გართობაკულტურა

ცნობილი საიტები (1 ნაწილი)

cdf8b900620a
Google – მსოფლიოს ყველაზე პოპულარული საიტი და ინტერნეტ სერვისების ნამდვილი გიგანტი. საიტის დამფუძნებლები არიან ლარი ფეიჟი და სერგეი ბრინი მათ Google-ი 1998 წელს შექმნეს.

Google-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისი არის ინტერნეტ-ბრაუზერი Gooogle Chrome რომელსაც უამრავი ადამიანი მოიხმარს. Google Chrome გვაძლევს ინტერნეტში სწრაფად სერფინგის უფლებას და გვანიჭებს კომფორტს. ბრაუზერის უახლეს ვერსიებში ასევე შესაძლებელია Google App Store-დან დამატებების და ჩანართების დაყენება რაც ბრაუზერს მრავალი სასარგებლო სერვისით უზრუნველყოფს.

Google-ს სერვისები ასევე გვაძლევს პერსონალური ბლოგის წარმოების უფლებას Blogspot-ის გამოყენებით რომელიც ინტერნეტ-ბლოგის შექმნისათვის ერთ-ერთი საუკეთესო სერვისია. საიტის ფუნქციებიდან ასევე გამოსარჩევია Google-ს თარჯიმანი ანუ Google Translate რომელიც მრავალ ენაზე სიტყვების და წინადადებების თარგმნის საუკეთესო ხელსაწყოა.

Google-ი ფლობს ყველაზე პოპულარულ ვიდეოპორტალ Youtube-ს.

ინოვაციების დანერგვის მიზნით საიტმა ასევე შექმნა სოციალური ქსელი Google Plus-ი რომელმაც ბაზარზე არსებულ სოციალურ ქსელებს დიდი კონკურენცია ვერ გაუწია მაგრამ როგორც ყველა სოციალურ ქსელს რათქმაუნდა მასაც ყავს მომხმარებელი რომელიც საკმაოდ აქტიურია.

Gmail – ელექტრონული ელ-ფოსტის სერვისი რომელიც ასევე Google-ს ეკუთვნის. ეს პლატფორმა ჩემის აზრით მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ელექტრონული ფოსტაა თავისი სიმარტივის და რაღათქმაუნდა დახვეწილი და მოქნილი ინტერფეისსის მხრივ აღსანიშნავია ისიც რომ Google-ს ინტერნეტ სერვისები ინტეგრირებულია თანამედროვე სმარტფონებზე და მათ მფლობელებს საშუალებას აძლევს კომპიუტერიდან მოშორებით თავიანთ სმარტფონებში ისარგებლონ Google-ს მრავალფეროვანი სერვისებით.
50c09c3435a9
კომპანიის ყველაზე მთავარ მიღწევათ შეიძლება ჩაითვალოს ოპერაციული სისტემა Android-ი რომელიც თანამედროვე გაჯეტებზე და სმარტფონებზეა გათვლილი. Android ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემაა მსოფლიოში ამიტომაც მას აქტიურად გამოიყენებენ ტექნიკის მწარმოებელი უმსხვილესი და ცნობილი კომპანიები როგორებიცაა: Samsung, Sony, LG, Huawei, Lenovo, HTC.
ce2cd31d0aa1
საიტი აქტიურად ზრუნავს განვითარებაზე და ხშირად გვთავაზობს განახლებებს მათი ბოლო განახლება მოხდა 2015 წლის მიწურულს როდესაც კომპანიამ შემოგვთავაზა Google-ს ახალი და ძველზე ბევრად დახვეწილი ლოგო.

საიტი 1998 წელს შემდეგნაირად გამოიყურებოდა
ac9c59d3d0da

დღესდღეისობით კომპანიის ოფისები მდებარეობს მსოფლიოს განვითარებულ და დიდ ქალაქებში მათ შორის არის: პარიზი, ბერლინი, მილანი, სტამბული, დუბაი, ლონდონი და ასე შემდეგ. ოფისებში მოწყობილია როგორც საკომფერენციო და ტექნიკით აღრჭურვილი ოთახები ასევე გასართობი კუთხეები და კაფეტერიები რადგან თანამშრომლები დამღლელი დღის შემდეგ ან თუნდაც მუშაობის პერიოდში აქტიურად გაერთონ და რაც მთავარია დაისვნენონ.
8ac344570602
e657fb78d7ef
82de65ff2a19

მსგავსი ამბები

Back to top button