ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებზე (ნაწილი 4)

როგორც ვიცით იტალია ერთ-ერთი საინტერესო და ნახვადი ქვეყანაა მსოფლიოში, მე კი შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია მის შესახებ

ბუნებრივი მახასიათებლები:
სიცილია

1.სიცილია და სარდინია

სიცილია არის ხმელთა შუა ზღვის ყველაზე დიდი კუნძული მდებარეობს იტალიის სამხრეთით თბილი კლიმატი აქ ციტრუსის ყურძნისა და ზეთისხილის მოყვანას ხელს უწყობს. კუნძული სარდინია კი სიცილიისგან უფრო ჩრდილოეთითაა აქაური მცხოვრებნი სარდები წინაპართა კულტურას ეროვნულ დიალექტს ინარჩუნებენ ისტორიულუ ძეგლები ულამაზესი პლაჟები და უგემრიელესი სამზარეულო კუნძულზე უამრავ ტურისტს იზიდავს.
სარდინია

2.ლურჯი მღვიმე

კუნძულ კაპრიზე მდებარე უზარმაზარ წყალქვეშა მღვიმეში კარგ ამინდში წყალი საოცრად ლურჯია რომაელთა ხანაში ლურჯი მღვიმე იმპერატორ ტიბერიუსის საზაფხულო რეზიდენცია იყო, მაგრამ მას შემდეგ, მე-19 საუკუნემდე მიივიწყეს. მეთევზეებს ჯეროდათ რომ აქ ბოროტი სულები ცხოვრობდნენ
ლურჯი მღვიმე

3. აპენინები

ეს ციცაბო მთათა სისტემა ხერხემალივით გასდევს მთელ იტალიას მის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროს შორის 1 376 კმ მანძილზე იტალიის მდინარეთა უმრავლესობა აქედან იღებს სათავეს.
აპენინის მთები

4.დოლომიტის ალპები

ეს კირქვა-დოლომიტის მთები იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ავსტრიის საზღვართან ახლოს მდებარეობს თვრამეტი მწვერვალი სიმაღლით 3.050 მეტრზე მეტია
დოლომიტის ალპები

5.ეტნა

ეტნა კუნძულ სიცილიაზე ერთ-ერთი აქტიური ვულკანია მსოფლიოში კრატერის თავზე მუდიმივი სვეტი ვულკანის ამოფრქვევისათვის მზადყოფნაზე მიუთითებს ეტნას ამოფრქვევა 2,5 მლნ წლის განმავლობაში გრძელდება რამოდენიმე წელიწადში ერთხელ ლავის ნაკადები ანადგურებს სოფლებსა და სავარგულებს სახელწოდება ეტნა ბერძულად ნიშნავს მე ვიწვი

ვულკანი ეტნა-ამოფრქვევა

ღირსშესანიშნაობები:

1.რომი
მარადიული ქალაქი რომი მდინარე ტიბრის ორივე მცარეს შვიდ ბოცვზეა გაშენებული ქალაქში შესანიშნავად ეხამება ერთმანეთს უძველესი ძეგლები თანამედროვე შენობები და დიდებული პარკები რომელთა სანახავად უამრავი ტურისტი ჩადის. რომის მთავარი ღირსშესანიშნაოობებია ფორუმის ნანგრევები პანთეონი და დი ტრევის შადრევნები
ქალაქი რომი

2.მილანი

მილანს იტალიის მოდის დედაქალაქს უწოდებენ აქ იმართება მსოფლიოში ცნობილი მილანის მოდის კვირეული დიზაინის გამოფენები და ბაზრობები იტალიელ დიზაინერებს მიუჩია პრადასა და ჯორჯო არმანის მთელი მსოფლიო იცნობს

მილანის მოდის კვირეული 2015 წლის ფოტო
3. ნეაპოლი
ქალაქი ნეაპოლის ყურის ნაპირას მოქმედი ვულკანის ახლოსაა განლაგებული. თანამედროვე ნეაპოლი სამხრეთ იტალიის მჭირდოდ დასახლებული ქალაქი საზღვაო პორტი სამრეწველო და სავაჭრო ცენტრია
ქალაქი ნეაპოლი
4. ფლორენცია
ფლორენცია აღორძინების ხანის სიმბოლოა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო ჯოტო დანტე ეს უკანასკნელნი ფლორენციელები იყვნენ ქალაქის მოედნებს სახლებსა და ტაძრებს დიდი იტალიელი ოსტატების შემქმნელები ამკობს. ქალაქის მთვარი ღირსშესანიშნაობაა კათედრალური დაძარი დუომო
ტაძარი დუომო
5. ვენეცია
ქალაქი 118 პატარა კუნძულისგან შედგება რომლებიც ერთმანეთს არხებითა და ხიდებით უკავშირდება. ცნობილი რიალტოს ხიდი დიდი არხის ორ ნაპირს აკავშირებს ერთმანეთთან. აქ მხოლოდ ფეხით დადიან ან წყალზე გონდოლებით, მოტორიანი ნავებითა და სამდინარო ტრამვაებით გადაადგილდებიან. მე-14 საუკუნეში ვენეცია ხმელთაშუა ზღვისპირეთის ყველაზე დიდი საზღვაო პორტი იყო და ახლაც იყალიის მთვარი ნავსადგურია. ვენეციაში ყოველ წელს იმართება ისტორიული რეგატა, რომელსაც თან ახლავს შუა საუკუნეების კოსტიუმებისა და ნიღბები აღლუმი ქალაქისშემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა ტურიზმი
ქალაქი ვენეცია

