გასართობისაქართველოუცნაური
16 ვითომ-ხუმრობა ცხოვრებაზე
- თუ მეტი აღარაფერი გამოდის, ბოლოს და ბოლოს წაიკითხეთ ინსტრუქცია.
- ყველა დიდი გამოგონება შეცდომის წყალობით კეთდება.
- არასდროს გვაქვს დრო, რომ საქმე ისე გავაკეთოთ, როგორც საჭიროა, მაგრამ მის გადასაკეთებლად ვიცლით.
- გუნდში მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. აქ შეგვიძლია სხვას გადავაბრალოთ შეცდომები.
- ყოველთვის ან დრო არ გყოფნით, ან ფული.
- საკუთარი თეორიების დასამტკიცებლად, ყოველთვისაა შესაძლებელი კვლევების ჩატარება.
- გვერდითა რიგი ყოველთვის უფრო სწრაფად გადის ხოლმე.
- კარაქიანი პური ყოველთვის ვარდება კარაქით ქვემოთ – იატაკისკენ.
- ადამიანმა, რომელსაც ერთი საათი აქვს, ზუსტად იცის, რა დროა. ადამიანი, რომელსაც რამოდენიმესაათი აქვს, არაფერში არაა დარწმუნებული.
- რასაც საკმაოდ დიდი ხანი ინახავთ, შეგიძლიათ გადააგდოთ. მაგრამ როგორც კი გადააგდებთ, ის დაგჭირდებათ.
- ვისაც სოსისი უყვარს და კანონს პატივს სცემს, არ ვურჩევდი ენახოს, თუ როგორ იქმნება ერთიც და მეორეც.
- ნებისმიერ ქმედებაზე არსებობს მისი ტოლფასი წინააღმდეგმოქმედი კრიტიკა.
- ვინც ყველაზე ცოტას იხდის, ყველაზე მეტადაა უკაყოფილო.
- სათამაშო, რომელიც არ ტყდება, ძალიან კარგია. ამით მოსახერხებელია სხვების გატეხვა.
- ძებნის დაწყება ჯობს ყველაზე შეუფერებელი და შეუსაბამო ადგილიდან.
- თუ დაუმწიფებელი ბანანები იყდეთ, დამწიფებამდე არც ერთი აღარ დარჩება. თუ დამწიფებული იყიდეთ – იქამდე გაფუჭდება, სანამ მოასწროთ შეჭამოთ.წყარო: https://www.facebook.com/psychea.georgia/