ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

დე-ფაქტო ქვეყნები (2 ნაწილი)


ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა – მდებარეობს ყირიმის ნახევარკუნძულზე შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგად ყირიმის ნახევარკუნძულზე უკრაინამ წვდომა დაკარგა რამაც რუსეთს კიდევ ერთი დე-ფაქტო სეპარატისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბების უფლება მისცა. ამჟამად ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას სეპარატისტული რეჟიმი რუსეთის დახმარებით მართავს. დე-ფაქტო ქვეყნის დედაქლაქი არის სიმფეროპოლი.

საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა – საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1976 წელს ის აღიარებულია გაეროს 84 წევრი ქვეყნის მიერ მაგრამ საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა გაეროს მიერ როგორც დამოუკიდებელ ქვეყნად ნაცნობი არ არის. ქვეყნის დედაქალაქია ელ-აიუნი. 1984 წლიდან ეს რესპუბლიკა აფრიკის კავშირის წევრია. ქვეყანაში ოფიციალური ენებია არაბული და ასევე ესპანური.

კოსოვო – ქვეყნის დედაქალაქია პრიშტინა. ნაწილობრივ აღირებული სახელმწიფო ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე. სერბეთის კონსტიტუცის მიხედვით რესპუბლიკის ნაწილია. კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა გაეროს 62 წევრმა-ქვეყანამ. იმის მიუხედავად რომ კოსოვო ასე თუ ისე აღიარებული ქვეყანაა მას არ აძლევენ უფლებას მიიღოს და გაწევრიანდეს ოფიციალურად რომელიმე საფეხბურთო ინტერნაციონალურ ორგანიზაციაში და მსოფლიო დაწესებულებებში.

სომალილენდი – სომალმა დამოუკიდებლობა 1960 წელს ბრიტანეთისგან მიიღო. დეკოლონიზაციის შემდეგ ბრიტანული და იტალიური სომალილანდების შეერთებით შეიქმნა სომალი. სომალილენდმა დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა ის დღემდე არცერთ სახელმწიფოს უღიარებია. ქვეყნის დედაქალაქია ჰარგეისა. ოფიციალური ენაა არაბული ხოლო ქვეყნის მმართველობის რეჟიმი რესპუბლიკური მმართველობა.

ჩინეთის რესპუბლიკა – იგივე ტაივანი რომელიც 1949 წელს ჩინეთის სამოქალაქო ომის წაგების შემდეგ აკონტროლებს მხოლოდ ტაივანს და რამდენიმე სხვა მცირე კუნძულს და ამჟამად ცნობილია მხოლოდ 25 ქვეყნის მიერ. დე ფაქტო კავშირებს სხვა ქვეყნებთან ახორიცელებს ისეთი ინსტიტუტებით როგორიცაა ტაიპეის ეკონომიკური და კულტურული წარმომადგენლობის ოფისი. ქვეყნის დედაქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი ტაიბეი რომელიც კულტურული და ეკონომიკური ცენტრია. ტაივანი ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყანაა.

loading...
თეგები
Close
Close