6. პიზის კოშკი

სასწაულების მოედანზე მდგომი ამ კოშკის თავისებურება მისი დახრილობაა კოშკის მშენებლობა 1173 წელს დაიწყო მაგრამ მალევე შეწყდა რადგაბ საძირკველის გამო კოშკმა გადარა დაიწყო 200 წლის შემდეგ კოშკის მშენებლობა დასრულდა მაგრამ მაშინვე დაიწყო აღდგენითი სამუშაოები შენობის სიმაღლე 55 მეტრს შეადგენს ის 5 მეტრითაა გადახრილი მაღლა ლამაზი სამრეკლოსაკენ 294 საფეხურიანი ხრახილი კიბე მიემართება
პიზის კოშკი
7. კოლიზეუმი
  ძველი რომის სახელგანთქმული ხუროთმოძღვრული ძეგლის დიდებული ამფითეატრის მშენებლობა ახ.წ 72 წელს დაიწყო რომის იმპერატორმა ვესპასიანემ რვა წლის შემდეგ კოლიზეუმი გლადიატორთა საბრძოლო არენითურთ გაიხსნა საზეიმო გახსნაზე რომელიც 123 დღეს გაგრძელდა 5 000 ცხოველი და გლადიატორი დაიღუპა
აშენებიდან 400 წლის შემდეგ კოლიზეუმი უფუნქციოდ დარჩა დღეს მას უამრავი მნახველი ყავს.
კოლიზეუმის არენას დროდადრო წყლით ავსებდნენ სადაც საზღვაო ბრძოლები იმართებოდა აქ ველურ მხეცებზეც ნადირობდნენ სცენაზე აკეთებდნენ მთების ტყეების ხეებისა და ტბების მომცრო დეკორაციებს რათა სანახაობა უფრო რეალისტური განეხადათ
ფაქტები კოლიზეუმზე: ზაფხულობით კოლიზეუმს უზარმაზარ ტილოს აფარებდნენ
კოლიზეუმი 4 სართულიანია და 80 შესასვლელი აქვს ის 50 000 ადამიანს იტევდა
წარმოდგენის დაწყებამდე გლადიატორები და ცხოველები ქვემოთ სათავსოში ჰყავდათ დამწყვდეული
თითოეულ სართულზე ერთმანეთისგან სვეტებით გამოყოფილი 80 თაღი იყო
კოლიზეუმი
ტრადიციები და კულტურა:
1. ფეხბურთი
ფეხბურთი იტალიის ნაციონალური სახეობაა თითქმის ყველა ქალაქს თავისი გუნდი ყავს განსაკუთრებით პოპულარულები არიან იუვენტუსი და მილანი იტალიის ნაკრებმა
2.იტალიური კერძები
იტალიელთა უსაყვარლესი კერძებია პიცა და პასტა ანუ მაკარონი ორივე წყლითა და ხორბლის ფქვილით მოზელილი ცომისგან კეთდება პასტას უხვად ანელებენ სხვადასხვა სანელებლებით უგემრიელესი ტკბილეულის სიუხვე იტალიური სამზარეულოს კიდევ ერთი დამატებითი თვისებაა განსაკუთრებით უყვართ ყველი მასკარპონესგან ჰაეროვანი ნამცხვის სავოიარდისგან და ღვინო მარსალისგან დამზადებული უგემრიელესი დესერტი ტირამისუ და ჯელატო (მსოფლიოში ცნობილი უგემრიელესი ნაყინი)
უგემრიელესი დესერტი ტირამისუ
3. პინოქიო
საქვეყნოდ სახელი გაითქვა ცნობილმა საბავშვო ზღაპარმა პინოქიოს თავგადასავლი რომელიც იტალიელმა მწერალმა კარლო კოლოდიმ 1880 წელს დაწერა ეს არის ამბავი ხის კაცუნა ონავარ პინოქიოზე, რომელსაც მაშინვე ცხვილი უგრძელდება როდესაც იცრუებს.
პინოქიო

