გასართობისაკითხავისასარგებლო

ცოტა რამ ცხოველების შესახებ (ნაწილი 2)

ამ პოსტით მინდა შევეხო ცხოველების შესახებ ინფორმაციას

1.ცხოველთა ჰაბიტატები

ჰაბიტატი ეწოდება გარემოს სადაც ცხოველები პოულობენ საკვებსა და თავშესაფარს წყვილდებიან და მრავლდებიან ის შეიცავს ყველა ელემენტს – მცენარეული საფრის კლიმატური და გეოლოგიური მახასიათებლების ჩათვლით – რაც კონკრეტულ გარემოს აყალიბებს  ზოგიერთი სახეობა ბინადრობს მხოლოდ ერთ ჰაბიტატში მაგრამ ბევრი რამდენიმე მათგანს იყენებს ან მათ შორის მოძრაობს. საიმპერატორო პინგვინები ანტარქტიდის ყინულოვან ზედაპირზე წყვილდებიან კვერცხს დებენ და ახალგამოჩეკილ ნაშიერებს ზრდიან მაგრამ თევზის მოსაპოვებლად ოკეანეს უბრუნდებიან დროთა განმავლობაში გარემო ბუნებრივად იცვლება:ზოგი ლანდშაპტი ერთბაშად ყალიბდება გეოლოგიური მოვლენების მაგალითად მიწისძვრის შედეგად სხვები ეტაპობრივად იქმნება რაიმე მუდმივმოქმედი ძამის მაგალითად ეროზიის გავლენით. დედამიწა იცვლება დროთა განმავლობაში იცვლებიან ცხოველებიც. ისინი პრეისტორიულ ოკეანეში განვითარდნენ და 400 მილიონი წლის წინ დასახლდნენ ხმელეთზე როდესაც მასზე ზრდა დაიწყე მცენარეებმა  კლიმატური თავისებურებები იწვევს სეზონურ ცვლილებებს მაგალითად: ზამთრობით ტემპერატურის მკვეთრი დაწევის დროს ისინი მიგრირებენ თბილ ქვეყნებში ან ძილს ეძლევიან ზოგიერთ ცხოველსაც შეუძლია თავისი ჰაბიტატის შექმნა ამის მაგალითია თახვების მიერ კაშხლის მშენებლობა რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს გარემო ცხოველების ადგილსამყოფელზე დიდ ზეგავლენას ახდენენ ადამიანები რომელთა საქმიანობის შედეგად მცირდება ხმელეთის ჰაბიტატები უდაბნოებისა და ურბანული რეგიონების გარდა.

საზღვაო ჰაბიტატი

2. სად ბინადრობენ ცხოველები

ხმელეთზე კლიმატი და ნიადაგი განსაზღვრავს თუ რა მცენარეებიიზრდება ამა თუ იმ რეგიონში თავის მხრივ მცენარეულობა განაპირობებს იმავე არეალში არსებულ ცხოველთა რაოდენობასა და მრავალფეროვნებას.
3.უდაბნოები
დედამიწის ზედაპირის მესამედი უჭირავს უდაბნოებს სადაც დღისით ძლიერი სიცხეა ღამით ყინვა ასეთ ადგილებში ცხოველები იყენებენ ნებისმიერ საკვებს წყალს და თავშესაფარს მკაცრ პირობებს შეგუებული ეკალბარდები შეიძლება გახდეს საცხოვრებელი ხვლიკებისა და მწერებისა რომლებიც თავის მხრივ მცირე ზომის ძუძუმწოვრებსა და ფრინველებს იზიდავენ
უდაბნო
4.ტროპიკული ტყეები
ტროპიკულ ტყეებში ყოველწლიურად დაახლოებით 250სმ ნალექი მოდის აქ სიცოცხლე განაწილებულია დონეებად არწივები დასტრიალებენ ყველაზე მაღალ ხეებს (40 მ სიმაღლეზე) შედარებით დაბალი (ამასთან ყველაზე მრავალრიცხოვანი) ხეების კენწეროები ქმნიან საფარს ანუ ჩარდახს რაც მდიდარია მწერებით ფრინველებითა და ძუძუმწოვრებით რომლებიც არასოდეს ჩამოდიან მიწაზე ბუჩქები და ტანმორჩილი ხეები აყალიბებენ კიდევ ერთ დონეს. ტროპიკული ტყეების ნიადაგი წარმოადგენს მწერებისა და სხვა უხერხემლოების ასევე ამფიბიების საცხოვრებელს.
ტროპიკული ტყე

5.რა საფრთხე ემუქრებათ ცხოველებს?

სახეობების სრული განადგურება-გადაშენება-ბუნებაში ჩვეულებრივი მოვლენაა. სახეობების რომელთაც დედამიწაზე უცხოვრიათ უმეტესობა აღარ არსებობს თუმცა მათი გადაშენების ტემპი დღეს გაცილებით სწრაფია მასობრივ გადაშენებას რაც მოხდა 65 მილიონი წლის წინ და რამაც გამოიწვია დინოზავრების გაქრობა არ გამქრალან იმ დროს სხვა ცხოველები ისეთი ტემპით როგორც ღეს, აქედან გამომდინარე ცხოველებს საფრთხე ემუქრებათ ამის მიზეზი კი მოსახლეობის სწრაფი ზრდაა.

პანდას გადაშენება ემუქრება

 

ინფორმაციის ნაწილი : geofauna.ge

თეგები

Bread

გამარჯობა მე ქართველი ვარ
Close
Close