TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

მან ბოთლი შუაზე გაჭრა… ფოკუსი, რომელიც ყველა ბავშვს გააოცებს! ძალიან მარტივია

ამ მარტივი ფოკუსით ყველა ბავშვს გააოცებთ! თქვენ დაგჭირდებათ: ნახევარ ლიტრიანი “კოკა–კოლას”–ს ბოთლი, 50 გრამი ჟელატინი, წებოვანი ლენტი და დანა.

ჟელატინს “კოკა–კოლა” დაასხით და 20 წუთით დატოვეთ. ამ დროს, ბოთლს იარლიყი მოაშორეთ, ის ორივე მხრიდან გაჭერით და მას წებოვანი ლენტი დააკარით ისე, როგორც ვიდეოში ჩანს. ახლა კი მთელ ბოთლს “სკოტჩი” შემოაკარით.

“კოკა–კოლას” და ჟელატინის ნარევი ცეცხლზე დადგით და მას მოურიეთ, არ აადუღოთ. თბილ ნარევს ქაფი მოხადეთ და ის ბოთლში ჩაასხით. როცა ნარევი გაცივდება, ის მაცივარში 24 საათით ჩადეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ მას წებოვანი ლენტი მოაშოროთ და ბოთლი გაჭრათ. თქვენ მის ზუსტ ასლს მიიღებთ. წებოვან ლენტზე მარმელადი დარჩება, ის თავსახურში მოათავსეთ და შემდეგ მიკროტალღურ ღუმელში 10 წამით ჩადეთ. შემდეგ ჟელატინის ბოთლი ამოაბრუნეთ და თავსახურზე დადეთ. მარტივი და ორიგინალურია!

წყარო : aww.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button