ახალი ამბებისასარგებლოსაქართველო

უცნაური ბლოგის 2009 წლის საუკეთესო ავტორი

present

მოკლედ ახლოვდება ახალი წელი და დროა ჩატარდეს კონკურსი, რათა გავარკვიოთ ვინ არის 2009 წლის საუკეთესო ავტორი.

ესეიგი, დღეს 20 დეკემბერს გავაკეთე გამოკითხვა, რომელიც ჩანს საიტის მარცხენა გვერდზე და შეგიძლიათ ზუსტად 27 დეკემბრამდე, 18:00 საათამდე მისცეთ ხმა თქვენს ფავორიტს. შესაბამისად ავტორი, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ ხმას, იქნება გამარჯვებული :)

31 დეკემბერს, (იმედია მოვიცლით ჩვენც და გამარჯვებულიც :) ) გამარჯვებულს გადაეცემა საახალწლო საჩუქარი უცნაური ბლოგისგან! საჩუქარი რა იქნება, გაიგებს გამარჯვებული 31 დეკემბერს!

გამოკითხვაში შევიდა ყველა ის ავტორი, ვინ ჩვენს სიაშია. ვიცი, ბევრი გამომრჩა და ამიტომ ვისაც გაქვთ 5 პოსტზე მეტი, შეგიძლიათ მომწეროთ საკონტაქტო ფორმიდან სახელი, გვარი და ნიკი და ჩაგამატებთ გამოკითხვაში.

გისურვებთ ყველას წარმატებას! :thanks:

სამწუხაროდ არჩევნებზე არ გვყავს დამკვირვებლები, მაგრამ მერწმუნეთ! ყველა ხმა ისე დაითვლება, როგორც საჭიროა! :yes:

P.S. იდეა ეკუთვნის NB2511-ს და დიდი მადლობა მას ამისთვის.

Update – 20.12.2009: აღმოჩნდა, რომ გამოკითხვის გაყალბება იყო შესაძლებელი პროქსი სერვერებით და ათასი უბედურობით :) ამიტომ მინდა ძალიან დიდი ბოდიში მოგიხადოთ ყველას, მაგრამ საჭიროა გამოკითხვის თავიდან ჩატარება… ამჟამად გაყალბება შეუძლებელია, რადგან ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს და ახალი რეგისტრაციები შეჩერებულია გამოკითხვების დამთავრებამდე!

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close