გართობაკულტურა

ცნობილი საიტები (9 ნაწილი)

bf191ab046ee
Ebay – ცნობილი ონლაინ მაღაზია რომელიც დაარსდა 1995 წელს და ერთ-ერთი უმსხვილესი საიტია იგი რეიტინგით ოცდამეორეა მსოფლიოში მას მომხმარებლები საქართველოშიც აქტიურად ჰყავს.

საიტი მუშაობს როგორც აუქციონის ასევე სწრაფი ყიდვის რეჟიმში რაც მომხმარებლებს სასურველი არჩევანის გაკეთების უფლებას აძლევს ასევე Ebay-ზე არ იყიდება ისეთი მეორადი პროდუქტები რომლებიც შემდგომში ადამიანის ჯანმრთელობის რაიმე სახის დაზიანებას გამოიწვევს ან რაიმე დაავადების გავრცელებას შეუწყობს ხელს ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის ხარისხიანობას. საიტზე სასურველი პროდუქტზე ფასის გადახდა ანუ ანგარიშწორება შესაძლებელია თანამედროვე ელექტორნული ინტერნეტ საფულეების და ასევე ბარათების საშუალებით რომელიც კიდევ უფრო მეტ კომფორტს სთავაზობს მომხმარებლებს. Ebay-ს აპლიკაციები აქვს Android ასევე IOS და Windows ოპერაციულ სისტემებზე რითიც შესაძლებელია პროდუქტების და ნივთების ტელეფონით ყიდვა რათქმაუნდა ინტერნეტის არსებობის შემთხვევაში. ქართველი მომხმარებლები აქტიურად სარგებლობენ Ebay-თი ამიტომაც საქართველოში მრავალი კომპანიაა რომელსაც უცოხეთიდან გამოწერილი პროდუქტები სწრაფად და ხარისხიანად ასევე შეღავათიან ფასებში ჩამოაქვს საქართველოში და ახდენს მის სწრაფ ტრანსპორტირებას.
5df1e6e7f110
PayPal – ონლაინ გადახდების სისტემა რომელიც არის Ebay-ს მფლობელობაში 2002 წლიდან საიტი მუშაობს 190 მეტ ქვეყანაში და ჰყავს ძალიან ბევრი დარეგისტრირებული მომხმარებელი. PayPal-ი მუშაობს 30 ეროვნულ ვალუტაზე და არის ერთ-ერთი თუ არა ყველაზე პოპულარული ონლაინ გადახდების სისტემა მსოფლიოში მას იყენებს ისეთი ონლაინ მაღაზია როგორიცაა Amazon-ი და ასევე ბევრი სხვა და თავისთავად Ebay-ი რომელიც მას ფლობს. PayPal-ს მობილური აპლიკაციები გააჩნია Android ასევე IOS და Windows ოპერაციულ სისტემებზე რაც საშუალებას იძლევა ტელეფონით გადავიხადოთ სერვისები და ასევე მივიღოთ ფული. თანამედროვე ტექნოლოგიების და საიტების განვითარებამ განავითარა ონლაინ ბიზნესი და ამა თუ იმ საიტების საშუალებით შესაძლებელია ფულის შოვნა ამ მიზნისათვის კი PayPal-ი ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა რომ ნაშოვნი ფული საიტებიდან გადმოვრიცხოთ სანდო ონლაინ საფულეზე და კონვერტაცია ვაწარმოოთ სასურველ 30 ვალუტაში რომელ ფუფუნებასაც PayPal-ი გვთავაზობს.

Ebay-ის და PayPal-ის ოფისები მსოფლიოში მრავლადაა ამიტომ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ოფისებიც ფოტოები რომელიც ქვევითაა მოცემული და საკმაოდ ორიგინალური ინტერიერით გამოირჩევა.
36b1deb06ea6
f3368811b1ff
d1e097ddb14f
22d71720f2f9

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button