არქივი

გაზაფხული…

884a0edefe22

აი, ისევ გაზაფხულდა… ისევ ყველაფერი მეზარება არადა რა კარგი ამინდია გარეთ გასასვლელად… გული გარეთ მიიწევს, მაგრამ სასწავლს ისევ თავისი გააქვს და ქიმიის წიგნში თავჩარგული ვზივარ ჩემს უსიცოცხლო ოთახში… ბუნება ყვავის… დაკვირტული ხეების თავბრუდამხვევი სურნელი მთელ ეზოში იგრძნობა… ბავშვები მხიარულობენ, კივიან, წივიან, ნერვებს მიშლიან… დედები ამოდი სახლშის ძახილში ატარებენ მთელ დღეს.

500e51201ae9

წვიმს. როგორ გავს ეს ამინდი ჩემს განწყობას.. : ( ჩემი იმედები მართლდება და მგონი ამ გაზაფხულსაც მარტო გავატარებ. გადის დღეები და მე უფროდაუფრო მარტო ვგრძნობ თავს. ჩემი დაქალები სულ თავიანთი შეყვარებულებით არიან დაკავებულები, ძმაკაცები და გულაობენ და ერთ ამბავში არიან. მოკლედ ჩემს გარდა ყველა აღნიშნავს რატომღაც განსაკუთრებულ გაზაფხულს :(. რამდენიმე დღის წინ, სკოლის მერე, ერთი თეთრად დაკვირტული ტყემლის ხეების ბაღი გამოვიარე. რატომღაც ძალიან ძალიან მომინდა რომ ერთი ტოტი მაინც მომეტეხა, სანამ მე ხეს ვეჯიჯგილავებოდი აივანზე უცხო ბიჭი შევნიშნე, რომელმაც სიცილით მიიპყრო ჩემი ყურადღება. გულში გავიფიქრე ეხლა ეს თუ მე დამცინის ავუვარდები და გადმოვიღებ იმ აივნიდან-მეთქი :D თუმცა იმ წუთასვე მიიმალა ფარდებს უკან… ხოლო ჩემი ტოტი ისევ ხეზე დარჩა…

d055064a73e8

მეორე დღეს გადაწყვეტილი მქონდა რომ ის ტოტი აუცილებლად უნდა მომეტეხა. იმ ბაღს, რომ მივუახლოვდი კი დავინახე ლამაზი ბიჭი, რომელსაც აყვავებული ტოტებისგან პატარა თაიგული ჰქონდა გაკეთებული… მის დანახვაზე გული დამეწვა და გავიფიქრე ნეტავ ვინ არის ის ბედნიერი ვისაც ეს თაიგული ეკუთვნისთქო. ჩემდა გასაოცრად ეს ის ბიჭი იყო კინაღამ აივნიდან რო გადმოვიღე ხოლო ამ თაიგულის ადრესატი – მე :wtf:

06e7d696dd6f

გავიცანით ერთამენთი. ნიკა ყოველდღე იგივე ადგილას სხვადასხვა თაიგულებით მხვდება და სკოლის შემდეგ ერთად ვსეირნობთ. მგონი გაზაფხულთან ერთად მეც მეწვია სიყვარული და ამ თბილ დღეებთან ერთად ჩემი გულიც თბილია.. :lol2:

ჭაობი :D : უცხო და მე :aaaa: :lol2:

მსგავსი ამბები

Back to top button