არქივი

16 წლის გოგონას ცხოვრება

8a0fdb1f96c1

ერთი შეხედვით, ის 16 წლის, ლამაზი გოგონაა, მაგრამ მეორეს მხრივ მას აქვს ცხოვრება, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება მის სახეს, იგი ამ მეორე ცხოვრებაში ემსგავსება მონსტრს.. შეშლილს, რომლის დაკავება არავის არ შეუძლია. ბიანკას ტორეტის სინდრომი ჭირს, ყველაზე რთულ ფორმებში,რომელიც კი ექიმებს უნახავთ. გაუკონტროლებელი მოქმედებები, ტიკები,ყვირილი, ეს იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გოგონას სინდრომს ახასიათებს. თუმცა ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი მაინც გამოჩნდა, ეს კი ტვინის ოპერაცია გახლავთ, რომელიც ბიანკას დაეხმარება დაიბრუნოს ჩვეულებრივი ცხოვრება.3 წლის ასაკიდან გოგონას უკვე ჰქონდა ტიკები, თუმცა მსუბუქ ფორმებში, ეს ყველაფერი კი თანდათან უარესდებოდა და ბოლოს საშინელ შედეგამდეც მივიდა. ბიანკას არ შეუძლია გააკონტროლოს თავისი მოძრაობა ზოგიერთ მომენტში, იქნევს ხელებს, ფეხებს, ყვირის, თუმცა ამ დროს ის ჩვეულებრივად აზროვნებს, მაგრამ თავის სხეულს ვერ იმორჩილებს.

დედ-მამა, ჯონ და ლეა ყველანაირად ცდილობენ დაეხმარონ შვილს, თუმცა ამაოდ.

ბიანკა: მე მინდა განვთავისუფლდე ჩემი ტიკებისგან და მქონდეს უკეთესი ცხოვრება. ჩემი მდგომარეობა ტვინში ქიმიური უთანასწორობის შედეგია, სწორედ ეს იწვევს უეცარ მოძრაობებს, რომლსი კონტროლიც თავად არ შემიძლია, მე არ მინდა ვურტყა დედას, მძულს როცა ვურტყავ სხვებს და ერთი სურვილი რომ მქონდეს, ვინატრებდი რომ ეს ყოველივე არ მომხდარიყო. მე რაღაც შეგრძნება მეუფლება ჩემს სხეულში, რასაც მოსდევს ჩემი გაურკვეველი მოძრაობები, ეს არ არის ნორმალური შეგრძნება, ამის ახსნა არ შემიძლია. რაც შეეხება ბიანკას სახლს, აქ ყველა კედელს, ყველა კარს ადევს გოგონას ნიშანი. კედლები ჩამონგრეულია, მით ოთახში ყველაფერი დაზიანებულია.დღესდღეობით სამკაოდ ბევრი ადამიანია დაავადებული იგივე სინდრომით, თუმცა იშვიათად აქვთ ბიანკასნაირი სიმპტომები, მაგალითად ის, რომ გოგონას ხანდახან შეუძლია მართოს თავისი მოძრაობები და ხანდახან არა. ყინულზე სრიალის დროს ბიანკა თავს მშვენივრად გრძნობს, ის თითქოს სხვა ადამიანი ხდება, ამ სასწაულს კი თავად ასე ხსნის :
,, როცა რაღაცის გაკეთებაზე ვფიქრობ მთელი ჩემი გონებით და ფოკუსირებას ვახდენ მხოლოდ ამაზე, მაშინ ტიკები მიწყდება. ”

ლეა საეზი (ბიანკას დედა): მშობელს მხოლოდ ერთი რამ უნდა, რომ ჰყავდეს საუკეთესო შვილი, როცა ბიანკა მეყოლა, ვუყურებდი მას და ვერ წარმომედგინა, რომ ყველანაირად ასეთი კარგი იყო, შემდეგ ეს კოშმარიც დაიწყო.

ბიანკა: როცა გავიგე, რომ ოპერაცია შეიძლებოდა, მე ვტიროდი, ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, რომ მაშინვე დავურეკე დედას და ვუთხარი, დედა მათ შეუძლიათ იგივე გამიკეთონ მე??

ბიანკას ექიმია პროფესორი პიტერ სილბარნი.
პროფესორი: ,,როცა პირველად ბიანკა ჩემთან მოიყვანეს, პირველმა აზრმა, რამაც თავში გამიელვა, იყო: ხომ არ დაგვება გოგონა?!”

პიტერს საკმაო გამოცდილება აქვს ოპერაციების მხრივ, მას 300-ზე მეტი ტვინის ოპერაცია გაუკეთებია, თუმცა მისი პაციენტები ძირითადად პარკინსონით დაავადებულები იყვნენ.

პიტერი: ,,ტვინზე ოპერაცია ყოველთვის დიდ რისკთანაა დაკავშირებული, შეიძლება სისხლდენა დაიწყოს, შეიძლება დამბლა დაგეცეს, შეიძლება მოკვდე. ”

ბიანკას ოპერაციის გეგმა კი ასე გამოიყურება, ორი ელექტროდი განთავსდება მის ტვინში ღრმად, იქ სადაც არასრულყოფილი ნეირონებია, რაც იწვევს სინდრომს. ზონდი უკავშირდება ბატარეას, რისი წყალობითაც მუშაობს. ელექტროდები შლიან ტვინის მიერ წარმოქმნილ არასწორ იმპულსებს და ტიკებიც ქრება.

ბიანკას ოპერაცია 3 საათს მიმდინარეობდა და ყველაფერი კარგად დასრულდა, გოგონას ძალიან იშვიათად აქვს ტიკები და ექიმების ცნობით, ესეც მალევე გაუვლის.

გოგონას ოპერაციამდელი მდგომარეობა, მისი მძიმე ცხოვრების დეტალები და უკვე ოპერაციის შემდგომი ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში, თუმცა ამის ყურებას არ ვურჩევ სუსტი გულისა და ნერვების მქონე ადამიანებს.

…………………..

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button