საკითხავისასარგებლო

მეტალი, რომელმაც იმსხვერპლა რომის იმპერია

8f59107efd2e
საინტერესო ფაქტი იმის შესახებ, თუ რას შეეძლო რომის იმპერიის დაკნინება და მისი საბოლოო განადგურება.

მძიმე ლითონები: ოქრო, ვერცხლი და ზოგიერთი სხვა ძველთაგანვე ძვირფას ლითონებად იყო აღიარებული და დიდი პატივისცემითაც სარგებლობდა. ამ ლითონებისგან დამზადებული სამკაულების, სასმისებისა და ჭურჭლის რაოდენობა მათი მფლობელის სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლებოდა.

მაგრამ, როგორც უკანასკნელი დროის გამოკვლევებმა გვიჩვენეს, ერთ-ერთი ასეთი ძვირფასად მიჩნეული ლითონის ხმარება გამხდარა მთავარი მიზეზი ისეთი ძლიერი სახელმწიფოს დაკნინების და დაცემის, როგორიც რომის იმპერია იყო.

რომელი ლითონი შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი ვერაგი?

1a1bf625d3e5

ოქროსა და ვერცხლის გარდა, ძველად რომის იმპერიაში ძვირფასად ითვლებოდა აგრეთვე სხვა მძიმე მეტალებიც, მათ შორის ტყვია. მისგან კეთდებოდა სასმისები და ჭურჭელი. მაგრამ, როგორც ცნობილია ტყვია და მისი ნაერთები ძლიერი საწამლავია ადამიანის ორგანიზმისთვის. იგი განსაკუთრებით საშიშია ნერვული სისტემისა და სისხლის შემადგენლობისათვის. სწორედ ეს გარემოება აღმოჩნდა საბედისწერო რომაელი პატრიციებისათვის, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად ხმარობდნენ ამ ,,ძვირფასი“ ლითონისგან დამზადებულ ჭურჭელს. მათი ორგანიზმია იმდენად უძლურდებოდა, რომ 20-25 წლის ჭაბუკები უკვე ღრმა მოხუცებად გრძნობდნენ თავს, ხოლო ახალგაზრდა ქალბატონებს შვილოსნობის უნარი ეკარგებოდათ.

0027db3b460a

სამწუხაროდ ტყვიის დამღუპველმა მოქმედებამ არა მარტო რომის იმპერია დააზარალა. ცნობილია რომ რუსეთის სამეფო კარის წარმომადგენლები სუსტი ჯანმრთელობით და ნერვული სისტემით გამოირჩეოდნენ. ამის მიზეზი, როგორც ირკვევა იყო ის, რომ საუკუნეების წინ კრემლში წყალგაყვანილობისათვის ტყვიის მილებს იყენებდნენ, რის შედეგადაც ორგანიზმი თაობიდან თაობამდე იწამლებოდა ტყვიის ნაერთებით.

039ec4e8990b

ტყვია და მისი ნაერთები დღესაც დიდ საშიშროებას უქმნიან კაცობრიობას, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებიც ავტომანქანების გამონაბოლქვ აირებთან ერთად ყოველდღიურად 15-20 მგ ტყვიას ჩაისუნთქავენ, რომლის დიდი ნაწილიც ძირითადად ღვიძლსა და თირკმლებში ილექება. მაღალი კონცენტრაციის მიუხედავად, ტყვია ჩვეულებრივ არ გამოამჟღავნებს ხოლმე თავი ავ ზნეს ადამიანის მთელი სიცოცხლის მანძილზე. როგორც მედიკოსებმა დაადგინეს მისი მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს ორგანიზმში ჟანგბადის ხანგრზლივი უკმარისობა. ამიტომ ამგვარი გართულებებისგან თავის დასაცავად ექიმები გვირჩევენ სუფთა ჰაერზე მეტი დროის გატარებას და მარტივი ფიზიკური ვარჯიშების შესრულებას.

90ee8a7393ad

მსგავსი ამბები

Back to top button