გართობაკულტურა

“სექსუალური იმედგაცრუება” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უცხოური პრესა, სადაც წყარო მოგვითხრობს, თუ როგორ მოკლა 22 წლის ბიჭმა შურისძიების მიზნით სტუდენტები

image

22 წლის როჯერ ელიოტმა უსასტიკესი დანაშაული ჩაიდინა და თავადაც თავი მოიკლა. ეს შემზარავი ისტორია რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში – სანტა ბარბარაში მოხდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ახალგაზრდა მკვლელმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ის დაგეგმილ მკვლელობაზე წინასწარ საუბრობდა. “of sexual frustration” –

სექსუალური იმედგაცრუება უწოდეს მის შურუსძიებას, რომელმაც კალიფორნიის უნივერსიტეტის 6 სტუდენტი და მათ შორის ყველა გოგონა მოკლა.

 

image

 

რატომ გადაწყვიტა როჯერ ელიოტმა ადამიანების სიკვდილით დასჯა? – “ეს არის ჩემი ბოლო ვიდეო, ხვალ შურისძიების დღეა. ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრება გაუსაძლის მარტოობაში გავატარე. მე არასოდეს მოვწონდი გოგონებს. ისინი თავიანთ სიყვარულს და სექსს სხვა მამაკაცებს უძღვნიდნენ. მე არ ვარ 22 წლის, რადგან ჯერ გოგოსთვის არც კი მიკოცნია და ამიტომ ისევ ვაჟიშვილი ვარ.არ ვიცი, რატომ ვერ ვიმსახურებდი გოგონების ყურადღებას. პრობლება ჩემში არ იყო, რადგან სრულყოფილი ადამიანი ვარ.მე დაგსჯით ყველას” – ამ სიტყვებით მიმართა როჯერ ელიოტმა საზოგადოებას და მეორე დღეს 6 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა, 7 დაჭრა და საკუთარი სიცოცხლეც თვითმკვლელობით დაასრულა.ცნობისათვის, მკვლელი ჰოლივუდის ცნობილი კინო რეჟისორის პეტრ ელიოტის შვილი გახლავთ.

 

imageimage

ეს იყო განზრახ მკვლელობა და სისასტიკის შესახებ მკვლელმა სოციალურ ქსელში ამცნო საზოგადოებას. ამჟამად კი ადგილობრივი პოლიცია დანაშაულში იმ სოციალურ ქსელსაც ამხელს, რომელმაც ეს ვიდეო გაავრცელა და არავის შეატყობინა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

image

 

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button