ახალი ამბებისაკითხავი

სტრასბურგის სასამართლოს საინტერესო საქმეები

bcfeec293fd1

ყველას გვსმენია სტრასბურგის სასამართლოზე. ამ ფოსტში ნახავთ რამოდენიმე საინტერესო საქმეს (case) romelic ადმაინის უფლებებსიდ აცვის ევროპულმა სასამართლომ.

Selmouni v. France (წამების აკრძალვა)

განმცხადებელი იყო ჰოლანდიისა და მაროკოს მოქალაქე, რომელიც დააპატიმრეს
საფრანგეთში. განმცხადებლის მიმართ განხორციელდა სხვადასხვა სახის ძალადობა,
კერძოდ, მას სცემდნენ უმოწყალოდ, ათრევდნენ თმებით, აიძულებდნენ ერბინა დერეფანში, რომლის გაყოლებაზეც ორივე მხარეს იდგნენ პოლიციელები, რათა ფეხი
წამოედოთ მისთვის, აიძულეს მუხლებზე დამდგარიყო ახალგაზრდა ქალის წინაშე,
რომელსაც ვიღაცამ უთხრა „ახლა შენ გაიგონებ ვიღაცის სიმღერას“ მას ზედ აშარდავდნენ და ემუქრებოდნენ ლამფის გამოყენებით მის შეტრუსვას. აღნიშნულ საქმეში ასევე ადგილი ჰქონდა განმცხადებლის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობასა და გაუკუღმართებულ ქმედებებს. ხსენებული ქმედებები არა მარტო ძალადობრივი იყო, არამედ შეიცავდნენ დამამცირებელ მოპყრობას. ამ საქმეში გათვალისწინებულ იქნა ის ფაქტიც, რომ ზემოხსენებული მოვლენები არ მომხდარა პატიმრობის მხოლოდ ერთ განსაზღვრულ მონაკვეთში, არამედ ხორციელდებოდა მუდმივად და წარმოადგენდა თავდასხმის ჩვეულებრივ ფორმას დაკითხვისას, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა სიტუაციას. სასამართლომ დაადგინა, რომ საკმარისი იყო ის ფაქტიც, რომ ფიზიკურმა და სულიერმა ძალადობამ, რომელიც ჩადენილ იქნა განმცხადებლის წინააღმდეგ, გამოიწვია ძლიერი~ ტკივილი და ტანჯვა და ატარებდა განსაკუთრებით სერიოზულ და სასტიკ ხასიათს. ასეთი ქმედება ერთმნიშვნელოვნად ჩაითვალა წამებად კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით.

Bankovichi v. Russia

ბანკოვიჩი ერთი რუსი პოლიციელი იყო რომელიც მეწყვილესთან ერთად მუშაობდა ტრასაზე ე.წ „გაიშნიკად“. ერთ საღამოსაც ჩამოიარა მანქანამ რომელიც საკმაოდ მდიდრული იყო. ბანკოვიჩმაც იფიქრა დიდი ლუკმა მოვიგდეთ ხელშიო. გააჩერეს, მანქანიდან საკმაოდ მიმზიდველი ქალი გადმოვიდა, შეზარხოშებული და ბანკოვიჩს სექსი შესთავაზა მანქანის ჩამორთმევის ნაცვლად. ამ ჩვენმა პოლიციელმაც იფიქრა ამ ქალთან სიამოვნება კი მიღირს ჯარიმის გამოწერადო, ხოდა წავიდნენ ტყეში. ხოლო მეწყვილე დატოვა. 1 საათში დაბრუნდნენ, ქალმა გზა გააგრძელა ბანკოვიჩმა კი თავისი სამსახური.
მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია (გოგოს მშობლებმა შეიტანეს) საჩივარი რომ დაიკარგა მათი ქალიშვილი. გამოძიება დაიწყო და დაასკვნა რომ ბოლოს ეს გოგოს ბანკოვიჩთან ნახეს. სამართალდამცველებმა გადაწყვიტეს მალე გამოეძიათ ეს საქმე, რადგან მდიდარ ოჯახ ეხებოდა საქმე. დაიჭირეს ბანკოვიჩი და დაუწყეს დაკითხვა რომ ეღიარებინა, რომ გოგო გააუპატიურა და მერე მოკლა. ეს წამება ერთი კვირის განმავლობაში მიდიოდა. მის მეწყვილეს კი ფული მისცეს და მანაც თქვა ბანკოვიჩი იმ გოგოსთან ერთად იყო და იქიდან მარტო მოვიდაო.
მოკლედ ბანკოვიჩმა ვეღარ გაუძლო წამებას და 4 სართულიდან გადმოხტა და დაინვალიდდა, წაერთვა ფეხები.
ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ეს გოგო სახლში დაბრუნდა. და თქვა, რომ მის მეგობარ ბიჭთან წავიდა აგარაკზე 2 კვირით და დამავიწყდა ვინმე გამეფრთხილებინაო. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს დააკისრა კომპენსაცია ბანკოვიჩის სასარგებლოდ.

Mrs woo v. France

ექიმი გამოვიდა პალატიდან და დაიძახა ქალბატონი ვუ შემოვიდესო. შევიდა ქალბატონი, რომელმაც მხოლოდ ვიეტნამის სახელმწიფო ენა იცოდა. ექიმმა ვერაფერი გააგებინა და გადაწყვიტა ემკურნალა ანკეტის მიხედვით, რომელიც ამ ქალბატონს შეავსებინეს. ანკეტაში ეწერა, რომ ქალბატონს უნდოდა აბორტის გაკეთება. ექიმმაც დაიწყო აბორტის გაკეთებამ და როდესაც შუა პროცესში იყო მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა.
შეცდომა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ბედის ირონიით იმ დღეს ორი ქალბატონი მივიდა საავადმყოფოში ორივეს გვარი იყო ვუ. ერთს უნდოდა აბორტის გაკეთება ხოლო მეორეს ეხოსკოპია ნაყოფზე ინფორმაციის გასაგებად. ექიმს კი ანკეტები აერია და აბორტი სხვა ქალს გაუკეთა.
სტრასბურგის სასამართლომ ექიმი დამნაშავედ ცნო და საფრანგეთს დააკისრა კომპენსაცია.

მგონი საინტერესო იყო

მსგავსი ამბები

Back to top button