4. იტალიური დიზაინი

იტალიური ფორმები ცნობილი არიან ნოვატორული და მოდური დიზაინით „ალესი” სამზარეულოს აქსესუარების მსოფლიოში ყველაზე დიდი მწარმოებელია აქსესუარების შესაქმნელად მუშაობენ დიზაინერები მზარეულები და ისტორიკოსები რომლებიც სამზარეულო ჭურჭელს ხელოვნების ნიმუშად აქცევენ

5. იტალიური ოპერა

სიმღერებისა და დრამის ეს ერთობლიობა იტალიაში მე-16 საუკუნეში წარმოიშვა. იტალიელები იყვნენ სახელგანთქმული კომპოზიტორები ჯუზეპე ვერდი, ჯაკომო პუჩინი,რუჯერო ლეონკავალო მათი ოპერები რიგოლეტო ტოსკა ჯამბაზები დღესაც წარმატებით იდგება საოპერო სცენებზე თანამედროვე ოპერის თვალსაჩინო მაგალითი იყო დიდი მომღერალი ლუჩანო პავაროტი

6.აღორძინება

მე-14 საუკუნეში ჯერ ჩრდილოეთ იტალიასა და შემდეგ მთელ ევროპაში აღორძინების ეპოქა დაიწყო განვითარების ზენიტს მიაღწიია მხატვრობამ ლიტერატურამ და ხუროთმოძვრებამ აღორძინების ხანის მოღვაწეთა შემოქმედება გამსჭვალულია ადამიანების შესაძლებლობების მისი გონისა და მაღალი სულიერების რწმენით. ამ ეპოქის უდიდესი მხატვარი მიქელანჯელო იყო ერთ-ერთი შედევრი სიქსტის კაპელის გუმბათის ფრესკები(ქვემოთ) მხატვარმა 5 წელიწადში შექმნა.

სიქსტის კაპელის გუმბათის ფრესკები (მიქელანჯელო)

ისტორიული პიროვნებები:

1. მარკო პოლო (1254-1324)

1271 წელს მარკო პოლო ვენეციიდან ჩინეთში გაემგზავრა ჯერ გემით მერე კი აქლემით გააგრძელა მგზავრობა დიდ აბრეშუმის გზაზე დიდხანს ცხოვროდა ჩინეთის იმპერატორ ყულუბაი-ხანის სამეფოში და იტალიაში მხოლოდ 24 წლის შემდეგ დაბრუნდა

მარკო პოლო

2. ლეონარდო და ვინჩი (1452-1519)

ბრწყინვალე გამომგონებელი ინჟინერი არქიტექტორი მეცნიერი და მხატვარი ლეონარდო და ვინჩი იყო აღორძინების ხანის თვალსაჩინო მაგალითი. მან გამოიგონა საფრენი აპარატი რადგან დარწმუნებული იყო რო ხალხსაც შეეძლოთ ფრენა მსოფლიო შედევრებად აღიარებულია ლეონარდოს ფერწერული ტილოები მონა ლიზა და საიდუმლო სერობა

ლეონარდო და ვინჩი

3. გალილეო გალილეი (1564-1642)

გენიალური მათემატიკოსი ასტრონომი მეცნიერი გალილეი. რომელმაც დაამტკიცა რომ დედამიწა და სხვა პლანეტები მზის გარშემო ბრუნავენ მანვე გამოიგონა ტელესკოპი

 

გალილეო გალილეი
4.მარია მენსტორი (1870-1952)
დიდი იტალიელი პედაგოგი ბავშვის თავისუფლად განვითარების თეორიისა და პრაქტიკის ფუძემდებელი იყო მარია მონტესორიმ დაუდო სათავე საწვკებუს ახალ ეგრეთწოდებულ მონტესორის მეთოდს
მარია მონტესორი

5. ბენიტო მუსოლინი (1883-1945)

1922-1943 წლებში იტალიის პრემიერ-მინისტრი და ფაშიზმის მამამთავარი იყო ბენიტო მუსოლინი. მისი ხელისუფლება აგრესიულ პოლიტიკას ატარებდა 1945 წელს მუსოლინი იტალიელმა პარტიზანებმა დახვრიტეს.
ბენიტო მუსოლინი

ისტორია თვალის ერთი გადავლებით:

