უცნაური

ამოუხსნელი მოვლენა _ UFO IN 1882

13b02f58328b

ამოუხსნელი მოვლენა _ UFO IN 1882 ვრცლად …

1982 წლის 24 სექტემბერს ნორვეგიელმა ბიარნე ლილევოლდმა გზაზე უჩვეულო ნათება შენიშნა – სფეროს ფორმის გამოსახულება ალისფრად ანათებდა, მიწისკენ დაშვებისას ფერმკრთალდებოდა, ჰაერში აწევისას კი უფრო მკვეთრი ხდებოდა. ამ მოვლენას ჰესდალენის ცეცხლს უწოდებენ, რადგან ფენომენი ხშირად ჩნდება ნორვეგიის სამხრეთ ველზე. დაიწყო ნათების კვლევა, მაგრამ მას ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნეს. სფეროს დიამეტრი დაახლოებით, 2-3 მეტრია. მას შეუძლია ერთ ადგილზე დიდხანს (ერთ საათამდე) გაჩერება ან 20 კმ-ის მანძილზე გადაადგილება.

ფოტოს გადაღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სფერო გამჭვირვალეა – მის უკან გარკვევით მოჩანს უკანა ფონი – ველი და მთები. მკვლევართათვის ყველაზე უჩვეულო ლაზერის სხივზე სფეროს რეაქცია აღმოჩნდა – ერთხელ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ერლინგ სტრანდმა სფეროს ლაზერის სხივი მიანათა. შედეგად, სიკაშკაშემ იმატა და სფეროც ორმაგად გაიზარდა. როცა ლაზერი გამორთეს, ნათება ჩვეულ ზომას დაუბრუნდა. ასეთი რეაქცია 9-დან 8 შემთხვევაში განმეორდა…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close