გასართობისაკითხავისასარგებლო

ძალიან აბსურდული ისტორიული ფაქტები, რომლებიც სინამდვილეა

image

მოგეხსენებათ, რომ კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. ბევრ თქვენგანს კი უამრავი ისეთი რამ გექნებათ გაგონილი, რომელიც აბსურდული და არალოგიკურია, თუმცა სინამდვილე. გამოდის, რომ ყველა ეს უტყუარი ფაქტი, რომლის მაგალითები ნამდვილად ხდებოდა, სრული მარაზმია, თუმცა რეალობა.

 

მოდით ყველამ ერთად გადავხედოთ ამ აბსურდულ ისტორიულ ფაქტებს, რომელთა ჭეშმარიტებაში ეჭვი შეგვქონდა და ალბათ ბევრიც შეიტანს.

 

1. მე-XIX საუკუნეში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში პოპულარული იყო ბავშვთა დასამშვიდებლად სიროფები, რომელიც დედისა და ძიძის ერთ-ერთი შეუცვლელი “ატრიბუტი” იყო. თქვენდა გასაოცად, სიროფის ინგრედიენტებს წარმოადგენდა მორფინი და ამიაკი, ამიტომ ძნელი წარმოსადგენი არაა რატომ უყუჩებდა ბავშვებს ტკივილს და ამშვიდებდა ადვილად.

image

 

2. 1950-იან წლებში, თამბაქოს კომპანიები რეკლამას ეწეოდა მხოლოდ იმ ტექსტით, რომ მოწევა სასარგებლოა ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.

image

 

3. შუა საუკუნეებში 600 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ჯადოქრობის ბრალდებას. იმ დროში კი, არსებული ბრალდების უარყოფა და უდანაშაულობის დამტკიცება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ე.წ. ჯადოქრებს კი ცოცხლად, სახალხოდ, ცეცხლზე წვავდნენ.

image

 

4. ასევე შუა საუკუნეებში, დამნაშავის ერთ-ერთი სასჯელის ფორმას წარმოადგენდა მდუღარე წყლით დაწვა, კერძოდ: დამნაშავეს ჩააყოფინებდნენ ხელებს მდუღარე წყალში, თუ ხელი დაეწვებოდა, ის დამნაშავე იყო, თუ არა, მაშინ ღმერთს უნდა დაეცვა ის და არ დამწვარიყო.

image

 

5. რომის ერთ-ერთმა იმპერატორმა კალიგულამ ისე ძლიერ შეიყვარა საკუთარი ცხენი “ინციტატა”, რომ ჯერ რომის მოქალაქეობა მიანიჭა, შემდეგ კი სენატორად დანიშნა.

image

 

6. მექსიკელმა გენერალმა Lopez de Santa Anna-მ, რომელიც სხვათა შორის 11-ჯერ იყო მექსიკის პრეზიდენტად არჩეული, ზარზეიმით დაკრძალა ტრავმის შედეგად ამპუტირებული საკუთარი ფეხი.

image

 

7. გაგიკვირდებათ და, აშშ-ში, 1917 წელს Margaret Sanger-ი მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ გახსნა მსოფლიოში პირველი, უშვილოთა და ჩასახვის კლინიკა.

image

 

8. კანადაში, XVI საუკუნეში კონტრაცეფციად (ჩასახვის საწინააღმდეგოდ) გამოიყენებოდა თახვის სათესლე ჯირკვლები. იყო ასევე სხვადასხვა ქვეყნებში კონტრაცეფციად მიჩნეული ნიანგის ფეკალიები, რომელთაც ქალები გამხმარ მდგომარეობაში ვაგინაში იდებდნენ, რასაც ხშირად მოჰყოლია მათი სხვადასხვა ინფექციური დაავადებები და გართულებების ფონზე მათი უმეტესი ნაწილი დაღუპულა.

image

 

