გართობაკულტურა

ცნობილი საიტები (3 ნაწილი)

3d4d6200ad8e
Facebook – მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი და რეიტინგით მეორე საიტი. სოციალური ქსელი შეიქმნა და გაეშვა 2004 წელს მისი დამფუძნებელია მარკ ცუკემბერგი. 
bee1928809d5
Facebook – ყოველთვის ინოვაციების სადარაჯოზეა და მან რამოდენიმე დღის წინ შემოგვთავაზა ახალი ემოციების ფუნქცია როგორც სმარტფონებზე ასევე კომპიუტერზე. სასურველ პოსტზე თქვენი რეაქცია შეგიძლიათ გამოხატოთ ამ სიახლის საშუალებით რომელიც მოიცავს სიცილის სიყვარულის გაბრაზების და კიდევ ბევრ ემოციას.

Facebook Messenger – მათთვის ვინც ვერ ახერხებს კომპიუტერთან მოხვედრას ან თუნდაც ტელეფონით უფრო სიამოვნებს საიტით სარგებლობა კომპანიამ გამოუშვა აპლიკაცია რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ადვილად ესაუბროთ თქვენს მეგობრებს Facebook-ში ასევე მათ გაუგზავნოთ მრავალფეროვანი სმაილები და სტიკერები. Messenger-ი გამოსულია და თავსებადია ყველა თანამედროვე სმარტფონთან Android IOS და Windows Phone სისტემებზე. საიტს ხშირად იყენებენ მომხმარებლები ფოტოების და ვიდეოების საზოგადოებისთვის გასაზიარებლად ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია ინტერესების მიხედვით ჯგუფებში გაერთიანება ასევე საერთო სასაუბროების შექმნა გვერდების და აპლიკაციების საიტზევე გაკეთება და მრავალი სხვა სერვისი. გართობის მხრივ საიტზე არსებობს თამაშების კატეგორია სადაც თავმოყრილია მსოფლიოში პოპულარული ონლაინ-სოციალური თამაშები რაც კარგი გართობის საშუალებაა.
90adf8294539
Instagram – ასევე ძალიან ცნობილი ფოტო/ვიდეო სოციალური ქსელი რომელიც ბოლო წლების მანძილზე თანამედროვეობის და განსაკუთრებით თინეიჯერების შეუცვლელი ნაწილი გახდა. საიტი გაეშვა 2010 წელს და ამჟამად Facebook-ის მფლობელობაშია. Instagram რიგით 24 საიტია მსოფლიოში მას აქტიურად მოიხმარენ ტელეფონით. ისევე როგორც Facebook-ით ასევე Isntagram-ითაც აქტიურად სარგებლობენ სელებრითები რომელთა ფოტოები და ვიდეოები განსაკუთრებით საინტერესო და დამაინტრიგებელია მომხმარებლებისათვის. Instagram-ზე განთავსებული ფოტოები ხშირად იბლოკება ადმინისტრაციის მიერ რადგან მომხმარებლები საკმაოდ პიკანტურ ფოტოებსაც ანთავსებენ. ზედმეტი პიკანტურობა რომელიც დასაშვებ ზონას აღემატება იშლება ადმინისტრაციის მიერ.
62b6ee31aac9
WhatsApp – თანამედროვე Messenger-ი რომელიც დაარსდა 2009 წელს და ამჟამად Facebook-ის მფლობელობაშია. აპლიკაცია სმარტფონების მფლობელებს აძლევს საშუალებას რომ აქტიურად და სწრაფად იკონტაქტონ მეგობრებთან და შეიძინონ ასევე ახალი ნაცნობები აპლიკაციაში ასევე ბევრი ძალიან საინტერესო სერვისი და მრავალფეროვანი სმაილებია. WhatsApp ერთ-ერთ ყველაზე კარგ და პოპულარულ მესენჯერად ითვლება იმ შემთხვევაში თუ გამოიყენებთ ამ აპლიკაციას თქვენ ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

Facebook-ის ოფისები ბევრ ცნობილ და დიდ მეგაპოლისში მდებარეობს. ოფისების ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ქვევით.
c735dc66ceb3
2cfb0ac1595b
a9b849ef5acd
8dd792e23667

მსგავსი ამბები

Back to top button