კულტურა

10 ყველაზე უცნაური ხილბოსტნეული

Image Hosted by ImageShack.us

ყველა ჩვენთაგანს გაუსინჯავს ვაშლი, მსხალი, ბანანი, პომიდორი, კიტრი… მაგრამ ამით ვერავის გააკვირვებთ. მაგრამ მსოფლიოში არსებობს ძალიან უცნაური ხილბოსტნეული..

ნესვი კივანო – (ანტილიის კიტრი, რქებიანი ნესვი, ანგურია). კივანო, კივის თანაქვეყნელია, წარმოშობით არის ახალზელანდიელი. შიგნეულობა როგორც ხედავთ მოყვითალო-მომწვანოა და გავს კიტრის შიგნეულობას. მისი რქები (ეკლები) რეალურად საშიში არარის ისინი რბილებია, ის შუაზე უნდა გავჭრათ და მივირთვათ მისი შიგთავსი. ეს ხილი გავს ერთდროულად კიტრსაც და ლიმონსაც. ის შეიცავს ვიტამინებს ჯგუფიდან РР, რაც შეეხება ვიტამინ C-ს ის მასში ძალიან დიდი რაოდენობითაა. მისი საშუალო წონა 300 გრამს შეადგენს ხოლო სიგრძე 12 სმ.

Image Hosted by ImageShack.us
რომანესკუ – ის ყვავილოვანი კომბოსტოს ახლო ნათესავია. თუ თქვენ გიყვართ კომბოსტო ეს ბოსტნეული თქვენთვისაა შექმნილი, აუცილებლად მოგეწონებათ. ამის გარდა ის გაჟღენთილია ანტიოქსიდებით.

Image Hosted by ImageShack.us
ბუდას ხელი – ეს ხილი აზიაში ძალიან ცნობილია. მისი სქელი საფარის ქვეშ კი რაც არის ძალიან გვაგონებს ლიმონს. მას ყველაზე დიდი ნაყოფი გააჩნია ციტრუსებში. მათი სიგრძე არის 20-40 სმ. მდე, ხოლო დიამეტრი 14-28 სმ. მდე.

Image Hosted by ImageShack.us
დურიო – დურიოს ნაყოფი მოგვაგონებს რომელიღაც NLO ხილს რომელიც ფეხბურთის ბურთის ზომაა, და დაფარულია უხეში კანით რომელიც ეკლიანია. როგორც ვხედავთ მისი შიგთავსი ღია ყვითელია. და მისი სუნი მოგვაგონებს ჭუჭყიანი ნასკების სუნს, დამპალი ხორცის, ან დამდგარი წყლის (რომელიც მოგწონთ ის აირჩიეთ). მაგრამ მისი სუნისგან განსხვავებით ის ძალიან გემრიელია უფროსწორედ გადასარევი. პირველი მკველვარი რომელმაც 1700-იან წლებში გასინჯა ეს ხილი მას უწოდა სახელი “ხილის მეფე”. “ღირდა ამ ხილის გასასინჯად სახიფათო მოგზაურობაში წამოვსლაო” დაამატა მკვლევარმა.

Image Hosted by ImageShack.us
მონსტერა – იზრდება სახლებთან. მასაც ძალიან გემრიელი ნაყოფი აქვს, მიუხედავად მისი ცხარე სუნისა, ნაყოფის გემო ანანასის გემოს წააგავს.

Image Hosted by ImageShack.us
ძალიან ცოტამ თუ იცის რო არსებობს ჩრდილოეთ-ამერიკული ბანანი სახელად ლაპა-ლაპა ეს ბანანი იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ამერიკაში. ვიზუალურად ის გავს ჩვეულებრივ ბანანს მაგრამ მასთან შედარებით ის მოკლეა და გააჩნია უფრო არომატული სუნი.

Image Hosted by ImageShack.us
დრაკონის ხილი – ძალიან ტკბილი და გემრიელი ხილი თეთრი შიგთავსით, რომელშიც მრავლად არის შეჭმადი კურკები კივის მსგავსად. ბევრმა ტაილანდის სტუმარმა გასინჯა ეს ხილი. სხვათაშორის ეს ხილი საკმაოდ დიდ პოპულარობას იკრებს დასავლეთ სამყაროში.

Image Hosted by ImageShack.us
ჯაბოტაკაბა – ერთი შეხედვით შეიძლება ის მივამსგავსოთ პარაზიტულ ხის სოკოს მაგრამ ის საკმაოდ გემრიელი ხილია და გემოთი შეიძლება მივამსგავსოთ ქლიავს.

Image Hosted by ImageShack.us
ვარსკვლავისებური ხილი – ამ ხილს სწორად რო ჩამოვაჭრათ ნაჭერი როგორც ხედავთ წარმოიქმნება ვარსკვლავი. ხილი საკმაოდ მსუყეა და ტკბილი. გემოთი მოგვაგონებს ყურძენს, მანგოს, ლიმონს – ერთად აღებულს. ის შეიცავს რომელიღაც მჟავას და ამ ხილის მირთმევა არარის რეკომენდირებული ისეთი ხალხისთვის ვისაც გარჯკვეული პრობლემები აქვს თირკმელებთან. ამ ხილის სამშობლო კი შრი-ლანკაა.

Image Hosted by ImageShack.us
თხის წვერი მოკლედ რომ ვთქვათ მისი ფესვის გემო წააგავს ხამანწკების გემოს.

peppe_N

If You Don't Wanna Die Keep You'r Hands High....

მსგავსი ამბები

Back to top button