არქივი

უძველესი ცივილიზაციის ათი ყველაზე უცნაური და გასაოცარი დამთხვევა

image

ჩვენს პლანეტაზე წარსულის უამრავი ნაკვალევია, რომელთა საიდუმლო ჯერაც არაა ამოხსნილი, მაგრამ ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში პოულობენ აბსოლუტურად ერთგვაროვან ნაგებობებს ან არტეფაქტებს, რომელთა მსგავსების ახსნა ფაქტობრივად შეუძლებელია.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა ათი ყველაზე გასაოცარი დამთხვევა უძველესი სამყაროდან.

 

1. სვასტიკის უძველესი სიმბოლოები

image

 

ჩვენს დროში სვასტიკა ნაცისტურ გერმანიასთან ასოცირდება და ესაა საკმაოდ მძიმე სიმბოლო, რომელიც არასასიამოვნო მოგონებებს აღგვიძრავს; სინამდვილეში კი ეს არის უძველესი სიმბოლო, რომლის დანიშნულებასაც არქაული ფესვები აქვს – სვასტიკა ძირითადად გამოიყენებოდა სარიტუალო წესებისათვის, მაგალითად, ის ფართოდ იყო გავრცელებული ინდუიზმის მიმდევრებში. სვასტიკის გამოსახულებები ნაპოვნია ევროპის სხვადასხვა ადგილას, უამრავი არქეოლოგიური ძეგლის და სამარხის ტერიტორიებზე. თითქმის ყველა ძველი ევროპული კულტურა-კელტები, ეტრუსკები, რომაელები, ბერძნები, სლავები, გალები იყენებენდნენ სვასტიკას, როგორც წარმატების, მზისა და ბედნიერების ნიშანს.

 

2. უძველესი ლითონის სამაგრები-ბრჭყალები

image

მეგალითებში, ტაძრებსა და სხვა პრეისტორიულ ძეგლებში ნაპოვნი ლითონის ბრჭყალები (სკოპები) წარსულის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი საიდუმლოა. უფრო სწორად, აქ საუბარია არა თავად ბრჭყალებზე, რადან ისინი ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დაიშალა, არამედ ქვებზე დარჩენილ მათ ნაკვალევზე. მეცნიერები თავს იტეხავენ, თუ რატომ იყნებებდნენ მშენებლები უზარმაზარი ქვის ბლოკების გასამაგრებლად ამ პატარა ბრჭყალებს. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ მათ რელიგიური-სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა, სხვები ფიქრობენ, რომ ეს ბრჭყალები ემსახურებოდა ქვის ბლოკების შეკავშირებას. გამოცანას წარმოადგენს ასევე ამ ბლოკების დამზადების ტექნოლოგია: მათ ასხამდნენ უძველესი, საოცრად მკვრივი ბეტონისაგან, რომლის შემადგენლობა დღემდე უცნობია.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერია.. ყველაზე საოცარია ის, რომ სავსებით ერთგვაროვანი ტექნოლოგიით დამზადებულ ბრჭყალებს პოულობენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში: ეგვიპტეში, პერუში, კამბოჯაში და ასე შემდეგ, რომლებიც ერთმანეთისაგან ათასობით კილომეტრითაა დაშორებული. აღსანიშნავია, რომ თუ ისტორიული საზომით ვიმსჯელებთ, ამერიკა სულ ახლახანს აღმოაჩინეს; ითვლებოდა, რომ მანამდე მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ევრაზიის კონტინენტთან, მაგრამ დასავლეთ ნახევარსფეროს ორივე კონტინენტზე ნაპოვნია უძველესი ლითონის ბრჭყალების ზუსტად ისეთივე ანაბეჭდები, როგორებიც აღმოაჩინეს იტალიაში, ირანსა და ერაყში.

