ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

ცნობილი საიტები (4 ნაწილი)


MailRu – ცნობილი რუსული ინტერნეტგიგანტი და 31-ე საიტი მსოფლიოს მაშტაბით იგი დაარსდა 1998 წელს.

MailRu -ს პოპულარულს ხდის მისი მარტივი ინტერფეისი საიტის ძირითადი სერვისია ელ-ფოსტა რომელიც მეტწილად განაპირობებს ვებგვერდის პოპულარობას ასევე აღსანშნავია Search სერვისი სადაც სასურველი ფოტო თუ ვიდეო ასევე ტექსტური მასალის მოძიებაა შესაძლებელი. გაცნობის მსურველებისთვის MailRu-ს აქვს სპეციალური სოციალური ქსელი სახელად Мир. მათ ვისაც აინტერესებს ინფორმაცია კინოაფიშაზე და ტექნოლიგიურ სიახლეებზე ასევე სპორტზე მანქანებზე და მრავალ სხვა საინტერესო სიახლეზე სპეციალური განყოფილებები ამ კატეგორიებისთვისაცაა.

Odnoklassniki – ცნობილი რუსული სოციალური ქსელი რომელიც ალბერტ პოპკოვის მიერ 2006 წელს შეიქმნა საიტის ამჟამინდელი მფლობელია MailRu. მსოფლიოში Odnoklassniki რიგით 56-ე საიტია. სოციალურ ქსელს უმეტესად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები მოიხმარენ მათ შორის საქართველოდანაც მრავალი აქტიური მომხმარებელია. მაშინ როდესაც ბაზარზე Odnoklassniki-ს კონკურენტები გამოუჩნდა ქართველი მომხმარებლების დიდი ნაწილი სხვა სოციალურ ქსელს Facebook-ს შეუერთდა მაგრამ Odnoklassniki-საც ჰყავს თავისი წილი მომხმარებლები რომლებიც საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ საიტს გაცნობისა და გართობის მიზნით საიტზე შეგიძლიათ ატვირთოთ ფოტოები ასევე ვიდეოები გაწევრიანდეთ სხვადასხვა ჯგუფებში ითამაშოთ ონლაინ ქსელური თამაშები და საინტერესო დრო გაატაროთ. მიუხედავად იმისა რომ Odnoklassniki ხშირად ცდილობს წამახალისებელი აქციების ჩატარებას და ძველი მომხმარებლების უკან დაბრუნებას ეს ყველა ცდა უმეტესად კრახით მთავრდება რადგანაც რუსმა ახალგაზრდებმა Odnoklassniki სხვა უფრო მარტივი და მძლავრი სოციალური ქსელით Vk-თი შეცვალეს და მას უფრო აქტიურად იყენებენ ამიტომაც ლეგენდალური გაცნობის საიტის მომხმარებლები უმეტესად Vk-ზე გადავიდნენ. მაგრამ ამა თუ იმ დადებითი თუ უარყოფითი ფაქტორების გათვალისწინებით Odnoklassniki-ს მაინც ჰყავს მომხმარებლების დიდი რაოდნობა აქედან უმეტესი წილი კი ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე მათ შორის საქართველოზე მოდის ის ნამდვილად ლეგენდარული საიტია.

ICQ – ცნობილი მესენჯერის პლატფორმა რომელიც ასევე MailRu-ს ეკუთვნის.

Amigo – პოპულარული ბრაუზერი რომელიც MailRu-ს ეკუთვნის და საქართველოშიც აქტიურად ყავს მომხმარებლები ბრაუზერს ისევე როგორც MailRu-ს უფრო ხშირად მოიხმარენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან რადგან მათ ამ საიტის შესახებ ამაღლებული ცნობიერება აქვთ.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close