კულტურა

ალმასი პირველი აღარაა – მეცნიერებმა ახალ, უფრო მყარ Q ნახშირბადს მიაგნეს

sad diamond cartoon vector illustration 48713942

ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჯეი ნარაიანის ხელმძღვანელობით მყარი ნახშირბადის ახალი ფაზა აღმოაჩინეს, რომელსაც Q-ნახშირბადი უწოდეს. ავტორების განცხადებით იგი განსხვავდება გრაფიტისა და ალმასისაგან. შემუშავებულია ასევე Q-ნახშირბადის ბაზაზე ალმასის მაგვარი მასალის მიღების მიღების ტექნოლოგია ოთახის ტემპერატურასა და ატმოსფერულ წნევაზე.

Q-ნახშირბადს რამდენიმე საინტერესო თვისება გააჩნია. იგი მყარი ნახშირბადის სხვა ფორმებისაგან განსხვავებით ფერომაგნიტურია და ალმასს აღემატება სიმტკიცით.

აღმოჩენასთან მკვლევარები მიიყვანა ექსპერიმენტებმა, რომელსაც ისინი ატარებდნენ ამორფულ ნახშირბადით დაფარული საფირზე, მინისა და ზოგიერთ პოლიმერებზე. ნახშირბადოვანი ფენის ერთეულოვანი ლაზერის მოკლე პერიოდიანი (200 ნანოწამი) იმპულსით გაცხელებისას მიიღება ზემოთ ნახსენები Q-ნახშირბადი. ლაზერის იმპულსის მოქმედებით ნახშირბადის ფენა ცხლედება 1000 °C-მდე.

 

წყარო:  chemistry.ge

მსგავსი ამბები

Back to top button