ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ეჭვიანმა შეყვარებულმა მას სახეზე მჟავა შეასხა. 8 თვის შემდეგ ის მზადაა კვლავ გავიდეს საზოგადოებაში…

ბანგლდეში მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს მჟავით თავდასხმის შედეგად დაზიანებულ მსხვერპლთა რაოდენობით. ყველაზე ხშირად ასეთი დანაშაული სამი მიზეზით ხდება: დაპირისპირება მიწის ნაკვეთის გამო, შურისძიების სურვილი ან ეჭვიანობა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მსგავსი თავდასხმების მსხვერპლებს საზოგადოება რიყავს და მათ ძალიან უჭირთ მათ გარემოცვაში ცხოვრება, სკოლაში სწავლა ან სამსახურის პოვნა.

დღეს ჩვენ ბანგლადეშელი გოგონას შუმი ახტარის სესახებ მოგიყვებით. ის საკუთარი შეყვარებულის მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მისი ყოფილი ბოიფრენდი ძალიან ფეთქებადი და ეჭვიანი იყო: ის არ აძლევდა გოგონას მაკიაჟის გაკეთების უფლებას, ლანძღავდა სხვა ადამიანების თანდასწრებით და მუდმივად ადანაშაულებდა გამომწვევად ჩაცმაში, რომ მოეხიბლა სხვა მამაკაცები.

ბიჭმა შუმის ცოლობაც სთხოვა, მაგრამ გოგონასგან უარი მიიღო. ამის შემდეგ, იმედგაცრუებულმა ეჭვიანმა ბიჭმა თავის 4 ახლობელთან ერთდ დანაშაული ჩაიდინა და ლამაზ გოგონას სახეში მჟავა შეასხა.

ამის შედეგად, შუმის სახე მთლიანად განადგურდა, მან მხედველობაც დაკარგა. თავდასხმის შემდეგ გოგონამ 8 თვე საავადმყოფოში გაატარა. მას ეშინოდა საზოგადოებაში ასეთი სახით გასვლა. გოგონას ძალიან მძიმე დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს.

შუმი ნამდვილი ლამაზმანი იყო და მოდელობაზე

ოცნებობდა. თუმცა, ამ სასინელმა ინციდენტმა მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ამ დროისთვის შუმის ექს-ბოიფრენდი და მისი 4 მეგობარი გისოსებს მიღმა არიან ჩადენილი დანაშაულის გამო.

ახლა შუმი უზომოდ ბედნიერია თუნდაც იმიტომ, რომ ვინმეს შეუძლია მის გვერდით ჯდომა და საუბარი და არ ეშინია მისი სახის. კლინიკის ფსიქოთერაპევტები ყველაფერს აკეთებენ, რომ შუმიმ კვლავ იგრძნოს თავი ბედნიერად. “ერთხელაც შენ ჩაიცვამ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ბლუზად და ქვედაბოლოს, წაისვამ ფრჩხილებზე შენს საყვარელ მანიკურს. ჩვენ ჩიტებივით გავფრინდებით. და თავს ჩიტებად ვიგრძნობთ, გალიიდან გათავისუფლებულ ჩიტებად” – აწყნარებენ ისინი შუმის.

და აი, 8 თვის შემდეგ, თავდასხმის მსხვერპლი მზადაა საზოგადოებაში გავიდეს. “ვშიშობ, რომ ქუჩაში ადამიანებს ჩემი შეეშინდებათ, მე კი სამყაროში ლამაზს ვეღარაფერს დავინახავ” – ასეთი ეჭვები გოგონას უამრავი დღის მანძილზე აწუხებდა. თუმცა საბოლოოს მან მაინც გადაწყვიტა ამ ნაბიჯის გადადგმა, გადალახა საკუთარი თავი და გავიდა ქუჩაში!

“ამ ტკივილის გადატანის შემდეგ, მივხვდი, რომ ძლიერი ადამიანი ვარ. შეიძლება ახლა ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ვერავინ ვერასდროს დამიზიანებს სულს”- აცხადებს მამაცი შუმი.

 

წყარო : dainteresdit.ge

loading...
თეგები
Close
Close