ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

ცნობილი საიტები (7 ნაწილი)


Wikipedia – ონლაინ ენციკლოპედია რომლის დამფუძნებელია ჯიმი უელსი ვიკიპედია მეშვიდე საიტია მსოფლიოში.

Wikipedia – დაარსდა 2001 წელს და ეკუთვნის ფონდ ვიკიმედიას პროექტებიდან აღსანიშნავია ის რომ ისინი მრავალფეროვანია და ფუნქციონირებს მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე მათ შორის ქართულზე და მეგრულზე. ქართული ვიკიპედია გაიხსნა 2006 წელს და მასში სტატიების რაოდენობა 100 000-ზე მეტია ხოლო მეგრული 2011 წელს და სტატიების რაოდენობა 1000-ზე მეტს შეადგენს. აღსანიშნავია ის რომ ვიკიპედიის ყველა პროექტის განვითარებაში თავად ხალხი მონაწილეობს მათ შეუძლიათ საიტზე დარეგისტრირება და შემდეგ სტატიების დაწერა და რედაქტირება. გარდა ამისა ვიკიპედიას ყავს ცოტა თანამშრომელი და დაბალი ბიუჯეტი მის ბიუჯეტს კი ის შემოწირულობები წარმოადგენს რომლითაც საიტი არსებობს. ვიკიპედია სულ 288 ენაზე მუშავდება. ისინი ვინცს საიტზე აქტურად მუშაობენ შესაძლებლობა ეძლევათ შეუერთდნენ გამოცდილი ვიკიპედიელების გუნდს და გახდნენ ადმინისტრატორები მაგრამ რათქმაუნდა ეს სტატუსი უფრო საპასუხისმგებლოა და მეტი გულისყურით მუშაობას გულისხმობს. ვიკიპედია არ არის კომერციული საიტი როგორც უკვე ზევით მოგახსენეთ და ის მომხმარებლების მიერ შემოწირული თანხით საზრდოობს ასევე საიტზე ვერ შეხვდებით ვერანაირ რეკლამას სხვა კომპანიის შესახებ რაც საიტს მეტად პოპულარულს ხდის. ქართველებიც საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულნი ვიკიპედიის ფუნქციონირებაში და შესაბამისად წერენ სტატიებს და იზიდავენ მომხმარებლებს მეც ერთ-ერთი ახალბედა ვიკიპედიელი გახლავართ და რამოდენიმე სტატიაც მაქვს დარედაქტირებული.  საიტზე ხშირად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტები მათ შორის ქვეყნების შესახებ სადაც 1 თვის მანძილზე არედაქტირებენ და მსჯელობენ სხვადასხვა ქვეყანაზე და ამდიდრებენ ინფორმაციას მის შესახებ.

ვიკიწიგნები – ვიკიმედიას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია რომელზეც სახელმძღვანელოების და სხვადასხვა სასწავლო მასალების გამოქვეყნება ხდება. ისევე როგორც ვიკიპედიის ასევე ვიკიწიგნების პროექტი დაიწყო 2006 წელს. პროექტში წიგნების ამობეჭდვა განთავსება და რედაქტირება ყველას შეუძლია. ვიქსიკონი – ონლაინ ლექსიკონი რომელიც მრავალ ენაზე მუშავდება ქართული ვიქსიკონი 2011 წელს გაეშვა.

ვიკიციტატა – ციტატების კრებული რომელიც ცნობილი პიროვნების ციტატების თავისუფალ კრებულს გვთავაზობს ეს პროექტი 2006 წელს გაეშვა და დღეს-დღეისობით 87 ენაზე ფუნქციონირებს ის როგორც ვიკიმედიის სხვა პროექტების მსგავსად მის მთელ შიგთავსსს ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებლისთვის.

loading...
თეგები
Close
Close