1. ძველი რომი

ლეგენდის მიხედვით ქალაქი რომი ძვ.წ 753 წელს ტყუპმა ძმებმა-რომულუსმა და რემუსმა დააარსეს რომლებსაც მგელი ზრდიდა ძვ.წ მე-8-7 საუკუნეებში ქალაქ სახელმწიფოს შვიდი მეფე განაგებდა ბოლო მათგანის ტარკვინიუს ამაყის ძვ.წ 509 წელს გაძევების შემდეგ რომაელებმა რესპუბლიკა შექმნეს

რომულუსი და რემუსი

2.რესპუბლიკა 509-27

ქვეყანას ორი არჩეული კონსული მართავს კონსულებს საბჭო ნიშნავს რომელსაც სენატი ეწოდება ის მდიდარი და გავლენიანი მოქალაქეებისგან შედგება ძვ.წ მე-6 საუკუნეში რომუ უფრო ძლიერდება და 275 წელს მთელ იტალიას ბატონობს 246-146 წლებში პუნიკური ომების დროს რომი კართაგენს ებრძვის ხმელთაშუაზღვაში გასაბატონებლად და იმარჯვებს შემდგომი ბრძოლებიც საბერძნეთის სირიის და ეგვიპტის წინააღმდეგ რომაელთა გამარჯვებით დასრულდა
3.იულიუს კეისარი
ძვ.წ 59 წელს იულიუს კეისარი კონსული ხდება ის იპყრობს გალიას და რომს უერთებს ძვ.წ 49-45 წლების სამოქალაქო ომის შემდეგ კეისარი რომის მმართველი გახდა ის აგრძელებს რეფორმებს აღადგენს სამართლიანობასა და სენატს უფრო დემოკრატიულს ხდის უბრალო ხალხი ტრიბუნის არჩევის უფლებას იღებს ტრიბუნები კანონების შექმნაში მონაწილეობენ მოგვიანებით სენატის დადგენილებებზე Veto-ს დადების უფლებაც მოიპოვეს იულიუს კეისარი ძვ.წ 44 წლის 15 მარტს მოკლეს რაც ძველებური კალენდრით მარტის იდები ჰქვია.
4. იმპერია ძვ.წ 27- ახ.წ 476 წელი
რომის პირველი იმპერატორი ავგუსტუსი იულიუს კეისრის დის შვილი იყო იმპერატორად ძვ.წ 27 წელს აკურთხეს რომის იმპერია იზდრებოდა და ძლიერდებოდა ყველაზე დიდი ის იმპერატორ ტრაიანეს დროს იყო რომელიც რომს ახ.წ 98-117 წლებში განაგებდა. რომი მართავდა დასავლეთ ევროპის უდიდეს ნაწილს. რომელშიც შედიოდა ბრიტანეთი ჩრდილოეთი აფრიკა და ხმელთაშუა ზღვის აუზითანდათან იმპერია დასუსტდა ბოლოს კი ორად გაიხლიჩა 395 წელს აღმოსავლეთი ნაწილის დედაქალაქი გახდა კონსტანტინოპოლი რომის დაცემა 476 წელს დასრულდა როცა ქალაქი გერმანელმა ტომებმა დაარბიეს აღმოსავლეთ იმპერიამ 1453 წლამდე იარსება სანამ თურქებმა კონსტანტინოპოლი არ დაიპყრეს
5. რომაელი ჯარისკაცები
რომის იმპერიის დასაყრდენს არმია წარმოადგენდა ეს იყო ძველი სამყაროს ყველაზე კარგად გაწვრთნილი ორგანიზებული შეიარათებული ჯარი ის 60 ერთეულად ქვეითად ანუ ლეგიონად იყოფოდა მეომრებს ლეგიონერები ერქვათ თითოეულ ლეგიონში 5 000 ჯარისკაცი იყო რომაელთა არმიამ რომის იმპერია უკიდეგანოდ განავრცო მართალია სამსახური მძიმე იყო სამაგიეროდ ჯარიდა გათავისუფლებულ ჯარისკაცებს მიწასა და ფულს აძლევდნენ
რომაელი ჯარისკაცები

6. რომაელთა მიღწევები

რომაელებმა გამოიგონეს ბეტონი, რამაც გამძლე კონსტრუქციების გუმბათოვანი გადახურვებისა და თაღოვანი ხიდების აშენების შესაძლებლობა შექმნა რომაელთა დაგებული გზები ქვაფენილი იყო გამძლე და სწორი აკვედუკები წყალგაყვანილობის მილები ქალაქის ტუალეტებს და აბანოებსა და შადრევნებს წყლით ამარაგებდა რომს კარგად დამაგრებული საკანალიზაციო სისტემა ჰქონდა რომელსაც შეკეთება და გაუმჯობესება მე-19 საუკუნემდე არ დასჭირვებია

Bread

გამარჯობა მე ქართველი ვარ

მსგავსი ამბები

Close
Close