმიტომ იზრდება, რომ მათ ავიწყდებათ თავიაანთ მიერ გადამალული თესლის ადგილი.
ზვიგენი კბილებს 8 დღეში ერთხელ იცვლის. მისი კბილები ფოლადივით მაგარია და ღრძილებში უბრალოდ არის ჩამაგრებული.
ყოველწლიურად, ვირის მიერ მოკლული ადამიანების რაოდენობა, ავიაკატასტროფაში დაღუპულების რიცხვს აღემატება.
ბუს თავის მობრუნება 360 გრადუსით შეუძლია.
რვაფეხას შეუძლია ნებისმიერ ნაპრალში შეძვრეს, რომელშიც მისი თვალი გაეტევა.
გიგანტურ კალმარს კალათბურთის ხელა თვალი აქვს.
ლოკოკონა თუ თვალს დაკარგავს, ერთ თვეში ახალი თვალი გამოეზრდება.
ყველაზე ძლიერი დედამიწაზე – მარტორქა ხოჭოა. მას შეუძლია, თავის წინაზე, 850 -ჯერ მძიმე ტვირთი წიოს.
ცნობილია 7 ორგანიზმი, რომელიც არ ბერდება: ალეუტის ზღვის ქორჭილა, მოხატული კუ, ამერიკის ჭაობის კუ, კაროლინის კოლოფისებური კუ, ზღვის წითელი ზღარბი, ისლანდიური მოლუსკა და მთათაშუეთის ფხიანი ფიჭვი.
წყარო :intermedia.ge