გასართობისაკითხავიუცნაური

უცნაური ტრადიცია,რატომ და როგორი ქორწინება იყო აკრძალული სსრკ-ში – დღეს ეს ბევრმა არ იცის

image

1947 წლის 15 თებერვალს სსრკ-ში გამოვიდა ბრძანება “სსრკ-ს მოქალაქეებსა და უცხოელებს შორის ქორწინების აკრძალვის შესახებ”. ამის ოფიციალურ მიზეზად ბრძანებულებაში დასახელებული იყო საბჭოთა ქალებზე ზრუნვა: “ჩვენი ქალები, რომლებიც უცხოელებს მიჰყვებიან ცოლად და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მიდიან, უჩვეულო პირობებში ხვდებიან, რის გამოც თავს ცუდად გრძნობენ და დისკრიმინაციის ქვეშ ექცევიან” – ნათქვამი იყო ტექსტში.
image

სინამდვილეში, საერთაშორისო ქორწინებების წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ დიდი სამამულო ომის დროს დაიწყო, როცა საბჭოთა ჯარი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჯერ იბრძოდა, ხოლო ომის შემდეგ პერიოდში კი ბევრი ქვეყანა ოკუპირებული ჰქონდა. სწორედ ამ დროს საბჭოთა მებრძოლების ნაწილი (როგორც ქალები, ასევე მამაკაცები) ამ ქვეყნების ტერიტორიებზე დაოჯახდა. ხოლო როცა უკვე ჯარის სამშობლოში გამოხმობა დაიწყო, საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნა – სსრკ-ში ძალიან ბევრი მარტოხელა ქალი იყო, მამაკაცები კი არმიიდან ცოლიანები ბრუნდებოდნენ.

ომის შემდეგ, რომელშიც უამრავი ადამიანი დაიღუპა, ქვეყანა განადგურებული იყო, და ყველაფრის აღსადგენად, ცხადია, საჭირო იყო რესურსი – პირველ რიგში ადამიანური. ამიტომ აუცილებელი გახდა ახალგაზრდა, ჯანმრთელი, გამრავლების უნარის მქონე მამაკაცებისა და ქალების ყველა ხერხით ქვეყენაში დატოვება.
image

ამის გამო, საბჭოთა მოქალაქეების საზღვარგარეთ “გადინების” აღსაკვეთად გამოვიდა 1947 წლის 15 თებერვლის ბრძანება უცხოელებთან ქორწინების აკრძალვის შესახებ. უფრო მეტიც, ხელისუფლებამ გამოსცა დადგენილება უცხოელებთან ქორწინების არა მხოლოდ აკრძალვის, არამედ არსებული ქორწინების ავტომატურად გაუქმების შესახებაც. ისტორიკოსების აზრით ეს დადგენილება ბევრი ოჯახის დაშლისა და უამრავი ადამიანის ბედის დანგრევის მიზეზი გახდა.
image

აკრძალვის დარღვევა ჩაითვლებოდა “ანტისაბჭოთა აგიტაციად”, რომელშიც იგულისხმებოდა როგორც თავად ქორწინების ფაქტი, ასევე უცხოელთან თანაცხოვრება ან სასიყვარულო რომანიც. აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელი გათვალისწინებული იყო, ცნობილი 58-ე მუხლის მიხედვით.

უცხოელთან ქორწინების მსურველთათვის ერთადერთ “გამოსავლად” რჩებოდა მოქალაქეობის შეცვლა, მაგრამ … საბჭოთა მოქალაქეობაზე უარის თქმა განიხილებოდა, როგორც სამშობლოს ღალატი და ისჯებოდა დახვრეტით. აღსანნიშნავია ასევე, რომ უცხოელებთან ქორწინების აკრძალვასთან ერთად, სსრკ–ში ქალებს აუკრძალეს აბორტის გაკეთება და გაამკაცრეს განქორწინების პირობები. და ყველაფერი ეს მიმართული იყო ქვეყანაში დემოგრაფიული პირობების გაუმჯობესებისკენ.
image

სტალინის სიკვდილის შემდეგ სულ მალე საერთაშორისო ქორწინებებზე აკრძალვა მოიხსნა, მაგრამ მათ მიმართ რეპრესიები მრავალი წლის მანძილზე გრძელდებოდა. ხრუშოვის დროს უცხოელთან რომანის გამო სამსახურიდან ითხოვდნენ, მუშაობის დაწყებაში ხელს უშლიდნენ და ასახლებდნენ კიდეც.