 

3. ერთგვაროვანი პირამიდები

image
როცა გვესმის სიტყვა ” პირამიდები”, ჩვენი ფიქრები მყისიერად გადადის ეგვიპტეში, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ პირამიდების კვალი მსოფლიოს მრავალ კუთხეშია ნაპოვნი. უკანასკნელ წლებში მსგავსი ნაგებობები ევროპის ცენტრშიც კი აღმოაჩინეს.. ის, რაც მეცნიერებს წლების განმავლობაში სწორკუთხა მთა ეგონათ, თურმე სინამდვილეში პირამიდა ყოფილა. საინტერესოა, რომ თუ შუა საუკუნეების ნახატებს დავეყრდნობით, იმ დროისათვის დედამიწაზე უამრავი პირამიდა იყო, რომლებიც შემდგომ საუკუნეებში დაანგრიეს ან თავად დაიშალა ქვებად. დღემდე არაა ცნობილი, თუ რა მიზნით აშენებდნენ პირამიდებს. თავდაპირველად ითვლებოდა, რომ ისინი ფარაონების ან მეფეების სამარხებად იყო განკუთვნილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველა პირამიდაში როდია დასაფლავებული ადამიანები. შესაძლებელია, ეგვიპტელები უბრალოდ სხვა მიზნით უკვე აშენებულ პირამიდებს იყენებდნენ ფარაონების და ქურუმების სამარხებად; გაოცებას იწვევს ის ფაქტიც, რომ პირამიდები ორიენტირებულია მზისა და ვარსკვლავების მხარეზე.

 

4. ერთგვაროვანი ყორღანები

image

 

ყორღანი – ესაა ქვის ნაგებობა, შემდგარი ორი ან მეტი უზარმაზარი ვერტიკალური ქვის ფილისაგან, რომლებზეც ეყრდნობა ჰორიზინტალური ქვა. სავარაუდოდ, ისინი სარიტუალო წესებისათვის გამოიყენებოდა. უძველესი ყორღანები კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ადრეული ცივილიზაციების გასაოცარი მსგავსებისა, რადგან აბსოლუტურად იდენტური ნაგებობებია აღმოჩენილი ინდოეთში, ჩინეთში, ესპანეთში, კორეასა და ცენტრალურ ამერიკაში. როგორც ჩანს, ძველი ტრადიციები ერთნაირი იყო სხვადასხვა კულტურისათვის, მიუხედავად იმ უზარმაზარი მანძილისა, რომელიც ამ ცივილიზაციებს ერთმანეთისაგან აშორებდა.

 

5. ხელების იდუმალი გამოსახულებები

image

 

ხელების გამოსახულება საკმაოდ გავრცელებული იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კლდეზე მხატვრობაში. ისინი შესრულებულია სრულიად სხვადასხვა მეთოდით – ეს შეიძლება იყოს ხელის შეღებილი ანაბეჭდი სალ კლდეზე, კონტურით შემოხაზული მტევნის გამოსახულება და სხვა. ამასთანავე კლდეებზე გვხდება აბსოლუტურად განსხვავებული ნახატები – როგორც მამაკაცის და ქალის, ასევე ბავშვის და მოხუცის ხელისა. უნდა ითქვას, რომ მსგავსი მხატვრობა ძალიან პოპულარულია დღევანდელ ავანგარდულ ხელოვნებაში ან ინტერიერის გაფორმებაში.

 

6. უძველესი სფინქსები

image

თუ ამ ქანდაკებების რაოდენობით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, სფინქსები საკმაოდ დიდ როლს თამაშობდნენ ძველ სამყაროში. თავად სფინქსი-ეს იყო ზღაპრული, იდუმალი არსება, რომელსაც ადამიანის თავი და ლომის სხეული ჰქონდა. ის მნიშვნელოვანი სიმბოლო იყო კაცობრიობის ისტორიაში: სფინქსი ითვლებოდა ცოდნის მცველად, ცხოვრების არსად, ის გახლდათ იდუმალებისა და ინტრიგების სიმბოლოც. ყველაზე ძველი სფინქსი ნაპოვნია თურქეთში. დამტკიცებულია, რომ ის შეიქნა 9500 წელს ჩვენს ერამდე. ეგვიპტური და ბაბილონური სფინქსები იყვნენ სამარხების და ტაძრების მცველები. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტისა და ევროპის გარდა, ინდოეთსა და ჩინეთშიც უამრავი სფინქსის ფიგურაა ნაპოვნი.

