გართობაკულტურა

ცნობილი საიტები (10 ნაწილი)

6051967826ff
Baidu – ჩინური ონლაინ ძებნის სისტემა რომელიც პოპულარობით მეოთხეა მსოფლიოში იგი გაეშვა 2000 წელს და დღემდე ძალიან პოპულარულია. 

Baidu-ს ძირითადად აზიური ქვეყნების მცხოვრებნი იყენებენ უფრო მეტად კი ჩინელები და იაპონელები რადგან მათთვის აქ სრულფასოვანი გარემოა და მშობლიურ ენაზე აქვთ ყველაფრის წაკითხვის საშუალება ასევე მასალების ფოტოების ვიდეოების ჩანაწერების სიახლეების და დოკუმენტების მოძიების სრული ასევე მოქნილი და სწრაფი საშუალება. Baidu-ს გააჩნია საიტის იაპონური ვერსია რომელის გაშვების შემდეგაც საიტმა გაუსწრო Microsoft-ის ცნობილ საძიებო სისტემა Bing-ს და სწორედ ამის ხარჯზე მოიპოვა პოპულარობა. სხვა სერვისებიდან აღსანიშნავია ონლაინ ენციკლოპედიის პროექტი რომელიც ვიკიპედიის მსგავსია მაგრამ განსხვავებულია რეიტინგით იგი ჩინური ვიკიპედიის ანალოგია და წარმატებით უსწრებს მას. Baidu ფინანსურად გამართული და ძალიან მომგებიანი კომპანიაა. Baidu-ს დამფუძნებელია რობინ ლი რომელიც დღემდე აქტიურად ხელმძღვანელობს კომპანიას და აქტიურად ზრუნავს მის განვითარებაზე.

Baidu Browser – ნამდვილად კარგი ვებ ბრაუზერი რომელიც წარმატებით უსწრებს მის ანალოგ ვებ ბრაუზერებს და საკმაოდ კარგ სერვისებსაც გვთავაზობს ბრაუზერი არის სწრაფი და მოქნილი მისი ინტერფეისის მორგება შეგიძლიათ სურვილისამებრ პირდაპირ ბრაუზერიდანვე შეძლებთ ვიდეოების გადმოწერას ისე რომ არანაირი დამხმარე საიტი არ დაგჭირდებათ ეს არის ბრაუზერის ერთ-ერთი თუ არა მთავარი ყველაზე კარგი ფუნქცია რაც მას დახვეწილს და მოქნილს ხდის. Baidu Antivirus – შესანიშნავი ანტივირუსი რომელიც დამკვიდრდა მსოფლიო ბაზარზე იგი ასრულებს ყველა იმ ფუნქციას რაც უნდა შეასრულოს სტანდარტულმა ანტივირუსმა.

ისევე როგორც ყველა თანამედროვე საიტს და კომპანიას ბაიდუსას გააჩნია მობილური აპლიკაციების მხარდაჭერა ასე რომ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აპლიკაციების გადმოწერა მობილურ ტელეფონში სხვადასხვა ინტერნეტ და მობილიური მარკეტებიდან. იმის გამო რომ საიტი ჩინურადაა მას კიდევ ერთხელ მოგახსენებთ რომ ძირითადად აზიის ქვეყნებში იყენებენ ანუ ის თავიდანვე არაა გათვლილი უცხოური ბაზრისთვის მაგრამ სხვა ქვეყნებიდანაც მომხმარებლები საკმაოდ აქტიურად ჰყავს რაც კომპანიის გამართულობაზე და საიტის სიძლიერეზე მეტყველებს. ბაიდუ 16 წელია აქტიურად ფუნქციონირებს და ამ დროის მანძილზე საიტს არ ჰქონია რაიმე სახის სერიოზული ჩავარდნა მას ძალიან კარგი ტექნიკოსთა და ვებ პროგრამერთა ჯგუფი ხელმძღვანელობს რაც კომპანიის წარმატებაზეც ნათლადაა ასახული.

კომპანიის ოფისის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ. კომპანიის ოფისები სხვა დიდი კორპორაციებისგან განსხვავებით არ გამოირჩევა რაიმე სახის დიდი ზომის და მაშტაბური ასევე ორიგინალური ინეტერიერით.
56b0495b01a2
6fcca5f99cf0
1b1a984e8188

 

Back to top button