TECH & მეცნიერება

ახალი, დრეკადი მინა რომლის მეშვეობითაც მომავალში დრეკადი მონიტორებისა და სმარტფონების დამზადებას ვარაუდობენ!!

Willow Glass დრეკადი მინა

Corning® Willow® -ის მიერ შემუშავებული მინის ახალი თაობა Willow Glass წარმოადგენს უთხელეს, მტკიცე, ღუნვის შესაძლებლობის მქონე მინას. იგი უკვე კარგად ცნობილი Gorilla Glass-ის შედგომი გაუმჯობესებაა და მასში შენარჩუნებულია Gorilla Glass-ის ყველა მახასიათებელი თვისება. შესაბამისად, იგი მედეგია დაკაწვრისა და დარტყმის მიმართ, აქვს კარგი გამჭვირვალობა. Willow Glass-მა კი შეიძინა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება – დრეკადობა. ქაღალდის სისქის ფირი თავისუფლად შეიძლება მოიღუნოს, ძირითადი თვისებების დაკარგვის გარეშე.

მისი ავტორები იმედოვნებენ, რომ იგი დიდ გამოყენებას ჰპოვებს ელექტრონიკაში, იგივე სმარტფონების წარმოებაში და შესაძლებელი იქნება დრეკადი ტელეფონებისა თუ მონიტორების დამზადება.

წყარო: chemistry.ge

მსგავსი ამბები

Back to top button