გასართობისაკითხავისასარგებლო

ბრტყელი მუცლის გარანტია ახალ წლამდე. ამავდროულად მოიწესრიგებთ კუჭ-ნაწლავის მომნელებელ სისტემას

image

ჯანმრთელობა, ეს არის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის სტრუქტურები და მათი ფუნქციები შეესაბამება ერთმანეთს და ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემები ძალმოსულნი არიან შეინარჩუნონ ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა ანუ ჰომეოსტაზი. ამ უმთავრეს ზემო ხსენებულს კი განაპირობებს სწორი კვება. კვება ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნების, ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის. თუმცა, ხშირ შემთხვევებში, არასწორი კვების გამო სიმსუქნის პრობლემა ერთ-ერთი მაღალრეიტინგულია მსოფლიოს მასშტაბით. არასწორი კვება ასევე მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის მოშლაზე, სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, თუ სიმსუქნე ხასიათდება მუცლისა და წელის გარშემო. მაშასადამე ამ დროს კუჭის მომნელებელი სისტემაა დარღვეული და აუცილებელია მალევე მიეხედოს.

 

დღევანდელ სტატიაში კი მინდა წარმოგიდგინოთ 6 მეტად მარტივი ვარჯიში, რომლებიც ბრტყელი მუცლის გარანტიას იძლევა და ასევე აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მომნელებელ სისტემას. გამოყავით დღეში რამოდენიმე წუთი და ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად, ჩადექით სასურველ ფორმაში თუნდაც ახალ წლამდე.

 

1. მუხლები მკერდზე: დაწექით ზურგზე და მთელი სხეულით მოდუნდით. ღრმად ჩაისუნთქეთ და მუხლები მიიბჯინეთ მკერდზე, წონასწორობისთვის კი შეგიძლიათ ხელებით დაიჭიროთ. ოდნავ აიწიეთ კუდუსუნით ზემოთ, გააკონტროლეთ სუნთქვა და ამ დმგომარეობაში შეეცადეთ გაჩერდეთ მხოლოდ 1 წუთი. (დააკვირდით ფოტოს)

 

image

 

2. შემობრუნება: იატაკზე დაჯექით სწორ, მუხლებგაშლილ მდგომარეობაში. მოკეცეთ მარჯვენა ფეხი და მთელი სხეულით შეტრიალდით მარჯვენა მხარეს, პოზიციის შესანარჩუნებლად კი დაეყრდენით მარჯვენა ხელზე. ამ მდგომარეობაში გაჩერდით 30 წამი, შემდეგ კი ნელი ტემპით დაუბრუნდით საწყის პოზიციას და ყველაფერი იგივე გაიმეორეთ უკვე მარცხენა მხარეს. (დააკვირდით ფოტოს)

image

 

3. საცურაო ნახტომის პოზიცია: დადექით წელში გამართული და ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე. ხელები თავის გასწვრივ ზევით აღმართედ, მუხლები კი ოდნავ მოხარეთ, თითქოს სკამზე ჩამოჯდომას ცდილობდეთ. ამ პოზიციაში გაჩერდით 1 წუთის მანძილზე და ეცადეთ ისუნთქოდ ნელა და მშვიდათ. (დააკვირდით ფოტოს)

 

image

 

4. თავდასხმა. დადექით სწორ მდგომარეობაში. ერთი დიდი ნაბიჯი გადადგით მარჯვენა ფეხით, ხოლო მარცხენა ძველ, სწორ პოზიციაში დატოვეთ. ხელები წაიღეთ ზურგს უკან და გაჭიმეთ, ბალანსისთვის ჩაკიდეთ ერთმანეთს და ნელა გადახარეთ წელი ოდნავ უკან. გაჩერდით ამ პოზიციაში 30 წამით. შემდეგ ანალოგიურად გააკეთეთ მარცხენა ფეხით. სულ საჭიროა ორივე ფეხის 5-5-ჯერ ჩანაცვლება, რომ ვარჯიში ჩაითვალოს. ნუ აჩქარდებით და ღრმად ისუნთქეთ თუ კი საჭირო გახდება. (დააკვირდით ფოტოს)

image

 

5. ხიდი. დაწექით ზურგზე. ფეხები მოხარეთ მუხლებში ისე, რომ მთლიანი ტერფები ქუსლითურთ ძირს გედგათ. აწიეთ წელი ზევით, ხელები კი წაიღეთ წელს ქვემოთ ჩაკიდულ მდგომარეობაში. გაჩერდით ამ პოზიციაში 1 წუთის მანძილზე და არ დაგავიწყდეთ რაც შეიძლება ღრმად ისუნთქეთ მთელი ფილტვებით. (დააკვირდით ფოტოს)

 

image

 

6. ფეხები ზევით: დაწექით ზურგზე და ფეხები აწიეთ ზევით. ხელები იდაყვებით ზურგის გასწვრივ ძირს დადეთ და გაჭიმეთ. გაჩერდით ამ პოზიციაში 1 წუთის მანძილზე, ყურადღება მიაქციეთ ასევე სუნთქვას. (დააკვირდით ფოტოს)

image

 

ეს იმ ვარჯიშების ძირითადი კომპლექტია, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე სასარგებლოდ, შედეგად ქრება სიმძიმე კუჭის არეში, მუცელიც ჩნდება ტონუსში და წონაში იკლებს. ამიტომ ნუ დაზარდებით დღეში 15 წუთი დაუთმოდ საკუთარ თავს ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტიად.

 

წყარო : intermedia.ge

loading...
თეგები
Close
Close