გართობაკულტურაუცნაური

უცნაური მეგობრები – მგელი და ვირი

wolf-donkey-friendship-5
2007 წლის 9 მაისს ალბანეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ პატოკში Patoc დაიჭირეს მგელი და გალიაში დაამწყვდიეს. გარეული ცხოველი ძალიან ცოტას ჭამდა და ამიტომ მისთვის ცოცხალი საკვების მიცემა გადაწყდა. ამ ცოცხალი საკვების როლის შემსრულებლად კი ბებერი ვირი შეარჩიეს, რომელიც სიბერისა და უძლურების გამო პატრონებს უკვე ვეღარ ემსახურებოდა.

wolf-donkey-friendship-4

და აქ მოხდა მეტად უცნაური რამ: მშიერი მგლის გალიაში ვირის შეგდების შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ გარეულ მხეცს ვირისთვის ყელი გამოეღადრა და შემდეგ გემრიელად ჩაეხრამუნებინა, ცხოველებმა ერთმანეთს თვალებში შეხედეს და… ძველი მეგობრებივით გააგრძელეს ცხოვრება.

wolf-donkey-friendship-2მედიამ ამ უცნაურ შემთხვევას საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმო და მისი მხრიდან ზეწოლის შედეგად (მათ შორის მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თრეისი-ენ ჩერჩის (Tracey-Ann Church) ავტორობით ალბანეთის პრეზიდენტის, ალფრედ მოისუს სახელზე დაწერილმა პეტიციამ, რომელსაც ხელი 12.000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა) ალბანეთის მთავრობასა და მგლის მპოვნელს რორ ჰოთის შორის კომუნიკაცია შედგა.
wolf-donkey-friendship-5საბოლოოდ, მგელი თავის ბუნებრივ გარემოს, მალ-ბარდეს ტყეს დაუბრუნდა. ვირს კი საშუალება მიეცა თავისუფლად ეცხოვრა ღია საძოვარზე, სადაც მგელი მის სანახავად მოდიოდა ხოლმე.

 

წყარო : friday.ge

yavlashvili

megobruli adamiani var

მსგავსი ამბები

Back to top button