გართობაკულტურა

ცნობილი საიტები (11 ნაწილი)

0df126ea75ec
Vk – რუსული სოციალური ქსელი და გაცნობის საიტი რომელიც დაარსდა 2006 წელს პაველ დუროვის მიერ Vk რუსეთში პოპულარობით მეორე საიტია ხოლო მსოფლიოში მეოცე ადგილი უჭირავს.

Vk – ძირითადად შეიძლება ჩაითვალოს რომ საიტი Facebook-ის ანალოგია მაგრამ მოგეხსენებათ ყველა სოციალური ქსელი ასე თუ ისე გავს ეთმანეთს და მათი ფუნქციებიც ძირითადად ერთფეროვანია ამიტომ Vk შესაძლებელია ჩავთვალოთ Facebook-ის კონცეფციის რუსულ ანალოგად მაგრამ საიტი რათქმაუნდა ბევრი რამით განსხვავდება Facebook-ისგან. ისევე როგორც ყველა სოციალურ ქსელში აქაც შეგიძლიათ გაწევრიანდეთ თქვენთვის საინტერესო ჯგუფებში და იპოვოთ მეგობრები ინტერესების მიხედვით. საიტზე საკმაოდ ბევრი მომხმარებელია დარეგისტრირებული ასე რომ თქვენთვის სასურველ მეწყვილეს და ვირტუალურ მეგობარს აუცილებლად მოძებნით. Vk პოპულარობით სარგებლობს რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსში და ყაზახეთში აქ ეს საიტი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია მაგრამ მისი მომხმარებლები რათმქმაუნდა მრავლად არიან მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც მათ შორის საქართველოში. გართობის მსურველებს შეუძლიათ ითამაშონ მრავალფეროვანი თამაშები და ასევე ნახონ საინტერესო აპლიკაციები Vk-ს დანართებში.

სელებრითები აქტიურად მოიხმარენ სხვადასხვა სოციალურ ქსელებს და გამონაკლისი არც Vk-ა აქ შეხვდებით ცნობილი მომღერლების და მსახიობების ოფიციალურ გვერდებს სადაც ისინი ინფორმაციას აქტიურად ანთავსებენ და უზიარებენ სოციალური ქსელის მომხმარებლებს. ისევე როგორც ყველა სოციალურ ქსელში აქაც შეხვდებით უცენზურო ფოტოებს მათზე კონტროლი რათქმაუნდა გამკაცრებულია ისევე როგორც სხვა საიტებზე და იკრძალება როგორც Facebook-ზე ისევე Vk-შიც შეგიძლიათ გაასაჩივროთ უცენზურო ფოტოები რომლებსაც ადმინისტრაცია გადახედავს და აუციებლად წაშლის ასევე შეგიძლიათ სპამების გასაჩივრება. მუსიკის მსმენელებისთვის აქ სპეციალური განყოფილებაა და საიტიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მუსიკის მოსმენა რომელიც დალაგებულია კატეგორიების მიხედვით თქვენ სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ მუსიკები თქვენს ალბომში და შემდეგ გაუზიაროთ მეგობრებს სოციალურ ქსელში ასევე დაათვარიელოთ მათი ალბომები და შეაფასოთ მეგობრების მუსიკალური გემოვნება. Vk დღეს-დღეისობით ხელმისაწვდომია 76 ენაზე მათ შორის ქართულზე. Vk-ს გააჩნია მობილური აპლიკაცია რომელიც დახვეწილი ინტერფეისით გამოირჩევა მისი ჩაწერა შეუძლიათ Android-ის, IOS-ის და Windows Phone-ს მომხმარებლებს.

მას შემდეგ რაც Facebook-მა მესიჯების გაგზავნას დაამატა სტიკერების ფუნქცია ეს ინოვაცია მალევე Vk-მაც აიტაცა სადაც ზოგიერთი სტიკერი უფასოა ზოგიც კი ფასიანი. მათ ვისაც ხიბლავს საჩუქრების გაგზავნა და მეგობრების გულის გახარება სოციალურ ქსელში შეუძლია ჩარიცხოს ფული საიტზე და მომხმარებლებს გაუგზავნოს მრავალფეროვანი საჩუქრები. საიტის მთავარი ოფისი მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში.

Vk-ს ოფისის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.
986d41476637
7f5b8ab3a978
a0f378aeefd8

Back to top button