თავად ამგვარი ქორწინებები კი ფასდებოდა, როგორც ღალატი, მათ შესახებ იბეჭდებოდა პრესაში, განიხილებოდა “საზოგადოებრივ კრებებზე”. სამაგიეროდ КГБ კარგად იყენებდა მათ საზღვრებს გარეთ თავისი აგენტურის გასაძლიერებლად.

უცხოელებთან ქორწინების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება შეიცვალა მას შემდეგ, რაც 1957 წელს, მოსკოვში ჩატარდა ახალგაზრდებისა და სტუდენტების VI საერთაშორისო ფესტივალი, რომელზეც მსოფლიოს 131 ქვეყნიდან 35 ათასზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა. ცხადია, ახალგაზრდებმა ერთმანეთი გაიცვნეს და… გაცნობით არ დაკმაყოფილდნენ…
image

ამ მოვლენიდან 10 თვის შემდეგ, 1958 წლის გაზაფხულზე, იწყეს დაბადება “ფესტივალის შვილებმა”. ბევრი მათგანი მუქკანიანი იყო და დედებს უჭირდათ დაემალათ საიდუმლო სიყვარულის ამბავი. თავიდან ქუჩაში ამგვარი ბავშვის ყოველი გამოსვლა თავისებურ ატრაქციონად იქცეოდა ხოლმე, რადგან მუქკანიანი შვილის დედას საზოგადოებაში მსუბუქი ყოფაქცევის ქალად მიიჩნევდნენ.
image

სულ მალე სსრკ–ში აბორტი ისევ ლეგალური გახდა და საოჯახო კოდექსშიც ცვლილებები შევიდა. მით უმეტეს, რომ დრო იცვლებოდა და უცხოელთა რიცხვიც იზრდებოდა. ეს განსაკუთრებით ეხებოდა აზიური, აფრიკული და ლათინო ამერიკული წარმოშობის სტუმრებს. 1950-60 წლებში მხოლოდ პატრის ლუმუმბას სახელობის უნივერსიტეტი ყოველწლიურად 300-350 სპეციალისტს უშვებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხუთი წლის მანძილზე მოსკოვის მხოლოდ ამ უმაღლეს სასწავლებელში მუდმივად ცხოვრობდა დაახლოებით ათასხუთასი მუქკანიანი სტუდენტი. ასე რომ, საერთაშორისო სიყვარულზე ტაბუს დადება უკვე ძალიან ძნელი გახდა.
image

“არასწორი” სიყვარულის წინააღმდეგ მასიური რეპრესიები დასრულდა ბრეჟნევის დროს, 1969 წელს კი საბჭოთა მოქალაქეებმა მიიღეს უცხოელებთან ოჯახის შექმნის უფლება, თუმცა მაინც ფორმალურად. სინამდვილეში ამგვარი ქორწინების დასარეგისტრირებლად ისეთ და იმდენად დიდი რაოდენობით საბუთებს ითხოვდნენ, რომ მათი შეგროვება პრაქტიკულად შეუძლებელიც კი იყო. ამასთან, ქორწინების გაფორმება შესაძლებელი იყო მხოლოდ სსრკ-ს დიდ ქალაქებში და მკაცრად განსაზღვრულ “ზაგს”-ებში.

უცხოელებთან ქორწინება განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე შესაძლებელი გახდა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და…პოპულარულიც გახდა.

წყარო : intermedia.ge

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close