 

7. უძველესი ღვთაებები გამოყოფილი ენით

image

 

ღვთაებების გამოსახულებები, გამოყოფილი ენით, მთელ მსოფლიოშია გაბნეული. მაინც რას აღნიშნავს ეს სიმბოლო? – დღესდღეობით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეს ჟესტი პატივისცემის გამოხატულებად ითვლება, სხვაგან კიდევ შეურაცხყოფისა და დაცინვის, ზოგ ქვეყანაში მას მტრის შესაშინებლად და მრისხანების გამოსახატავად იყენებდნენ. უცნობია, თუ რას აღნიშნავდა ეს სიმბოლო ძველად, აბსოლუტურად შესაძლებელია, მას სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა დანიშნულება ჰქონოდა.

 

8. გირჩის სიმბოლოები

image

უძველესი გამოსახულებები, რომლებზეც გირჩებია ასახული, ნაპოვნია მთელ მსოფლიოში. ეს იყო ძველი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი სიმბოლო. ამასთანავე მისი პოვნა შესაძლებელია აბსოლუტურად სხვადასხვა კულტურაში-ინდონეზიელებთან, ბაბილონელებთან, ეგვიპტელებთან, ბერძნებთან… გირჩის სიმბოლომ გამოყენება ჰპოვა ქრისტიანობაში. ეს სიმბოლო გამოიყენებოდა ეზოთერულ მიმდინარეობებშიც, როგორიცაა მასონები, თეოსოფია და გნოსტიციზმი. როგორც წესი, გირჩა აღნიშნავდა სულიერი განათლების სიმბოლოს. ის აგრეთვე იყო სიმბოლო ეგრეთ წოდებული ” მესამე თვალისა” – ადამიანის საიდუმლო ორგანოსი და ტვინში მდებარე გირჩისმაგვარი ჯირკვლისა.

 

9. ძველი ქურუმები

image

წმინდანები და ქურუმები საკმაოდ დიდ როლს თამაშობდნენ ძველ კულტურაში. ისინი გაჩნდნენ ცივილიზაციის წარმოშობის ჩანასახშივე და იყვნენ უძველესი სიბრძნისა და ხელისუფლების სიმბოლონი, ატარებდნენ სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებს, მაგალითად, მსხვერპლად შეწირვის ან ღვთისმსახურების რიტუალებს.

საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს რიტუალები, მაგალითად, ცხოველების შეწირვა მსხვერპლად, მსოფლიოს სხვადასხვა კულტურისათვის აბსოლუტურად ერთნაირი იყო. თუ რატომ მივიდნენ მსოფლიოს სხვადსხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები ზუსტად ერთნაირ რიტუალებამდე – უცნობია.

 

10. სპირალის გამოსახულება

image

სპირალი მთელი მსოფლიოს თითქმის ყველა უძველეს კულტურაში გვხვდება. გამოცანად რჩება, თუ რატომ იყენებდნენ ასე აქტიურად ძველი სამყაროს წარმომადგენლები ამ ნიშანს, რომელიც დღემდეა გავრცელებული სასულიერო პრაქტიკაში, გამოხატავს რა ზრდასა და ევოლუციას.

სპირალი უმეტეს შემთხვევაში ნაყოფიერების, სასიცოცხლო ძალის და ქალღმერთების სიმბოლოდ ითვლებოდა. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სწორედ სპირალურად მიმდინარეობს ადამიანის, ცხოველების, ბევრი მცენარის ჩანასახის ზრდა- განვითარება, ასევე დედამიწაზე მიმდინარე ბევრი პროცესი. გარდა ამისა, ჩვენს გალაქტიკას სპირალის ფორმა აქვს. ნუთუ უძველესმა ადამიანებმა ეს ყველაფერი იცოდნენ? – ეს კითხვა დღემდე უპასუხოდ რჩება.

წყარო : intermedia.ge

მსგავსი ამბები

Back to top button