9. ამერიკის შეერთებულ შტატებში კოლონიურ პერიოდში, ქალებს მშობიარობის დროს არ აძლევდნენ ტკივილგამაყუჩებლებს, რადგან მიაჩნდათ, რომ სამშობიარო ტკივილები არის სასჯელი ქალებისთვის, რადგან პირველმა ქალმა-ევამ სცოდა.

image

 

10. რომის პაპ გრიგოლ IX-ეს იმდენად სჯეროდა, რომ კატები ეშმაკის შთამომავლები იყვნენ, განკარგულებით მასობრივად გაანადგურა არსებული თითქმის ყველა კატა. საბოლოოდ, ვირთხების გამრავლებითა და შემოსევებით, ე.წ. ბუბონის ჭირით 100 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

image

 

11. XIII საუკუნეში, დაახლოებით 30 ათასი ბავშვი და მოზარდი მონაწილეობდა ე.წ. ჯვაროსნულ ლაშქრობებში. ხალხს ძალიან სჯეროდა, რომ უცოდველ და უიარაღო ბავშვებს ღმერთი სწყალობდა და დაიფარავდა, თუმცა უმეტესი გზაში, ხოლო დანარჩენი კი შეიპყრეს და მონობაში გარდაცვალა.

image

 

12. უძველეს ეგვიპტეში ფარაონების მხლებლებსა და ქვეშევრდომებს უსვამდნენ თაფლს, რადგან ფუტკრებს და მწერებს ფარაონები არ შეეწუხებინათ.

image

 

13. XIX საუკუნეში, ე.წ. კბილის პროტეზებს აკეთებდნენ გარდაცვლილი ჯარისკაცების კბილებისგან.

image

 

14. საფრანგეთში, იმ პერიოდში, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი “ვარსკვლავური ომები”, სინამდვილეში გილიოტინაზე თავის კვეთით სიკვდილის დასჯა ჯერ კიდევ არსებობდა. 1977 წელს მოხდა უკანასკნელი თავის კვეთა გილიოტინაზე.

image

 

15. ბრიტანეთის პირველი მაცხოვრებლები ფინჯნად გამოიყენებდნენ კუს სკაფანდრებს.

image

 

16. XIX საუკუნეში, ბევრს ეშინოდა ცოცხლად დამარხვის, კერძოდ კი კლინიკური სიკვდილის გამო არ დაემარხათ ისინი, ამიტომ 1934 წელს ზოგიერთმა კომპანიამ ადამიანთა სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის კუბოები აღჭურვა სპეციალური საშუალებებით და ასევე ჩაატანეს თოკი, რომლის მოქაჩვის შემთხვევაში, ზედაპირზე ირეკებოდა სპეციალურად დამონტაჟებული ზარი.

image

 

17. 1909-1970 წლებში ავტრალიის მთავრობას ჰქონდა კანონი, რომლის თანახმად აბორიგენ ოჯახებს ართმევდნენ შვილებს და აშვილებდნენ.

image

 

18. საუდის არაბეთის ველური ფლორა და ფაუნა უნიკალურია მოგეხსენებათ, თუმცა იქ არსებული ზოგიერთი ცხოველი შემოყავთ სხვა ქვეყნებიდან. მაგალითად ყველა აქლემი რაც საუდის არაბეთში არსებობს, შეყვანილია ავსტრალიიდან.

image

 

19. კოლუმბიელი, ყველაზე სასტიკი მანიაკი Pedro Lopez-ი შევიდა გინესების წიგნში იმის გამო, რომ მან 1983 წელს 110 გოგონა მოკლა. საერთოდ კი 300 ადამიანის მკვლელობა აღიარა. შესაბამისად მიესაჯა 20 წელი, თუმცა ფსიქიურად არამდგრადობის გამო ის კლინიკაში სამკურნალოდ გადააგზავნეს, სადაც განკურნებისა და კარგი ყოფაქცევის გამო ვადამდე ადრე, 1998 წელს გაათავისუფლეს. ის დღეს ცოცხალია, თუმცა მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

image

 

წყარო : intermedia.ge

loading...
თეგები
Close
Close